Connect with us

სხვა

ფენ-შუის 9 მარტივი ხერხი, რომლებიც სახლის პოზიტიური ენერგიით ავსებაში დაგეხმარებათ

ფენ-შუის მიხედვით, სახლი მისი მაცხოვრებლების ანარეკლად ითვლება და თუ მისი რომელიმე ნაწილი არასწორად არის ორგანიზებული, დაბინძურებულია ან უარყოფითი ენერგია აქვს – ეს ყველაფერი მაცხოვრებლების ცხოვრებაზეც იქონიებს გავლენას.

შესასვლელი კარი

შესასვლელი კარისახლში სიმდიდრეს და კეთილდღეობას ასახიერებს, ის კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს. იმისთვის, რომ სახლში დადებითი ენერგია შევიდეს, საჭიროა კარი კარგად გაანათოთ, დადგათ მწვანე მცენარე შემოსასველში ან კარის წინ. იდეალურად ითვლება ფუმფულა, მარადმწვანე მცენარეები.

შემოსასვლელი

ვიწრო გასასვლელები და გადატვირთული გარემო ხელს უშლიან ცის პოზიიური ენერგიის შემოდინებას. ქურთუკები კორიდორში არ უნდა გქონდეთ, ფეხსაცმელიც აჯობებს შესაბამის კარადაში მოათავსოთ და კარადა კი დაკეტოთ. საკიდზე დატოვეთ მხოლოდ ის რასაც ყოველდღიურად იყენებთ. დადებითი ცის ენერგიის მისაზიდად შემოსასვლელში ლამაზი სარკე დაკიდეთ და ახალი წყვავილების ლამაზი თაიგული დადევით.

სამზარეულო

სამზარეულო კეთილდღეობას, ჯანმრთელობას და ოჯახში არსებულ ჰარმონიას განასახიერებს. რეკომენდებული არ არის ნიჟარა და ქურა ერთმანეთის პირისპირ იდგას ამან შესაძლოა პარტნიორებს შორის კამათი გამოიწვიოს რადგან ასეთი განლაგებით წყლისა და ცეცხლის ენერგიებს შორის კონფლიქტი ხდება. სამზარეულოში ზედმეტი რაოდენობის შავი და წითელი ფერების გამოყენებასმოერიდეთ რადგან ესეც კონფლიქტების საწინდარია.

მნიშვნელოვანია ქურის განთავსებაც: ის ონკანის ქვეშ უნდა იდგეს რადგან ეს თქვენი წარმატების და სიმდიდრის გადინებას შეუწყობს ხელს, ქურა არც შემოსასვლელი კარის წინ არ უნდა იდგეს. მაქსიმალურად დაიცავით ქურის სისუფთავე, გამოიყენეთ ყველა კამფორა. მუდმივად 1 ან 2 კამფორას ნუ გამოიყენებთ, ზოგჯერ შეანაცვლეთ ხოლმე.

თუ გრძნობთ, რომ დანაკარგები და უიღბლობა გდევთ თან ეცადეთ ქურა კარგად გაწმინდოთ და ნახავთ, რომ მალე დაიწყება სასიკეთო ცვლილებები.

სასტუმრო ოთახი

ამ ოთახში არსებული ავეჯი ოთახის გაბარიტებს უნდა შეეფერებოდეს, ის არც ზედმეტად დიდი უნდა იყოს და არც ზედმეტად მინიმალისტური და პატარა. ნივთებს კარებში ნუ ჩაალაგებთ და შესასვლელს ნუ გადაკეტავთ. აჯობებს დივანი და სავარძლები ზურგით კედელთან დადგათ, ეს მაცხოვრებლებს დაცულობის შეგრძნებას მოუტანს. სიმდიდრის ენერგიის გასააქტიურებლად ოთახის კუთხეში ლამაზი სანათი დადგით კარის პირდაპირ – დაიგონალზე.

სასადილო ოთახი

სასადილო ოთახი ან (მაგიდა) ფენ-შუის უმნიშვნელოვანესი ელემენტია და იდეალურ ვარიანტში ეს უნდა იყოს ადგილი სადაც სრულად უნდა მობილიზდეთ საკვების მირებაზე და სასიამოვნო გარემოს შექმნაზე. შესაბამისად ორგანიზმი საკვების სახით მაქსიმალურ სარგებელს მიღებდა. იმისთვი, რომ სახლში ენერგიის დაბალანსება მოხდეს, კედელზე სარკე განათავსეთ, მაგიდაზე კი ცოცხალი ყვავილები დადგით.

საძინებელი

კომფორტული გარემოს შექმნისთვის საწოლი კედელთან დადგით, მის გარშემო არსებული კედლები ნათელი და ნეიტრალური ფერებით შეღებეთ და ავეჯიც ასეთ ფერებში შეარჩიეთ, საწოლის გვერდით არსებულ ტუმბოებზე ლამაზი სანათები დადგით და ეცადეთ საწოლი კარის პირისპირ არ იდგეს, საწოლს არც სარკე უნდა ირეკლავდეს.

აბაზანა

აბაზანა ყოველთვის მოვლილი და სუფთა უნდა იყოს. კარი და უნიტაზის სახურავე აჯობებს დახურული დატოვოთ თორემ სიმდიდრე გადინებას დაიწყებს. იმისთვის, რომ ბარაქა უკეთ შენარჩუნდეს ურიგო არ იქნება აბაზანაში დროებით მაინც დადგათ მცენარეები რომლებიც წყალს შეიწოვენ.

ბაღი

სახლის წინ გაშენებული ბაღი თქვენს მომავალს წარმოადგენს და ძალიან მნიშვნელოვანია მისი სილამაზისა და სიკოხტავის შენარჩუნება, მასში არსებული ყველა მცენარე ლამაზი, მოვლილი და კარგად მოყვავილე უნდა იყოს. სახლის უკან გაშენებული ბაღი ჯანმრთელობასა და სიმდიდრეს ასახიერებს. სახლის ღობე გატეხილი ან დაბზარული არ უნდა იყოს რადგან ისინი დაცვასა და მხარდაჭერას წარმოადგენენ.