ყვავილები
უხვი მოსავალი რომ მიიღოთ, კიტრი მთვარის კალენდრის მიხედვით დათესეთ
ზამთრის დასასრული მეაგარაკისთვის ბაღ–ბოსტანში საგაზაფხულო სამუშაოების დაწყების მომასწავებელია. დროა ნერგების გაზრდაზე იზრუნოთ და კვლები მოამზადოთ. დაფიქრდეთ, როდის დათესავთ კიტრს, სად დარგავთ ჭარხალს, რომელ ყვავილებს დარგავთ და როგორ გააფორმებთ კლუმბს.
მთავარის კალენდარი მებოსტნეს ბევრი საკითხის გადაჭრაში ეხმარება. ეს ნამდვილი ფიზიკაა და არა ასტროლოგია. მთვარის ფაზები მცენარეზე გავლენას ახდენს, ამიტომ გამოცდილი მეაგარაკეები ამ ფაქტორების გათვალისწინებას ცდილობენ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როდის უნდა დათესოთ კიტრი ნერგის მისაღებად მთვარის კალენდრის მიხედვით. ამ რჩევების გათვალისწინებით უხვ მოსავალს აუცილებლად მიიღებთ.
არახელსაყრელი დღეები მთვარის კალენდრის მიხედვით
თუ კიტრის ნერგის გაზრდა გსურთ, ახალი მთვარის პერიოდში არ უნდა დათესოთ. 2023 წლის თებერვალში ახალი მთვარე 19-21–ში იყო. თუ უკვე ამ დღეებში დათესეთ, დიდი შანსია, რომ სუსტი ნერგები გაიზარდოს. ასეთი ნერგები ჯანმრთელი და უხვი მოსავლის გარანტიას ვერ მოგცემთ.
ხელსაყრელი დღეები მთვარის კალენდრის მიხედვით
თუ კიტრის დათესვას ახლა აპირებთ, ცოტა მოიცადეთ. 25-26 თებერვალი კიტრის დასათესად იდეალურია. ყველა ნერგი ჯანმრთელი გაიზრდება. უხვ მოსავალს მიიღებთ, ამიტომ კონსერვების რეცეპტების წინასწარ შეგროვებაზე შეგიძლიათ იზრუნოთ.
გაზრდილი ნერგები ბოსტანში 3–4 კვირის შემდეგ შეგიძლიათ ჩარგოთ. მთავარია, ღამით აღარ ყინავდეს და თბილი ამინდები იყოს. კიტრი პრეტენზიული მცენარეა, ამიტომ საჭირო პირობებით უნდა უზრუნველყოთ.
მთვარის კალენდარი კიტრის მდიდარი მოსავლის აღებაში დაგეხმარებათ. ეს მეთოდი სხვა კულტურებზეც გამოიყენეთ. მთვარის კალენდრით დარგული მცენარე და სხვა დღეებში დარგული მცენარე ნამდვილად განსხვავებულად იზრდება და ვითარდება. როგორც ჩანს, მთვარის ციკლი მცენარეზე გავლენას მაინც ახდენს.