ჯანმრთელობა
უებარი წამალი რევმატიზმისა და ნევრალგიის დროს
ფუტკრის ნატურალური თაფლი უნიკალური საკვები პროდუქტია, რომელსაც შეუდარებელი გემოვნური და მკვებავი თვისებები აქვს. ამასთან, ცნობილია მისი სამკურნალო თვისებებიც. რთულია იმის ზუსტად თქმა, თუ რამდენად დიდი ხნის წინ დაიწყეს ადამიანებმა თაფლის გამოყენება წამლის სახით, თუმცა, ცმობილია, რომ ეს ძვირფასი პროდუქტი ყოველთვის მზად იყო ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად.
სიმსივნური დაავადებები
აპითერაპიის დახმარებით, დღეს უკვე შესაძლებელია, არსებითი გავლენა მოვახდინოთ ამ დაავადებებზე, რიგ შემთხვევებში კი არამხოლოდ აუმჯობესებს დაავადებულის მდგომარეობას, არამედ კურნავს კიდევაც მას.
სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ, 1 ჭიქა უზნის წვენს დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი. მიიღეთ ჭამიდან 1 საათის შემდეგ, 1/4 ჭიქა დილით და დღით. ამ დაავადების დროს გვეხმარება კალენდულას ყვავილები და ბალახი თაფლთან ერთად. მიიღეთ დილით, დღით და საღამოს, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 1 ს.კ. ოდენობით. მკურნალობის კურსი ერთთვიანია.
ონკოლოგიის დროს, სუფთა, ნატურალურ პროპოლისს გარეგანად იყენებენ. ამისთვის, ოდნავ გამთბარი დინდგელის მასით აკეთებენ მცირე კვერებს და იდებენ დაზიანებულ ადგილებზე.
კანზე ახალწარმონაქმნების დროს, გამოიყენეთ ქრისტესისხლასა და დინდგელის მალამო. მას ამზადებენ 1 წილი ქრისტესისხლასა და 4 წილი პროპოლისის მალამოსგან. კომპონენტები კარგად შეურიეთ და მიღებული მასით დაიმუშავეთ დაზიანებული ადგილები, შეიხვიეთ ბინტით. მიიღეთ 50 წვეთი დინდგელის ნაყენი სპირტზე დილით, დღითა და საღამოს, ჭამამდე 30 წუთით ადრე, კუჭქვეშა ჯირკვლისა და კუჭის კიბოს დროს.
შარდგამომყოფი სისტემების დაავადება
პროსტატიტი, პროსტატის ადენომა და ვეზიკულიტი იკურნება დღეში სამჯერ, ჭამამდე 1/2 საათით ადრე 30-40 წვეთი პროპოლისის დახმარებით. გარდა ამისა, ძილის წინ სწორ ნაწლავში უნდა შეიყვანოთ სანთელი, რომელიც პროპოლისს შეიცავს.
ენურეზის დროს რეკომენდებულია თაფლის მიღება კრაზანას ნაყენით. ერთ წილ დაქუცმაცებულ კრაზანის ბალახს დაასხით 20 წილი მდუღარე და ადუღეთ ორთქლის აბაზანაზე, თავსახურის ქვეშ, 30 წუთის განმავლობაში. გაგრილებისა და გადაწურვის შემდეგ, ნაყენს დაასხით ცოტაოდენი მდუღარე წყალი, რათა კომპენსირდეს მისი დანაკარგი აორთქლების დროს. მიღებულ სითხეში გახსენით თაფლი გემოვნებით. 10 წლის ბავშვისთვის დოზა 1/4 ჭიქას შეადგენს, ზრდასრულისთვის კი – 1/2 ჭიქა დღეში.
შარგამომყოფი გზების დაავადებებთან დაკავშირებული უსიამოვნებების დროს, რეკომენდებულია ყვავილის თაფლთან შერეული კედრის თხილის ყოველდღიური მოხმარება 1-3 ს.კ. ოდენობით. სამკურნალო ეფექტი აქვს წითელი მოცვის ნაყენს თაფლთან ერთად. მოცვის ფოთლები(3 ს.კ.) ჩაყარეთ თერმოსში და მოხარშეთ 1/2 ლ მდუღარეში. დააყენეთ 2 საათით. გააგრილეთ, გადაწურეთ და დაუმატეთ 2 ს.კ. თაფლი. დალიეთ ჭამამდე 20 წუთით ადრე, სამჯერ დღეში, 1/2 ჭიქის ოდენობით.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები
რადიკულიტის, რევმატული ტკივილების, ნევრალგიისა და ნევრიტის, ანთებითი პროცესების(მიოზიტის) დროს გამოიყენეთ მალამო, რომელსაც თაფლის, ბოლოკის წვენისა და სპირტის(2:3:1) შერევით იღებენ. შეინახეთ მაცივარში.
ქუსლის დეზი განიკურნება თაფლისა და ფქვილისგან (1:1) დამზადებული პასტის დახმარებით. ამისთვის საჭიროა, ცხელი წყლის ორთქლით გახურებულ ქუსლზე წაისვით სამკურნალო მასა კვერების სახით და გაიჩერეთ მთელი ღამით. ასეთი მკურნალობა 2 კვირა გრძელდება.
რადიკულიტისა და ნევრალგიის დროს, ასევე, დინდგელ-თაფლის კომპრესების გამოყენებაც შეგიძლიათ. კომპრესები შემდეგნაირად მზადდება: ქაღალდის ფურცელს წაუსვით მასა, რომელიც შედგება თაფლის, მცენარეული ზეთისა და პროპოლისის 20%-იანი ნაყენისგან, თითო ს.კ. ოდენობით. გაიჩერეთ კომპრესი 1 საათით.