Connect with us

ჯანმრთელობა

ფიჭვის მტვრის სასარგებლო თვისებები

ბევრს სმენია ყვავილის მტვრის და მისი სასარგებლო თვისებების შესახებ, ხოლო ფიჭვი უსამართლოდ იჩრდილება. არადა ბევრ სასარგებლო თვისებას ფლობს, ალერგიას არ იწვევს და კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენება.Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რატომ არის სასარგებლო ფიჭვის მტვერი, როდის და როგორ შევაგროვოთ. ასევე გიზიარებთ ეფექტურ რეცეპტებს სხვადასხვა უსიამოვნების სამკურნალოდ.

მტვერს მატონიზირებელი მოქმედება აქვს და დაღლილობას ხსნის, იმუნური სისტემის გაძლიერებას ხელს უწყობს, რაც სურდოს და გაციების დროს უცვლელ იარაღად აქცევს.

ფიჭვის მტვრის სამკურნალო თვისებები და მისი შემადგენლობა

ფიჭვის მტვერს მდიდარი შემადგენლობა აქვს. ამინომჟავებს, კაროტინებს, E, C და B ჯგუფის ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს (რკინა, მანგანუმი, სპილენძი) შეიცავს. ბუნებრივი ანტიოქსიდანტი ხალხურ მედიცინაში ბრონქების და ფილტვების დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, ასთმის დროს მდგომარეობას ამსუბუქებს. ღვიძლის მუშაობას არეგულირებს, ქოლესტერინის დონეს ამცირებს, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს ორგანიზმს განკურნებაში ეხმარება, გულ–სისხლძარღვთა სისტემას აძლიერებს, ანემიის დროს მდგომარეობას აუმჯობესებს. მტვერს შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის იყენებენ. მასში შემავალი ნივთიერება ინსულინის წარმოებას ხელს უწყობს. მტვერზე დაფუძნებული საშუალებები ყაბზობის დროს დაგეხმარებათ.

ფიჭვის მტვერი მედიცინაში

ფიჭვის მტვერი ოფიციალური მედიცინის ყურადღებასაც იზიდავს. მას ბიოაქტიურ დანამატად იყენებენ და ზოგი მედიკამენტის გვერდითი ეფექტების გასანეიტრალებლად გამოიყენება. სერიოზული ოპერაციების, სტრესის და მძიმე დაავადებების შემდეგ აღდგენას ხელს უწყობს.

ხალხურ მედიცინაში მტვერი სუფთა სახით გამოიყენება: სპირტზე აყენებენ, მდუღარე წყალში ხარშავენ, ცხელ რძეს ურევენ ან კარაქს უმატებენ. ყველაზე ხშირად გვხდება მტვრის და თაფლის კომბინაცია. რეცეპტი მარტივია: 1 ; თხელი თაფლი 20 გრ (დაახლოებით 1 ს/კ) ფიჭვის მტვერს აურიეთ. ასეთი ნარევი მადას აუმჯობესებს და ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს.

მტვერი კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენება: მისგან ანტიასაკობრივ ნიღბებს ამზადებენ, რომლებიც კანზე დადებით გავლენას ახდენენ. დამატებითი ინგრედიენტის სახით თაფლს, არაჟანს და ლიმონის წვენს ხშირად ამატებენ.

ფიჭვის მტვრის სასარგებლო რეცეპტები

საშუალება ჰიპერტონიის საწინააღმდეგოდ

100 მლ რძე და 0,5 გრ (დანის წვერით) ფიჭვის მტვერი აურიეთ. დღეში ერთხელ, საუზმის წინ გამოიყენეთ. კურსი დაახლოებით 2 თვე, შემდეგ 2 კვირა შეისვენეთ და აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა გააგრძელეთ.

ფიჭვის მტვერზე დაფუძნებული ნაყენი ნერვული სისტემის გასაძლიერებლად

100 გრ სამტვრეები (ხმელი, მწვანე ფიჭვის გირჩი) და 50 გრ მტვერი აიღეთ, 0,5 ლ არაყი დაასხით. 72 საათით დააყენეთ, შემდეგ მარლით გადაწურეთ და მაცივარში შეინახეთ. 1 ჩ/კ ნაყენი ჭამის წინ, დღეში 3–ჯერ დალიეთ. მკურნალობის კურსი 2-3 კვირა, შემდეგ 1 კვირა შეისვენეთ და აუცილებლობის შემთხვევაში კურსი გაიმეორეთ.

შეგროვება და შენახვა

ჩვეულებრივ, მტვერს შუა მაისში აგროვებენ. ეს მამრობითი სტრობილი–გირჩის ფერით განისაზღვრება. როცა მწვანე ფერი ყვითელში იცვლება და დაჭერისას სითხე აღარ გამოიყოფა, შეგიძლიათ მწიფე უწოდოთ. შეგროვების დრო მხოლოდ 3 დღეა. ყვავილედი ფრთხილად მოჭერით და სუფთა ქაღალდ გადაფარებულ კონტეინერში ჩადეთ. შემდეგ მშრალ ოთახში 3 დღე აშრეთ, სინათლეს და ორპირ ქარს მოარიდეთ. ამის შემდეგ მტვერი შეაგროვეთ, ჯერ წვრილ საცერში გაცერით, შემდეგ ნეილონის წინდაში, რომ მინარევები მოაშოროთ. მტვერი ჰერმენტულ ჭურჭელში შეინახეთ. ჩვეულებრივ, მშრალ, პლასტმასის ბოთლს იყენებენ. ფიჭვის მტვერი შეგიძლიათ სპეციალურ, სამკურნალო ბალახების მაღაზიაში შეიძინოთ, მაგრამ იაფი არ ღირს.

უკუჩვენებები

ფიჭვის მტვრის მიღება არ შეიძლება ორსულობის და ძუძუთი კვების, კუჭის, ღვიძლის და თირკმლების მწვავე ქრონიკული დაავადებების დროს, ასევე იმ დაავადებების დროს, რომლებიც სისხლდენისკენ მიდრეკილებას ზრდიან (მტვერს სისხლის გამათხელებელი თვისებები აქვს), წიწვოვან პროდუქტებზე ინდივიდუალური აუტანლობის დროს.

ფიჭვის მტვერი ალერგიული არაა, რაც ყვავილზე მტვერთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს. თუმცა საშუალებას ხშირად იყენებენ თაფლის ნარევში, რომელიც ძლიერ ალერგიული პროდუქტია.