Connect with us

ჯანმრთელობა

უმარტივეს ტესტი, რომელიც გაჩვენებთ რამდენად კარგ ფორმაში ხართ

არ მოვიტყუებით თუ ვიტყვით, რომ ყველას სურს ჯანმრთელად, ბედნიერად და დიდხანს იცოცხლოს მაგრამ, როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანის ფიზიკური ფორმა ნორმაშია? ამ სტატიაში მარტივ ხერხს გასწავლით იმის გასარკვევად თი როგორ ფორმაში ხართ.

ადამიანის ფიზიკური ფორმა

იმის გასაგებად თუ როგორ ფორმაშია ადამიანი ბევრი ანალიზის და ტესტის ჩაბარებაა საჭირო, თუმცა თქვენი ახლანდელი მდგომარეობა შეგიძლიათ უმარტივესი ტესტით შეამოწმოთ. არსებობს რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ ორგანიზმი კარგ მდგომარეობაშია:

1. შეგიძიათ ფეხის წვერებს შეეხოთ
2. თქვენი გულის რითმი ვარჯიშის შემდეგ სწრაფად მოდის ნორმაში
3. არ გაქვთ ჭარბი ცხიმი მუცელზე ან თეძოებზე
4. სხეული იოლად მოძრაობს
5. აქტივობის ადრულ სტადიაში იქყებთ გაოფლიანებას
6. მშვიდად ასრულებთ ყოველდღიურ მოქმედებებს
7. თქვენი დგომა და ხერხემალი იდეალურია
8. იოლად ასრულებთ ფიზიკურ სავარჯიშოებს
9. მთელი დღის მჯდომარე მდგომარეობაში გატარება გიჭირთ

თუ ამ პუნქტებიდან რამდენიმეს მაინც აკმაყოფილებთ, ესეიგი საკმაოდ კარგ ფორმაში ხართ. თუ საკუთარი ჯანმრთელობა და მხნეობა გაინტერსებთ, შემოგთავაზებთ ტესტს რომელიც ბრაზილიელმა მეცნიერმა კლაუდიო გილ არაუჯომ შეიმუშავა. მის შესასრულებლად 1 წუთზე ოდნავ მეტი დაგჭირდებათ. შესრულების პროცესში ქულები უნდა დაითვალოთ. სავარჯიშოს შესრულების დასაწყისში 10 წულა გაქვთ. საბოლოო შედეგი კი დაგროვილი ქულებით განისაზღვრება.

1. გაიხადეთ ფეხსაცმელი და დადექით იატაკზე. გადააჯვარედინეთ ფეხები.

2. დაჯექით გადაჯვარედინებული ფეხებით იატაკზე. ამასთანავე ხელის შეშველება დაჯდომისას არ შეიძლება. თუ შემთხვევით ხელსაც შეაშველებთ 1 ქულა დააკელით, თუ წონასწორობას დაკარგავთ 0,5 ქულა. იატაკზე 1 წუთის მანძილზე იჯექით.

3. შემდეგ ეცადეთ ჯდომის პოზის შეცვლის გარეშე ფეხზე ადგეთ. ხელის შეშველება არ შეიძლება, ამისთვის ჯარიმა 1 ქულა იქნება.

4. ბოლოს შედეგები შეაფასეთ:

8-10 ქულა: ჯანმრთელ ცხოვრების წესს მისდევთ და შესანიშნავ ფორმაში ხართ.
6 – 7,5 ქულა: ცუდი არ არის, თუმცა გაუმჯობესებაც შეიძლება. საგანგაშო არაფერია
3,5 – 5,5 ქულა: გაფრთხილება. პრობლემები გაქვთ. აჯობებს ჯანმრთელობას მიხედოთ და არსებული რისკები აღმოფხვრათ.
0-3 ქულა: ცუდია. სერიოზული გაფრთხილება: ძალიან ცუდ ფორმაში ხართ და უმჯობესია არა მხოლოდ ანმრთელი ცხოვრების წესს, არამედ – ექიმსაც მიმართოთ!

დიდი იმედი გვაქვს, რომ ტესტის შესრულების დროს მაღალი ქულები მიიღეთ, შესანიშნავ ფორმაში ხართ და თქვენს ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.