სახლი და დიზაინი
ტოქსიკური ჭურჭელი სამზარეულოში, რომელთაგანაც დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეთ
როგორ შევარჩიოთ ჭურჭელი? სანამ თვითონ არ გავიგე უამრავი დეტალის შესახებ, ვფიქრობდი, რომ საქმე მხოლოდ ფორმაში, ფერში, ფასსა და პირად უპირატესობებში იყო. ეს არასწორი მიდგომაა. როცა დიდ მაღაზიაში ვუყურებ ტაფების, ქვაბების, თეფშებისა თუ ფინჯნების დიდ არჩევანს, თითოეული მათგანის მავნე თვისებები – უკანასკნელია, რაზეც ვფიქრობ. ვგიჟდები რაღაც მკვეთრი, ორიგინალური და მოდური ნივთის შერჩევაზე. სწორედ ასე ვწამლავ არამარტო საკუთარ თავს, არამედ ახლობლებსაც.
მავნე ჭურჭელი დახლებსა და სამზარეულოებში – ის აქტუალური პრობლემაა, რომელიც თანამედროვე საზოგადობეას აწუხებს. ძველ დროს ამაზე საერთოდ არ ფიქრობდნენ. ამბობენ, რომ ამის ორი მიზეზი არსებობდა: სახლმწიფოსდმი აბსოლუტური ნდომა და სპეციალური ექსპერტიზების არარსებობა. ადრე, საკვებს ხის ჭურჭლიდან მიირთმევდნენ, შესანიშნავ ნედლეულად ითვლებოდა ბზა ან არყის ხე: პირველი გვიცავდა ავიტამინოზისგან, მეორე – ბაქტერიებისგან. რისგან გვიცავს ახლა ტეფლონი, სპილენძი და კერამიკა?
ტეფლონის ჭურჭელი
ადრე, ჭურჭელი ტეფლონის დაფარვით ყველა სამზარეულოში შეგხვდებოდათ. ეს მეგაწარმატებული მარკეტინგის შედეგია. დღეს იგი აღარაა იმდენად პოპულარული, თუმცა, დიახალისები მაინც ფიქრობენ, რომ იგი საუკეთესო ვარიანტია: მოსახერხებელი, მსუბუქი, საჭმელს არ იკრობს… აღმოჩნდა, რომ მასზე მომზადება ჯანმრთელობისთვის მავნეა.
ამერიკელებმა უკვე აკრძალეს ამ სახის ჭურჭლის გამოყენება. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ მის შემადგენლობაში არსებული ნივთიერება კიბოს უჯრედების, იმუნიტეტთან დაკავშირებული პრობლემების გაჩენას, ახალშობილებში წონის კლებისა და განვითარების შენელებას უწყობს ხელს.
ტაფა ტეფლონის დაფარვით – ტოქსიკური ნივთიერებების ნაკრებია, რომელთა დიდი ნაწილიც ბოლომდე არაა შესწავლილი. ეს ნივთიერებები გათბობისას გამოიყოფა და, შესაძლოა, შინაური ცხოველებისთვის სასიკვდილოც კი აღმოჩნდეს! ექსპერტები ტეფლონს ადარებენ პლასტმასს, რომლის ნაწილაკებით ორგანიზმსა და ბუნებაში გროვდება და არ იშლება.
რითი ჩავანაცვლოთ ტეფლონი სამზარეულოში? დაუბრუნდით თუჯის ტაფებს: ისიც ისევე არ იკრობს საკვებს, თანაბრად თბება, სწრაფად ამზადებს და, რაც მთავარია, უსაფრთხოა.
ალუმინის ჭურჭელი
გახსოვთ ის დრო, როცა ალუმინი ისეთივე ძვირფასი იყო, როგორიც ოქრო? დაივიწყეთ! ეს ელემენტი მოქმედებს ორგანიზმის უჯრედების ენერგეტიკულ მიმოცვლაზე. სიმსივნის გაჩენა – ერთ-ერთი პირველი შედეგია.
ალუმინის ჭურჭელში მომზადება ნიშნავს ნივთიერებათა მიმოცვლაზე, ნერვულ სისტემაზე გაუაზრებელ გავლენას, ორგანიზმიდან კალციუმის გამორეცხვას, ჰემოგლობინის სინთეზის დარღვევებსა და თირკმლების ფუნქციონირების გაუარესებას.
