ჯანმრთელობა
უძველესი გამაახალგაზრდავებელი რეცეპტი, რომლისთვისაც მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ
ამ გამაახალგაზრდავებელი რეცეპტისთვის მხოლოდ ორი ინგრედიენტი დაგჭირდებათ.
ლეღვი არა მხოლოდ ახალი, არამედ ხმელიც ძალიან სასარგებლოა. ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს.
მას ჩვენი სხეულის განახლება შეუძლია. ორგანიზმის ყველა ორგანოზე დადებით გავლენას ახდენს.
საუკეთესო სასარგებლო თვისებების მქონედ მიიჩნევა ლეღვი, რომლის ნაყოფსაც ღია მოყვითალო ფერი აქვს.
გაშრობის დროს ლეღვში ცილების რაოდენობა 3-6%-მდე, შაქრის 50-70%-მდე იზრდება, როცა ახალი ლეღვი შეიცავს მხოლოდ: 1% ცილას, 15-20% შაქარს.
ბუნებრივ შაქარს ორგანიზმი ადვილად ითვისებს. ხმელი ლეღვი ჩვენი ორგანიზმის მიერ გამომუშავებულ ენერგიას ზრდის, განწყობას, შრომისუნარიანობას და გონებრივ საქმიანობას აუმჯობესებს.
ლეღვის ჩირი მდიდარია ისეთი სასარგებლო ნივთიერებებით, როგორიცაა მაგნიუმი, რკინა, კალციუმი და B ჯგუფის ვიტამინები
პექტინის მაღალი შემცველობის წყალობით ლეღვი შემაერთებელი ქსოვილების აღდგენას ხელს უწყობს, განსაკუთრებით სახსრების და ძვლების დაზიანების დროს.
ლეღვის ჩირი სისხლის ანტიოქსიდანტურ აქტივობას მნიშვნელოვნად ზრდის. ნივთიერება რუტინი კაპილარების კედლებს აძლიერებს და C ვიტამინის ათვისებას ხელს უწყობს.
ხმელი ლეღვი ყაბზობის დროს სასარგებლოა და შესანიშნავი საფაღარათო საშუალებაა. ლეღვის ყოველდღიური მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს ამცირებს.
გთავაზობთ უძველეს რეცეპტს, რომელიც უკვე ათასობით წელია ორგანიზმის გასაჯანსაღებლად, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობის გასაძლიერებლად და ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.
ეს საშუალება საჭმლის მომნელებელ სისტემას აუმჯობესებს, ჭარბი წონის დაკარგვას და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობს. ის მდიდარია კალციუმით და კალიუმით, რომელიც გულ-სისხლძარღვებს აძლიერებს. კანის და სახის ფერის გასაუმჯობესებლად გამოგადგებათ.
ასევე ამ რეცეპტით იმუნური სისტემის გაძლიერებას და ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას შეძლებთ.
ინგრედიენტები:
- 20 ცალი ხმელი ლეღვი
- ზეითუნის ზეთი
მომზადება:
- 20 ცალი ხმელი ლეღვი აიღეთ, თითოეული შუაზე გაჭერით და მინის ქილაში მოათავსეთ. შემდეგ ზეითუნის ზეთი დაუმატეთ ისე, რომ ლეღვი ზემოდან კიდევ 0,5 – 1 სმ-ით დაიფაროს.
- მაცივარში 40 დღის განმავლობაში შეინახეთ.
1 ნახევარი ლეღვი და 1 ჩ/კ ზეთი, რომელშიც ლეღვი იყო დაყენებული, საუზმის მიღებამდე 5-10 წუთით ადრე შეჭამეთ. მიიღეთ მანამ, სანამ ბოლომდე არ დაამთავრებთ.
მის სამკურნალო თვისებებს იმწამსვე იგრძნობთ. ასეთი მკურნალობა შეგიძლიათ წელიწადში 2-3-ჯერ ჩაიტაროთ.