Connect with us

ტესტები

ტესტი ჭკვიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ საგზაო მოძრაობის წესები სხვებზე უკეთ იციან

ყველა მეტნაკლებად გამოცდილი მძღოლი დარწმუნებულია, რომ საგზაო მოძრაობის წესები შესანიშნავად იცის. ფიქრობს, რომ გაუთვალისწინებელ სიტუაციაშიც სწორ გამოსავალს იპოვის. ასეა სინამდვილეში? შეუძლია თუ არა ყველა მძღოლს საგზაო მოძრაობის წესების კარგი ცოდნით დაკვეხნა?

Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ტესტს, რომელსაც ყველა მძღოლი, სავარაუდოდ, ვერ გაუმკლავდება. საკუთარი თავი და თქვენი ცოდნა შეამოწმეთ. სავსებით შესაძლებელია, რომ ზოგიერთი დეტალი თქვენთვის ამოცანად დარჩა. გამოდის, ცოდნა უნდა შეამოწმოთ და ხარვეზები აღმოფხვრათ, რომ გზაზე უსიამოვნებებს თავი აარიდოთ.

საგზაო მოძრაობის წესების ცოდნა

1. ეს ამოცანა ინტერნეტ სივრცეში საკამათო გახდა, თუმცა მხოლოდ ორი სავარაუდი პასუხი აქვს. ბევრი მომხმარებელი, რომელიც ავტომობილს რეგულარულად ატარებს, ვერ პასუხობს, თუ რომელმა მანქანამ უნდა დათმოს გზა.

ერთმა მძღოლმა ხუმრობით აღნიშნა: „შევაჩერებ, დაე, გაიაროს. ასე საღამომდე ვიფიქრებთ“. გზის დათმობა, როცა 100%–ით დარწმუნებული არ ხართ, გამართლებულია. როგორ გავაკეთოთ სწორად? შეძლებთ სწორი პასუხის გაცემას?

2. მეორე ამოცანა ერთი შეხედვით მარტივია, რადგან აქაც პასუხის მხოლოდ ორი ვარიანტია. ბევრი მძღოლისთვის მარტივი სიტუაცია არაა. სახიფათოა, როცა ადამიანები საკმაოდ მარტივ სიტუაციებში შეცდომებს უშვებენ. ასე იმედი არ გვაქვს, მძღოლი უფრო რთულ სიტუაციებში სწორად მოიქცევა. შეძლებთ პასუხის სწორად გაცემას?

3. და ბოლოს, გაარკვიეთ, უნდა დაუთმოთ თუ არა გზა ავტომობილს, რომელიც მობრუნებას ცდილობს. ვხედავთ, რომ შუქნიშნის დამატებითი სექცია მარჯნივ მოძრაობას უშვებს. გზა უნდა დაუთმოთ ნაცრისფერ ავტომობილს, რომელიც ამ მიმართულებით ბრუნვას ასრულებს? როგორ მოიქცევით?

მინიშნებები და პასუხები

1. საგზაო მოძრაობის წესების თანახმად, ზოლის შეცვლისას მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გამვლელ მანქანებს, რომლებიც იმავე ზოლში მოძრაობენ, რომელშიც გადასვლას აპირებს.

ამ შემთხვევაში, როცა ზოლების გადანაცვლება ერთდროულად ხდება, უპირატესობა აქვს მძღოლს, რომელიც მარჯვნივ მდებარეობს. ამიტომ, მძღოლმა, რომელიც მარცხნივ მდებარეობს, ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნივ მყოფ მანქანას.

2. მეორე ამოცანაში გახსოვდეთ, რომ შუქნიშანს საგზაო ნიშნებთან უპირატესობა აქვს. ამიტომ იმას, რომ ავტობუსი მთავარ გზაზე მოძრაობს, აქ მნიშვნელობა არ აქვს. მსუბუქი ავტომობილი, რომელიც შუქნიშნის მწვანე სიგნალზე მოძრაობს, პირველი გაივლის, ხოლო მარცხნიდან მოახლოებული ავტობუსი – მეორე.

3. შუქნიშნის დამატებით სექციაზე მწვანე სიგნალით მოძრავმა მანქანამ გზა უნდა დაუმოს სხვა მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამ შემთხვევაში უნდა მოიცადოთ, სანამ ნაცრისფერი ავტომობილის მძღოლი ბრუნს დაასრულებს, ანუ გზა უნდა დაუთმოთ.

ვიმედოვნებთ, რომ სამივე ამოცანა უპრობლემოდ ამოხსენით და თქვენი პასუხები ჩვენსას დაემთხვა.

Advertisement