Connect with us

ჯანმრთელობა

ფეხის ტკივილის 7 ტიპი, რომელთა დაიგნორება არავითარ შემთვევაში არ შეიძლება

ფეხების ტკივილი – ძალიან ბევრი დაავადების გავრცელებული სიმპტომია

ადამიანთა 60% – ამა თუ იმ დოზით მაინც გრძნობს ფეხებში რაიმე სახის ტკივილს, თუმცა ამ სიმპტომით ექიმს თითქმის არასდროს მიმართავენ. ძლიერი ტკივილის იგნორრება არავითარ შემთხევაში არ შეიძლება, რაც უფრო მალე დაგისვამთ ექიმი დიაგნოზს, მით უფრო ეფექტურად შეძლებთ დაავადების განკურნებას.

ამ სტატიაში ფეხების ტკივილის რამდენიმე, უფრო გავრცელებულ მიზეზზე მოგითხრობთ, რომელთა შესახებაც ყველამ უნდა იცოდეს.

ფეხის გულის ფასციტი

ეს ქსოვილის ანთებაა, რომელიც ფეხის ძირიდან იწყება და ფეხის თითებს ტერფის ძვალთან აერთებს. ანთება ჩვეულებრივ ტერფის დაძაბვისა და ჭარბი დატვირთვისგან ჩნდება, რასაც მაღალი ქუსლის ტარებაც იწვევს.

ფეხის გულის ფასციტი ტერფის ქვედა ნაწილში, მჩხვლეტავი ტკივილის სახით ვლინდება.

აქილევსის ტენდინოპათია

ეს არაანთებითი ტკივილია აქილევსის ხრტილში, სადაც ფეხი ტერფს უერთდება. ხშირად ამ მდგომარეობას, შეშუპება და დაჭიმულობაც ერთვის.

დაღლილობის მოტეხილობა (მარშის ტერფი)

თუ ახალი საქმიანობით ხართ დაკავებული, ესეიგი დაღლილობის მოტეხილობის რისკის ქვეშ ხართ. თავიდან ის შეიძლება ვერც კი შენიშნოთ: იგრძნობთ საერთო ტკივილს, ტერფის ზედა ნაწილის ერთ არეში, მაგრამ, დროდადრო ტკივილი ძლიერდება და ჩნდება შეშუპება.

პერიფერიული ნევროპათია

თუ დაბუჟებას, ჩხვლეტით ან მწველ ტკვილს გრძნობთ ფეხებში, თქვენ შეიძლება პერიფერიული ნევროპათია გქონდეთ. ეს დაავადება პერიფერიული ნერვების დაზიანების გამო ხდება. ყველაზე ხშირად ამ დაავადებას დიაბეტი იწვევს, თუმცა ის შეიძლება ტრავმის, ალკოჰოლიზმის, ტოქსიკური ნივთიერებების ზეგავლენისა და ინფექციების გავლენითაც დაგემართოთ.

ოსტეოართრიტი

მოხუცებისთვის ფეხებში ხშირი ტკივილები შეიძლება ოსტეოართრიტის ნიშანი იყოს – მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება სახსრებსა და ფეხებში ქსოვილის ცვეთა გამოიწვიოს.

რევმატოიდული ართრიტი

რევმატოიდული ართრიტი – ეს ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც სხეულის ყველა სახსარს აზიანებს. ის მოიცავს შეშუპებას სახსრებში და მათ გარშემო. იწვევს ძალიან ძლიერ ტკივილს და მოძრაობის გაძნელებას.

მორტონის ნევრომა

ეს ფეხის თითებს შორის არსებული ნერვების გარშემო ქსოვილის გადიდებაა, ხშირად გვხვდება ქალებში. მაღალ ქუსლიანი, ვიწრო ფეხსაცმლის ტარება აჭერს ტერფს და ხახუნის შედეგად ნერვს ასქელებს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.