ჯანმრთელობა
ფარისებრი ჯირკვლის რომელიც პრობლემები იწვევს გლუტენის აუტანლობას
იცით, რომ ადამიანებს რომლებსაც გლუტენის აუტანლობა ჭირთ, ხშირად აქვთ ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემებიც?
რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ეს ორი პრობლემა ერთმანეთთან კავშირშია. ამიტომ თუ გლუტენის აუტანლობა გაქვთ აუცილებლად უნდა გაიაროთ ტესტი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაზე და პირიქით!
რა არის გლუტენი?
გლუტენი გახლავთ – რთული ცილა, რომელიც მარცვლეულის შემადგენლობაში შედის. გლუტენის მთავარი პრობლემა გლიადინის შემცველობაშია. ეს არის ცილა რომელსაც ორგანიზმი ვერ ცნობს და უცნაურად მიაჩნია, ამიტომ ხდება იმუნური სისტემის აქტივაცია. შესაბამისად – გლუტენის აუტანლობის მქონე ადამიანების ორგანიზმი ამ ცილას ვერ ცნობს და შედეგად “იძახებს” დიდ იმუნურ სისტემას, პასუხად იმუნური სისტემა აქტიურდება და ორგანიზმს უცხო, საზიანო ნივთიერებისგან “იცავს”.
ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ გლუტენს აუტანლობა ცელიაკიას სინონიმია, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის! არსებობს ე.წ. გლუტენის მიმართ მგრძნობელობა (SGNC) (1), რომელიც ადამიანებში ათჯერ უფრო ხშირად გვხვდება.
ცელიაკია – გლუტენური ენტეროპათია, საჭმლის მონელების დარღვევით მიმდინარე წვრილი ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც უმთავრესად ნაწლავის ლორწოვან გარსს აზიანებს. დაზიანებას განაპირობებს ზოგიერთ მარცვლეულ კულტურაში შემავალი ცილები.
ცელიაკიის დიაგნოზის დასასმელად ექიმმა ნაწლავის ბიოპსია უნდა ჩაატაროს. ამ დაავადების კუჭ-ნაწლავური სიმპტომები ყველა პაციენტს არ აღენიშნება, შესაბამისად მათი დიაგნოსტირებაც არ ხდება.მაგრამ, რა საერთო აქვთ ცელიაკიასა და ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთ დაავდებას?! ისინი ჩვეულებრივ ავტოიმუნური აშლილობის შედეგად ჩნდებიან.
გლუტენის აუტანლობისას, მისი ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, თქვენი სისხლის თეთრი უჯრედი თავს ესხმის თქვენი წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსს და აზიანებს მას, იგივე ხდება ფარისებრი ჯირკვლის შემთხევაში: თეთრი უჯრედები ვერ ცნობენ ფარისებრ ჯირკვალს და თავს ესხმიან მას.
ფარისებრი ჯირკვლის ავტოიმუნური დაავადება შეიძლება მისი აქტივობის შემცირებამ (ჰიპოთირეოზმა) გამოიწვიოს ან შეიძლება საქმე ზედმეტად აქტიურ ფარისებრ ჯირკვალთან გვქონდეს (ჰიპერთიროზთან).
რა კავშირია გლუტენსა და ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციას შორის?
ფარისებრი ჯირკვალი პატარაა, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც კისერზე, ხორხის ქვეშ, ტრაქეის, იმავე სასულის წინ მდებარეობს. ის გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც სისხლში გადადის და ყველა უჯრედსა თუ ქსოვილზე მოქმედებს. ეს ჰორმონები შეიცავს იოდს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, სასქესო, რეპროდუქციული, ძვალკუნთოვანი სისტემების განვითარებასა და რეგულაციაში.
ფარისებრი ჯირკვალი ფერმენტ – ტრანსგლუტამინაზს შეიცავს, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. თუმცა ის სხვა ორგანოებშიც შეიძლება აღმოჩნდეს, სწორედ ამიტომ აქვს ფარისებრ ჯირკვალს ყველაზე მაღალი კონცენტრაცია.
ზოგიერთმა კვლევამ განსაზღვრა, რომ გლიადინი და ფერმენტი ტრანსგლუტამინაზი ძალიან გვანან ერთმანეთს. ეს ცნობილია როგორც მოლეკულარული მიმიკრია, სწორედ აქ ჩნდება პრობლემა, რადგან როდესაც იმუნური სისტემა გლიადინს ესხმის თავს, ანტისხეულები ფარისებრ ჯირკვალსაც ესხმიან. რადგან იმუნური პასუხი პროგრესირდება და ნარჩუნდება – ფარისებრი ჯირკვალი შეიძლება გლუტენის გამოყენებიდან 6 თვეშიც დაზიანდეს.
ფარისებრი ჯირკვალი გაცილებით დიდხანს იღებს ორგანიზმის შემოტევებს, ყოველ ჯერზე როდესაც გლუტენის შემცველ პროდუქტებს მიირთმევთ.
და ბოლოს, არსებობს რამდენიმე საშუალება ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად:
- შეამცირეთ სტრესი
- მაქსიმლურად ეცადეთ თავი აარიდოთ გარემოში არსებულ ტოქსინებს
- მიირთვით ფარისებრი ჯირკვლისთვის სასარგებლო პროდუქტი და მოერიდეთ პროდუქტს რომელიც ზიანს აყენებს მას.
- რეგულარულად ივარჯიშეთ
- კარგად დაისვენეთ ღამით
ფარისებრი ჯირკვლის სწორი ბალანსი ორგანიზმში – ჯანმრთელობას აუმჯობესებს.