Connect with us

საკითხავი

ტუალეტში უნიტაზისა და ჩასარეცხი ავზის გვერდით კბილის პასტა მიდევს

ჩვენ, ყველას მეტნაკლებად საყვარელი სახლის საქმეები გვაქვს, რომელთა თავიდან აცილებაც გვსურს. უნიტაზის გარეცხვა სასიამოვნო საქმიანობა ნამდვილად არაა, მაგრამ დიასახლისები ამას გვერდს ვერ აუვლის.

ტუალეტის ოთახში სისუფთავის შესანარჩუნებლად ქარხნული ნაწარმის შეძენა ძალიან ძვირი ჯდება, ამასთან სწრაფად მთავრდება. სწორედ ამიტომ, ბიუჯეტურ ალტერნატივას გირჩევთ.

ჩვენი რედაქციის სასარგებლო რჩევები უნიტაზის რთულად მისაღწევი კუთხეების სწრაფად, მარტივად და უკეთ გაწმენდაში დაგეხმარებათ. ასე ბევრ ფულს, ენერგიას და ნერვებს დაზოგავთ.

უნიტაზის საწმენდი საშუალებები

1. როგორ განვაახლოთ უნიტაზი 3 თვეში

ჩვეულებრივი უნიტაზის ჩასარეცხი ავზი ბევრ საიდუმლოს ინახავს. გაუცნობიერებელი მოქალაქეები ძალიან ხშირად მასში ფულსა და ძვირფასეულობას ინახავს, მაგრამ ჩასარეცხ ავზში კბილის პასტა ოდესმე შეგინახავთ?

ბევრი გაოცდება და ვერ მიხვდება, თუ ასე რატომ უნდა მოიქცეთ. როგორც აღმოჩნდა, კბილის პასტა ნადებსა და ჟანგს აშორებს, უნიტაზის ზედაპირზე დეზინფექციას აკეთებს და უსიამოვნო სუნს აქრობს.

იაფი, ყველაზე „შხამიანი“ სუნის მქონე კბილის პასტა შეარჩიეთ. მილში რაც შეიძლება ბევრი ნახვრეტი გააკეთეთ და ჩასარეცხ ავზში მოათავსეთ. ახლა ყოველი ჩარეცხვა უნიტაზს განაახლებს და ცოტა დეზინფექციას ჩაუტარებს. სჯობს მცირე ზომის ნახვრეტები გააკეთოთ, ასე ერთი კბილის პასტა 2-3 თვე გეყოფათ.

2. როგორ მოვაშოროთ კირის ნადები

თუ უნიტაზი საკმაოდ ძველია, სავარაუდოდ, რგოლის ქვეშ კირის ნადები, ჟანგი და შარდის ქვები ექნება. ასეთი „დეკორაცია“ სანტექნიკას აზიანებს და არც მიმზიდველად გამოიყურება.

ბევრ რეცეპტში უნიტაზის წმენდა იმით იწყება, რომ დაბინძურებულ ადგილას საწმენდი საშუალება წაუსვათ და ცოტა ხნით გააჩეროთ, რომ უკეთ იმოქმედოს. დროთა განმავლობაში უნიტაზიდან საწმენდი სითხე წვეთავს და ზედაპირზე დიდხანს არ ჩერდება.

ზედაპირზე საწმენდი საშუალების გაჩერებას ამ მარტივი მეთოდით შეძლებთ. თქვენ დაგჭირდებათ ტუალეტის ქაღალდის რამდენიმე ნაჭერი. ორად გაკეცეთ და პრობლემურ ადგილას დაამაგრეთ.

ამის შემდეგ ქაღალდი ნებისმიერი საწმენდი საშუალებით (წყალბადის ზეჟანგი და ნიშადურის სპირტი, ჟანგის შთანთქმელი, ლიმონის მჟავის ხსნარი) და რამდენიმე საათით, სჯობს მთელი ღამით, გააჩერეთ. ამის შემდეგ ტუალეტის ქაღალდი მოაშორეთ და ამავე ხსნარით გაწმენდას შეუდექით. ყველაზე ჩამჯდარი ჭუჭყი უკვალოდ გაქრება.

3. როგორ გავწმინდოთ უნიტაზის ყველაზე რთულად ხელმისაწვდომი ადგილები

უნიტაზის საწმენდ საშუალებებზე ფულის დახარჯვა საჭირო არაა. მის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებს სამზარეულოში იპოვით.

1 ჭიქა სოდა, ¼ ჭიქა ლიმონის მჟავა, რამდენიმე წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი და 1 ს/კ ჭურჭლის სარეცხი საშუალება აურიეთ. ამ ნარევით შეგიძლიათ უნიტაზის საწმენდი სპეციალური „ბომბა“ მოამზადოთ.

მიღებული მასა ყინულის ფორმებში გადაანაწილეთ და გასამაგრებლად 4 საათით გააჩერეთ. ტუალეტის საწმენდად 1 კუბი უნიტაზში ჩააგდეთ, მის გახსნას დაელოდეთ, შემდეგ კი უბრალოდ ჯაგრისით უნიტაზის გვერდები გაწმინდეთ.

ტუალეტის შუშხუნა აბები ორ ამოცანას უმკლავდება: პირველ რიგში, უნიტაზს კარგად წმენდს. მეორე მხრივ, ჰაერს აახლებს. სახლის პირობებში მის მოსამზადებლად 10-15 წუთი დაგჭირდებათ და ამასთან დიდხანს ინახება.

4. რა უნდა გავაკეთოთ, თუ ჩასარეცხი ავზი არ მუშაობს

წყალი გამორთეს და უნიტაზის ჩასარეცხი ავზი არ მუშაობს, თქვენ კი მოთმენა არ შეგიძლიათ. საშიში არაფერია, გამოსავალი არსებობს! უნიტაზში 100 ლიტრის სანაგვე ყუთის პარკი მოათავსეთ, შიგნით პატარა (50 ლ) პაკეტი მოათავსეთ. კატის ტუალეტის შემავსებელი მოაყარეთ.

ახლა შეგიძლიათ უნიტაზი პრობლემის გარეშე გამოიყენოთ. ამის შემდეგ კიდევ ერთი პორცია შემავსებელი დაუმატეთ. პაკეტი ამოიღეთ და გადააგდეთ.

ყველაფერი გენიალური მარტივია. ჩვენი რედაქციის სასარგებლო რჩევებით ყველაზე უსიამოვნო საყოფაცხოვრებო სიტუაციებიდან მარტივ გამოსავალს იპოვით და ტუალეტის ოთახში სისუფთავის შენარჩუნებას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ.