ჰოროსკოპი
ფრთხილად, მყიფე ტვირთი: ვინ არის ყველაზე წყენია ზოდიაქოს ნიშანი
დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანს არ უნდა დააბიჯოთ ფეხი შემთხვევით. თუ არადა დიდ აფეთქებას ელოდეთ.
მე-12 ადგილი: ვერძი
საპატიო ბოლო ადგილი ვერძს შეხვდა, რომლის განაწყენება პრინციპში შეუძლებელია: წყენა ნიშნავს, რომ ადამიანს აინტერესებს თქვენი თითქოსდა ღირებული აზრი მისი პერსონის შესახებ. როგორც ხვდებით, ეს ვერძს არ ეხება. ის თქვენს აზრს არაფრად აგდებს. გირჩევთ, რომ ვერძის განაწყენება არ სცადოთ, რადგან განაწყენების შეუძლებლობა არ ნიშნავს იმას, რომ მისი გაბრაზება არ შეიძლება. ხოლო მოტეხილი ხელებით ამოვარდნილი კბილების შეგროვება ერთგვარი ექსპირიენსია. არ გირჩევთ!
მე–11 ადგილი: მშვილდოსანი
მშვილდოსანს ისეთივე ცეცხლოვანი ტემპერამენტი აქვს, როგორც ვერძს, მაგრამ ბუნება ნამდვილად გიგანტურია. ციკლოპური. გრანდიოზული. პირის დაღება, რომ მშვილდოსანს აწყენინოთ – უაზრო საქციელია და გარდა ამისა, ჯანმრთელობისთვის საზიანოა. აი, ასე ხელთათმანი მოიხსენით და მშვილდოსნის ულაყის მიერ ამტვერებული ჰაერი გადაყლაპეთ, რომელიც მაინც მთელ სამყაროს დაფარავს.
მე–10 ადგილი: ტყუპები
ყველასთვის მოულოდნელად, წყენია ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგში ტყუპები მე–10 ადგილს იკავებს და რედაქცია იმ უამრავი საჩივრის მისაღებად ემზადება, რომლებმაც შემთხვევით ტყუპებს აწყენინეს. თუმცა ჩვენი ჯადოსნური ბურთი არასდროს იტყუება. სინამდვილეში, ტყუპები არასდროს ბრაზდება. უბრალოდ ამ შანსს იყენებს, რომ ცოტა გაერთოს და რამდენიმე უსიამოვნო ქვეპიროვნება გამოუშვას: ავსიტყვაობაში ივარჯიშოს, საჯაროდ დაგამციროს, კედლებზე თეფშები დაამსხვრიოს, თქვენი თვითშეფასება კი მარიანას ღრმულის ძირამდე დასცეს. საერთოდ, თქვენი აზრი არ აინტერესებს, ეს იცოდეთ.
მე–9 ადგილი: მერწყული
აწყენინო მერწყულს მკვდარი ნომერია: ხმის იოგებს გაიწყვეტთ, სანამ სტრატოსფერომდე ხმას მიაწვდენთ, სადაც ჭორების თანახმად, მერწყულის თვითშეფასების მწვერვალია (ეს ზუსტად არავინ იცის). მერწყულმა იცის მთავარი: ის მაგარი და ყოველთვის მართალია. თუ ვინმე ამას ვერ ხვდება, უბრალოდ სულელია, ხოლო როგორც ცნობილია, ასწავლო სულელს, მხოლოდ დროის ფუჭი ხარჯვაა. უბრალოდ სჯობს ყველას მასზე მოუყვეთ.
მე-8 ადგილი: თხის რქა
მე-8 ადგილი თხის რქას შეხვდა – ადამიანს, რომელსაც ამ სისულელეებისთვის დრო არ აქვს. ის მიიჩნევს, რომ განაწყენებულია ის, ვისაც სხვა საქმე არ აქვს. ქარხნები გაჩერებულია, სანამ ყველა ფსიქოთერაპევტთან დადის, უსაქმურები! აი, მაგალითად, თხის რქის განაწყენება არ შეიძლება, თუმცა შესაძლებელია თუ იცით, როგორ: მისი ერთადერთი დაუცველი ადგილი კრიტიკაა. მისი განაწყენება მხოლოდ ერთხელ შეიძლება: როგორც კი გააკრიტიკებთ, თქვენ უკვე ვერავის და ვერასდროს ვეღარ გაანაწყენებთ. საერთოდ ვინ მოგისმენთ – რეპუტაციის ნაფლეთებში გახვეულ ადამიანს?
