Connect with us

თავის მოვლა

უმი კარტოფილის სარგებელი სახისთვის. კრემებსა და ნიღბებში შეუცვლელია

კანის მოსავლელად უმი კარტოფილი ოდესმე გამოგიყენებიათ? თუ არა, აუცილებლად სცადეთ. ის ძვირადღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებს შესანიშნავ კონკურენციას გაუწევს.

უმი კარტოფილი მივიწყებული აღმოჩენაა, რომლის უგულებელყოფა არ ღირს. ადრე მასიური წარმოება და სინთეტიკური კოსმეტიკური პროდუქტები კრემების და ნიღბების სახით არ არსებობდა. სწორედ ამ დროს არისტოკრატი ქალები სახის გასაღიავებლად კარტოფილს იყენებდნენ და საკმაოდ წარმატებულად.

უმი კარტოფილი

1. როგორ მოვიშოროთ პიგმენტური ლაქა?

ასაკის მატებასთან ერთად სახეზე პიგმენტური ლაქები ჩნდება. კარტოფილი ლაქების გაღიავებაში დაგეხმარებათ და მათ ნაკლებად შესამჩნევს გახდის.

1 კარტოფილი და 1 კიტრი წვრილად გახეხეთ, ან დააბლენდერეთ. აურიეთ და ვაშლის ძმარი დაუმატეთ. მიღებული ნიღაბი სახეზე 15 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ. პროცედურა კვირაში 3-ჯერ გაიმეორეთ.

2. როგორ მოვიშოროთ თვალების ქვეშ „ტომრები“?

თვალის ირგვლივ კანი ძალიან მგრძნობიარეა და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ანტიოქსიდანტების და C ვიტამინის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტები ამ ზონის სისხლის მიმოქცევაზე გავლენას ახდენენ. ასეთი პროდუქტების სიას უმი კარტოფილი მიეკუთვნება. ის კაპილარებს ავიწროებს და შეშუპებას აქრობს.

კარტოფილი გაასუფთავეთ და ორი თხელი, მრგვალი ნაჭერი მოჭერით. დანაყეთ და სელის ნაჭერი დაქუცმაცებული კარტოფილით აავსეთ. თვალების ქვეშ 15 წუთით დაიდეთ.

3. როგორ შევაფერხოთ კანის ნაადრევი დაბერება?

მზის სხივების ზემოქმედებით და არასაკმარისი დატენიანების პირობებში კანის ეპიდერმისი ფუჭდება და ბერდება. კანს აღდგენაში რომ დავეხმაროთ, კარტოფილის მცირე ნაჭრით სახის მასაჟი უნდა გაიკეთოთ.

ძილის წინ სახე გაიწმინდეთ. შემდეგ წრიული მოძრაობით კარტოფილის ნაჭრით სახე დაიმასაჟეთ. ძლიერად არ დააწვეთ. სახეზე წყალი გადაივლეთ და ტონიკით დაიტენიანეთ.

4. აკნესთან ბრძოლა

კარტოფილში შემავალი კალიუმი, რკინა, გოგირდი და C ვიტამინი აკნეს მიზეზებს შესანიშნავად ებრძვის. სახის კანში ღრმად აღწევს და ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობს. უმი კარტოფილი დააბლენდერეთ. მიღებული ფაფიდან წვენი გაწურეთ. მასში ბამბის ან ქაღალდის ნიღაბი დაასველეთ და სახეზე მთელი ღამით გაიჩერეთ.

5. როგორ განვაახლოთ კანი?

სტრესი და ცუდი ძილი კანის მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ის სიახლეს კარგავს და ნაკლებად ელასტიური ხდება. მისთვის ცოტა სიცოცხლის დაბრუნებას უმი კარტოფილით შეძლებთ.

სახის ნიღბისთვის უმი კარტოფილი ფაფის მიღებამდე დააქუცმაცეთ და 1 ს/კ ლიმონის წვენი აურიეთ. მიღებული ნარევი სახეზე ბამბის დისკით წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თუ რეცეპტები მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.