ჯანმრთელობა
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა შავი კვლიავის ზეთით: მარტივი რეცეპტი
აღმოსავლეთ ქვეყნებში შავი კვლიავის შესახებ ამბობენ: „სიკვდილის გარდა ყველაფერს კურნავს“. გთავაზობთ ტვინის სისხლძარღვების გამწმენდ ეფექტურ და მარტივ საშუალებას.
მსგავსი პრობლემა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ხალხთა უმეტესობას აწუხებს. ამ საშუალების გამოყენება წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
შავი კვლიავის ზეთი ტვინის სისხლძარღვებს წმენდს
რეცეპტის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 საშუალო ზომის სტაფილო
- 1 საშუალო ზომის ხახვი (სასურველია, მწარე ხახვი)
- 1 ს/კ კედრის კაკალი (ან სეზამი, თუ კაკალი არ გაქვთ)
- შეგიძლიათ ცოტა წიწაკა დაუმატოთ
- 1 ჩ/კ შავი კვლიავის ზეთი
- შეგიძლიათ ნებისმიერი მწვანილი (ოხრახუში, კამა) დაუმატოთ
- სურვილის მიხედვით – ლიმონი, რომ სიმწარე არ ჰქონდეს
- 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
მნიშვნელოვანია! მარილი არ დაუმატოთ!
მომზადება:
სტაფილო სახეხზე გახეხეთ, ხახვი დაჭერით. ბოსტნეული აურიეთ. ყველა დანარჩენი ინგრედიენტი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
თუ თქვენთვის ხახვის მიღება არ შეიძლება, მაშინ ნედლი ჭარხლით ჩაანაცვლეთ. ჭარხალი გაასუფთავეთ და გახეხეთ. თუ თქვენთვის ნედლი ჭარხლის მიღებაც არ შეიძლება, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მოხარშული ჭარხალი აიღოთ, მაგრამ ასე ნარევის ეფექტურობა შემცირდება.
როგორ მივიღოთ
მიღებული საშუალება მინიმუმ 15 დღე მიიღეთ. შეგიძლიათ 5-7 დღე შესვენება გააკეთოთ. 1 თვის განმავლობაში, ყოველ მეორე დღეს მისი მიღება აკრძალული არაა.
აუცილებელი პირობები წარმატებული შედეგისთვის
- გახსოვდეთ, რომ სისხლძარღვების მთავარი მტერი შაქარია. რაციონიდან სრულად გამორიცხეთ.
- ასევე მოძრაობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ფიზიკურ დატვირთვას თავი არ აარიდოთ, ვარჯიში შეასრულეთ, ირბინეთ ან იცურავეთ.
- სტრესულ სიტუაციებს თავი აარიდეთ. პირველ რიგში, ქოლესტერინი ღვიძლში სტრესისგან გამოიყოფა.
თუ შავი კვლიავის ზეთი არ გაქვთ, შეგიძლიათ 1 ს/კ დაქუცმაცებული შავი კვლიავის თესლი გამოიყენოთ.