მე-7 ადგილი: მორიელი
ფრთხილად, სახიფათო მომენტი: მორიელის წყენინება იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია. თან ისეთი სისწრაფით და სიზუსტით ბრაზდება, რომ ნორვეგიულ ნაკრებს შეუძლია კუთხეში ჩუმად შეიკრიბოს და შურით იტიროს. აი, რა არის განსაკუთრებით საშიში: მორიელი იყენებს პრინციპს „ახლობლებზე ბრაზდებიან, სხვებს თავის ადგილას სვამენ“. თუ მორიელის სიბრაზემ არსებული რეალობის თხელი ფენით დაგსვარათ, იცოდეთ: ადგილზე მოგსვეს. თუ განაწყენებულმა მორიელმა ცხვირწინ კარი მოგიხურათ და ამაზრზენი სიტყვებიც „გარეთ გადით“ ვერ მიიღეთ, ახლობელი ხართ. იყავით.
მე-6 ადგილი: სასწორი
საპატიო ცენტრალური ადგილი სასწორს ეკუთვნის, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვერ ჩამოყალიბდა წყინს თუ არა. სასწორი ძალიან, წარმოუდგენლად, უკიდურესად წყენიაა. ნებისმიერი გაუფრთხილებელი მოძრაობა, რომელსაც სხვა ზოდიაქოს ნიშნები ვერ ამჩნევენ, სასწორი აუცილებლად თავის თავზე მიიღებს და სასიკვდილოდ განაწყენდება. მართალია, დაუყონებლივ დაფიქრდება, ღირს თუ არა ამ კონკრეტულ სიტუაციაში წყენის გამოჩენა, თუ ღირს, რა გზით. და სანამ გადაწყვეტს, 5 ათასი წლის გავლას ასწრებს. სხვათა შორის, როგორც წესი, ხვდება, რომ გაუგებრობა მოხდა და განაწყენება არ ღირდა. მსუბუქი და მშვიდი ხალხია.
მე-5 ადგილი: ქალწული
ხუთეულს ქალწული ხსნის – ადამიანი, რომლის მოთმინების ფიალა ივსება იქ, სადაც შეშლილი ძაღლი ცხვირს ვერ ჩაყოფს. ქალწულს შეუძლია ნებისმიერი წყენის გადაყლაპვა და თავის წარმოჩენა თითქოსდა არაფერი მომხდარა. უკიდურეს შემთხვევაში, გაგება და პატიება შეუძლია. ოღონდ თუ საქმე იმ ერთნახევარ ადამიანს ეხება, რომელსაც გულწრფელად აფასებს. დანარჩენზე, რომლებიც გაუფრთხილებლობით გაანაწყენებენ, სიამოვნებით ბრაზდება: ჰმ, გამოჩდნენ უშიშარი იდიოტები, როგორ გამიმართლა! ქალწული სამეჯლისო წიგნში მათ სახელებს აუცილებლად ჩაიწერს და კომპრომატების შეგროვებას, მათი დაუცველი ადგილების შესწავლას და შურისძიებისთვის საჭირო მომენტის შერჩევას დაიწყებს. მას შემდეგ, რაც დამნაშავეს გააცამტვერებს, გულწრფელად წუხს, რომ მსურველების რაოდენობა კლებულობს: ძალიან სამწუხაროა, ასე არ ფიქრობთ?
