სხვა
ფილები იდეალური სისუფთავისგან იბრწყინებს! საჭიროა მარტივი საშუალება და ხელის რამდენიმე მოძრაობა
ძალიან მიყვარს, როცა სახლში სისუფთავეა და ყველაფერი ბრწყინავს. დალაგებას, როგორც ნებისმიერი დიასახლისი, ნორმალურად ვუყურებ, მაგრამ არის რაღაც, რაც საერთოდ არ მომწონს. სწორედ ამ კატეგორიაში ფილებიდან ჭუჭყის მოშორება შედის.
კერამიკის, მარმარილოს თუ გრანიტის ზედაპირები პრეტენზიული არ არის და დიდ ყურადღებას არ მოითხოვს, თუმცა დროთა განმავლობაში ფილებს შორის მაინც წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ჭუჭყი და სიბინძურე გროვდება. იდეალური სისუფთავის მიღწევა, განსაკუთრებით კი ვანა-ტუალეტში, საკმად რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა არა იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე მარტივი ხრიკის შესახებ გსმენიათ.
პირადად ჩემ შემთხვევაში ფილების დასუფთავების მიმართ სიძულვილი ბევრ სარეცხ საშუალებაზე ალერგიული რეაქციითა არის განპირობებული.
როგორ გავწმინდოთ ფილები
ფილებიდან სხვადასხვა სახის ლაექბისა და ჭუჭყის მოსაშორებელი უამრავი ქიმიური საშუალება არსებობს, თუმცა გარდა იმისა, რომ ასეთი საშუალებების უმრავლესობა ეფექტურობით არ გამოირჩევა, მათ უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს კანზე და ზოგად ჯანმრთელობაზეც კი. მავნე ნივთიერებები, რომლებიც ქიმიური საშუალებებიდან ჰაერში ვრცელდება, ჩვენს სხეულში სასუნთქი გზების გავლით ხვდება.
რა უნდა მოვიმოქმედოთ ასეთ შემთხვევაში? არსებობს ძვირადღირებული ქიმიური საშუალებების იაფი ალტერნატივა, რომლის დახმარებითაც მინიმალურ დროში, მინმალური ძალისხმევით გაუმკავდებით ერთი შეხედვით ძალიან რთულ დავალებას.
რეცეპტი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, ბებიისგან ვისწავლე. პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ ამ საშუალების ეფექტურობა ეჭვგარეშეა. ცადეთ და ამაში თავად დარწმუნდებით!
თქვენ დაგჭირდებათ:
- 5 ლ წყალი
- ½ ჩაის ჭიქა საკვები სოდა
- ½ ჩაის ჭიქა ლიმონის წვენი
- ¼ ჩაის ჭიქა თეთრი ძმარი
მომზადება და გამოყენება:
1. 5 ლიტრ წყალში დაამატეთ მოცემული რაოდენობით სოდა და კარგად გახსენით.
2. სოდის წყალხსნარში დაამატეთ ლიმონის წვენი და ძმარი, შემდეგ კარგად გადაურიეთ. ძმარი სოდასთან რეაქციაში შევა და ქაფისებრი მასა წარმოიქმნება. მზა საშუალება, მეტად მოსახერხებელი რომ იყოს, გადაიტანეთ სპრე-ბოთლში.
3. მიაპკურეთ დიდი რაოდენობით ეს საშუალება დაბინძურებულ ფილებს, დატოვეთ სამოქმედოდ 30 წუთით და შემდეგ ჯაგრისის ან სამზარეულოს უხეში ღრუმლის გამოყენებით კარგად დაამუშავეთ ზედაპირი.
4. ფილები ახალივით იბრწყინებს! წლების განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყი და სიბინძურე ამ საშუალების დახმარებით წარსულში დარჩება.
მოცემული საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ აბაზანის იატაკის დეზინფიცირებისთვისაც.
დახარჯეთ რამდენიმე წუთი ამ საშუალების მომზადებაზე, გამოიყენეთ ის დანიშნულების მიხედვით და იდეალური სისუფთავე გარანტირებული იქნება!
გამოცდილმა დიასახლისებმა კარგად ვიცით, თუ რამდენად რთულია ფილების იდეალურად გაწმენდა. თუ ამ მარტივ საშუალებას გამოიყენებთ, პირობას გაძლევთ, მიღებული შედეგით აუცილებლად კმაყოფილი იქნებით.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქიმიურ საშუალებებს არ ვიყენებთ, პროცედურის დროს აუცილებლად გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანები.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც იცოდნენ ამ მარტივი საშუალების არსეობის შესახებ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!