ასეთი ჭურჭლის ხშირი გამოყენების შემდეგ, ხანში შესული ადამიანები კარგავენ მეხსიერებას, უჩნდებათ დემენცია ან ალცჰაიმერის დაავადება! ამის მიუხედავად, ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ალუმინის ჭურჭელზე ასეთი პანიკა არ უნდა აიწიოს.
რითი ჩავანაცვლოთ ალუმინი სამზარეულოში? შეიძინეთ მეტი შუშის ჭურჭელი, რომელიც, გათბობისას, არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს. ამასთან, ეს უკანასკნელი გამძლეა, არ იწოვს სუნს და მარტივად ირეცხება.
სპილენძის ჭურჭელი
ანადგურებს ასკორბინის მჟავას ხილსა და ბოსტნეულში, მათი მომზადების დროს. თუ ასეთ ჭურჭელში საკვებს ინახავთ კიდევაც მომზადების შემდეგ, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ამჟავდება, ვიტამინები კი სრულად ნადგურდება.
დიახ, სპილენძის ჭურჭელთან ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან, ხშირი გამოყენების შემთხვევაში, იგი მჟავდება, რის შედეგადაც ჩნდება დამახასიათებელი მწვანე ნადები, რომელსაც მარტივად ვეღარ მოიშორებთ.
რითი ჩავანაცვლოთ სპილენძი სამზარეულოში? შეიძინეთ უჟანგავი ლითონის ჭურჭელი. პირველ რიგში, ის მსუბუქია, მეორეც, არ იკაწრება, მესამეც – არსებობს ისეთი ვარიანტები, რომლებიც არ იკრობს დაბოლოს, ძალიან დიდხანს შეიძლება მისი გამოყენება. სპილენძის მავნე ჭურჭელი კი გადადეთ შორ თაროზე.
კერამიკული ჭურჭელი
მწარმოებლები საუბრობენ ასეთი ჭურჭლის აბსოლუტურ უსაფრთხოებაზე. მე სკეპტიკოსთა კატეგორიას მივეკუთვნები, ამიტომ გადამოწმება გადავწყვიტე. ასეთი ჭურჭლის მომზადება შეუძლებელია გარკვეული საწრთობისა და კატალიზატორების გარეშე. ერთ ფენაში მათი რაოდენობა ორს აღემატება. ესე იგი, ეს მავნე ჭურჭელია.
რა არის კატალიზატორი? ესაა ქიმიური კომპონენტი, რომლის გარეშეც ჭურჭლის წარმოება დაუჯერებლად დიდხანს გაგრძელდებოდა. გამოყენებული მასალების ორგანული შემადგენლობა ზედაპირზე რჩება აგლომერაციის დაბალი ტემპერატურის გამო. ეს ტემპერატურა ემთხვევა ჭურჭლის ექსპლუატაციის ტემპერატურას(180-250 °С), ამიტომ მავნე ელემენტები საკვებში გამოიყოფა.
ერთ-ერთი ამ ნივთიერებათაგანია ტყვია. ამ ელემენტით მოწამლვა იწვევს თავის ტკივილებსა და დისკომფორტს მუცლის არეში, უნაყოფობასა და კომასაც კი! დარწმუნდით, რომ კერამიკული დაფარვის ჭურჭლის შემადგენლობაში არშედის ტყვია, მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენეთ იგი.
რითი ჩავანაცვლოთ კერამიკა სამზარეულოში? მხოლოდ ასპროცენტიანი კერამიკით, ყოველგვარი მინარევების გარეშე. იგი არატოქსიკურია, საკვებსაც არ იკრობს. ერთადერთი მინუსი მაღალი ფასია. თუმცა, მისი ექსპლუატაციის ვადა საკმაოდ ხანგრძლივია.
თუ ფინანსური მიზეზების გამო, ჭურჭლის შეცვლა არ შეგიძლიათ, ეცადეთ, ორგანიზმი გაიწმინდოთ მავნე მეტალებისგან. ეს იმაზე მარტივია, ვიდრე გეჩვენებთ: მიირთვით პექტინის შემცველი პროდუქტი, გვირილას, ასკილის, ქაცვის ან ყვითელგულას ჩაი, მეტი ბრინჯიანი კერზი. გაუფრთხილდით საკუთარ თავსა და ახლობლებს.