მე-4 ადგილი: ლომი
სამეულში მოხვედრას ცოტა დააკლდა. ლომის სასიკვდილოდ განაწყენება შეიძლება, თუ უბრალოდ საკმარისად არ შეაქებთ და აღტაცებაში არ მოხვალთ. პრობლემა იმაშია, რეპუტაცია ლომს უფლებას არ აძლევს, რომ შეურაცხყოფა გამოხატოს, რადგან ეს სამეფო საქმე არაა. სანამ განაწყენებული ლომი ბაყაყივით იბერება და ფიქრობს, ღირსეული იქნება, თუ ჯადოსნური თათით სილას გაგაწნავთ თუ სჯობს სამეფო ღირსება შეინარჩუნოს და თავი მოგაჩვენოთ, რომ არაფერი მოხდა, გაიქეცით! საბოლოოდ, ლომი გადაწყვეტს, რომ მისი სტატუსი თქვენი სავალალო ცხოვრებისგან განსხვავებით ურყევია.
მე–3 ადგილი: კურო
სამეულს კურო ლიდერობს, რომელსაც წყენის გარეშე ურთიერთობა არ აქვს. კურო ყოველთვის იპოვის მიზეზს, რომ განაწყენდეს. მაგალითად, კვლავ სათანადოდ არ აფასებენ ან ყურადღებას არ აქცევენ ან შეწყვიტეთ ყველა წვრილმანზე მისთვის თავის მობეზრება, კურო შეუცვლელია თუ რა, თავზე დაჯდომა კმარა. მოკლედ, კუროს წყნენინება უყვარს, შეუძლია, ვარჯიშობს, თან გრძნობით, გონივრულად, თანმიმდევრულად. ღრმად გულში თავისი წყენით სიამოვნებას იღებს. თუ კურო პირდაპირ გეუბნებათ, რომ აწყენინეთ, საქმე რთულადაა: ეს არა წყენა, არამედ გაბრაზებაა. გაიქეცით, სულელებო!
მე–2 ადგილი: თევზები
ვერცხლის მედალი თევზებს ეკუთვნის – ადამიანს, რომელსაც შეუძლია თავისით ნებისმიერი ვინმესგან ზიანი მიიღოს. სწორედ ასეთ რეპუტაციას იქმნის წლები, რომ სხვებს თითის წვერებზე სიარული, დაუყონებლივ პატივისცემა და ახალი ინსტრუქციის მიღებამდე კანკალით ლოდინი აიძულოს, რადგან თევზის წყენინება საშიშია. ეს მძიმე დუმილი და ტოტალური უგულებელყოფა, რომელიც შეიძლება გაზვიადების გარეშე რამდენიმე კვირა გაგრძელდეს. როცა დამნაშავე ამ ფსიქოლოგიური ტანჯვის ბოლოს მიაღწევს, აბსოლუტურად დასუსტებული და დატანული, ეპოქალურ გადაწყვეტილებას მიღებს: მეტჯერ არასდროს! არასდროს არც სიტყვით, არც მინიშნებით თევზებს არ აწყენინოს. არავინ იცის, იქნებ არც განაწყენებულა, ხომ იცით, პროფილაქტიკა ყოველთვის საუკეთესო თერაპიაა. ასეა?
1–ლი ადგილი: კირჩხიბი
ტა–დამ! საპატიო პირველი ადგილი და ოქროს მედალი კირჩხიბმა მიიღო – მსოფლიოში ყველაზე წყენია ადამიანმა. ეს ჩვენ გვგონია, რომ მეტაფორული ბაკანი ბოროტი და უსულო სამყაროსგან თავდასაცავად სჭირდება. კირჩხიბის ბოროტმა და უგულო სამყარომ თავისი მეტაფორული ბრჭყალებით შეიძლება ლაფშა გაჭრას, ეს პრობლემა არაა. ბაკანი სჭირდება, რომ იქ, ყველასგან დაიმალოს და საიდუმლო ოთახის კარი გააღოს. აქ, კი უსასრულო მანძილზე მიდის და იკარგება თაროების რიგებში, სადაც დანომრილ პაპკებში თითოეულზე დაწვრილებითი დოსიე აქვს: ვინ უთხრა კირჩხიბს გადაბრუნებული სიტყვა, ვინ ირიბად გახედა, რომელ წელს და რა მიზეზით და რას გეგმავდა ამის საწინააღმდეგოდ. ეს კირჩხიბზე თერაპიულად მოქმედებს და მაწყენართან არიგებს. ამისთვის დიდი მადლობა, ხომ შეეძლო შური ეძია.