ჯანმრთელობა
უძველესი საიდუმლო ტიბეტელი ლამებისგან!
ყველაფერ მავნებელს ბრინჯი გამოიტანს.
ბრინჯის სარგებელი მისი შემადგენლობით არის განპირობებული, ძირიტად ნაწილს რთული ნახშირწყლები (80%-მდე) წარმოადგენენ, ბრინჯის შემადგენლობაში დაახლოებით 8% – ცილოვანი შენაერთებია.
ორგანიზმის წმენდა ბრინჯით
ვიღებთ იმდენ სუფრის კოვზ ბრინჯს – რამდენი წლისაც ბრძანდებით. გავრეცხოთ, ცავყაროთ ქილაში, დავასხათ თბილი ცხელი წყალი, დავახუროთ თავსახური და დავდგათ მაცივარში. დილით წყალი გადავღვაროთ, ავიღოთ 1 სუფრის კოვზი ბრინჯის ზედაპირიდან, მოვხარშოთ 3-4 წუთის განმავლობაში, მარილის გარეშე და შევჭამოთ უზმოზე – დილის შვიდის ნახევრამდე.
დარჩენილ ბრინჯს კვლავ დავასხათ მდუღარე წყალი და დავდგათ მაცივარში. ასე ვიქცევით ყოველ დილით, სანამ ბრინჯი არ დამთავრდება.
ამ მეთოდის მთავარი საიდუმლო ბრინჯის კრისტალურ სრუქტურაშია. როდესაც მას ვასველებთ, მისგან კრახმალს გამოვდევნით, მარცვლებზე კი უჯრედები ჩნდება. ბრინჯის ფაფა კუჭში კი არ გადამუშავდება, არამედ ნაწლავში და მარცვლები აბსორბენტის მსგავსად მოქმედებენ.
მკურნალობის კურსის შემდეგ უფრო ჯანმრთელი და ახალგაზრდა გახდებით.
არსებობს 1 პირობა: აჯობებს ბრინჯის საუზმის შემდეგ მინიმუმ 3 საათი არაფერი დალიოთ ან შეჭამოთ. ასეთი კვების შემდეგ მუცლის არეში არსებული ტკივილები და კისრის ტკაცუნიც კი ქრება.
ბრინჯის თვისებები მის სახეობასა და გადამუშავების მეთოდზეა დამოკიდებული. სასარგებლო ნივთიერებების უფრო მეტ რაოდენობას დაუმუსავებელი ბრინჯი შეიცავს, მას მოყავისფრო ფერი აქვს გარსის გამო, რომელიც ვიტამინებითა და ბოჭკოთია მდიდარი.
თეთრი, გადამუშავებული ბრინჯიც ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია – მოწალული, ყავისფერი ბრინჯი.