საკითხავი
უსიამოვნო სუნი: რა ჩავდოთ ფეხსაცმელში, რომ სტუმრად ფეხზე გახდომის არ შეგრცხვეთ
სუფთა და მოწესრიგებულ ადამიანსაც ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი შეიძლება აწუხებდეს. მიზეზი შეიძლება უხარისხო ფეხსაცმლი, მისი არასწორი ტარება ან მოვლა გახდეს. თუ უსიამოვნო პრობლემის თავიდან ასაცილებლად მაღაზიის ძვირადღირებული დეოდორანტების შეძენა არ გსურთ, Аlltime.ge–ს რედაქცია ეფექტურ მეთოდებს გიზიარებთ.
მარტივი და ხელმისაწვდომი ვარიანტებით შესანიშნავ შედეგს მიიღებთ. ქვემოთ მოცემული ვარიანტებიდან თქვენთვის შესაფერისი აირჩიეთ და სტუმრად ყოფნისას ფეხზე გახდომის აღარ შეგრცხვებათ. გარანტიას გაძლევთ!
საუკეთესო მეთოდები უსიამოვნო სუნის გასანეიტრალებლად
სანელებლები და ბალახები
არომატული სანელებლები და ბალახები თქვენი ნომერ პირველი დამხმარეა, თუ ფეხსაცმლიდან უსიამოვნო სუნის მოშორება გსურთ. მიხაკი, დარიჩინი, ციტრუსის ცედრა, ასევე როზმარინი აურიეთ. ნებისმიერი ეთერზეთი, რომელიც მოგწონთ, დაუმატეთ. ნარევი ორ წინდაში გადაანაწილეთ, შეკარით და ფეხსაცმელში ჩადეთ. ერთ ღამეში ცუდი სუნი გაქრება.
სოდა და სახამებელი
ორი ინგრედიენტით მომზადებული ნარევი უსიამოვნო სუნს ეფექტურად უმკლავდება. 3 სუფრის კოვზი სოდა და 1 სუფრის კოვზი სახამებელი აურიეთ. რამდენიმე წვეთი ეთერზეთი, რომლის სუნიც მოგწონთ, დაუმატეთ. ნარევი ორ წინდაში გადაანაწილეთ, შეკარით და მთელი ღამით ფეხსაცმელში ჩადეთ. საოცარ ეფექტს მიიღებთ.
მაცივარში გაყინვა
ამ მარტივი ხრიკით ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნს მოაშორებთ და განაახლებთ. ფეხსაცმელი ქაღალდში გაახვიეთ ან პარკში ჩადეთ. ახლა საყინულეში 12 საათით შეინახეთ. მეთოდი საკმაოდ ეფექტურია! ფეხსაცმელი განახლდება.
ხელნაკეთი საშუალებები მშრალ გრილ ადგილას შეინახეთ. ასე მათ გამოყენებას რამდენიმე თვე შეძლებთ. როგორც ხედავთ, ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნის გასაქრობად ძვირადღირებული დეოდორანტის შეძენა საჭირო არაა, რომელიც თან მალე მთავრდება.