Connect with us

ტესტები

ტესტი, რომელიც თქვენი ქვეცნობიერის სიღრმეებს ააშკარავებს

Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ამერიკელი ფსიქოლოგების ტესტს ნახატებით. ტესტი თქვენს ემოციურ მდგომარეობას მაშინვე აამაღლებს. ზოგჯერ რთული ფიქრებიდან ყურადღების გადატანა და ინტუიციის მოსმენა საკმარისია, რომ შვება იგრძნოთ. შემოდგომა ცვლილებების დროა. მიიღეთ რჩევა, რომელიც შემოდგომის დღეებს გაგილამაზებთ და შფოთვას შეგიმცირებთ.

ტესტის გასავლელად სურათზე მოცემულ 4 კენტავრს დააკვირდით. რომელს აცვია შარვალი სწორად? აირჩიეთ პასუხი და გაშიფვრა ქვემმოთ წაიკითხეთ. გულწრფელად და სწრაფად უპასუხეთ. ეს მნიშვნელოვანია.

კლასიკური მეთოდი

პირველი ვარიანტის არჩევა ნიშნავს, რომ ნებისმიერ სირთულეს უმკლავდებით. ძლიერი და გაბედული ხართ. ყველაფერს აკეთებთ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ, სირთულეებს არ უშინდებით. ნებისმიერი სახის ტყუილი გძულთ.

ზოგჯერ თქვენც გაქვთ მომენტი, როცა საკუთარი თავის შებრალება გსურთ. ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ ამ შემოდგომაზე მეტი დაისვენოთ. წიგნი წაიკითხეთ, სუფთა ჰაერზე ისეირნეთ და შინაურ ცხოველებს ეთამაშეთ. ასე რესურსებს მოიმარაგებთ და ახალი მიზნების მისაღწევად ძალა გექნებათ. წარმატებისკენ სწრაფვა კარგია, მაგრამ მოდუნება აუცილებელია. დასვენებით არაფერს დაკარგავთ. სავსე ძალით საქმეს უფრო მარტივად შეასრულებთ.

დახურული ვარიანტი

ცხოვრების გზაზე ბევრი სირთულე შეგხვდათ. ზღვა ცრემლებს თქვენში აკავებთ. სხვებს თავს ძლიერად აჩვენებთ, მაგრამ რობოტი არ ხართ. ყოველთვის ვერ მოიგებთ, თან ბევრი რამ ჩვენზე დამოკიდებული არაა. იტირეთ, წარსული გაუშვით. მას ვეღარ შეცვლით. ცუდი მოგონებები მოიშორეთ, რომ ბედნიერად ცხოვრება შეძლოთ. თავს ნუ იტანჯავთ.

ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ ნეგატივისგან გათავისუფლდეთ. თუ გსურთ, იტირეთ. ახლობლებს განცდები გაუზიარეთ. თუ ფსიქოლოგთან ვერ მიდიხართ ან ახლობლები არ გყავთ, ყველა ემოცია, რომელიც გაწუხებთ, ქაღალდზე ჩამოწერეთ. შემდეგ დაწვით. ასე საოცარ შვებას და ძალების მატებას იგრძნობთ.

ჩაჩაჩული ვარიანტი

ბუნებით ოპტიმისტი ხართ და ამის გამო მეგობრებს და კოლეგებს უყვარხართ. საოცარი იუმორის გრძნობა გაქვთ. და მაინც, ზოგჯერ თქვენც იწყენთ. თქვენს შემთხვევაში ცუდი განწყობა შიშს უკავშირდება. თუ მასთან გამკლავებას შეძლებთ, ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლით.

„ჰარი პოტერში“ მოსწავლეებს ურჩევდნენ, რომ შიშისთვის იუმორით შეეხედათ. ასე შიშთან გამკლავებაში ეხმარებოდნენ. სცადეთ, რომ შიშზე იუმორით იფიქროთ და მალე უკვალოდ გაიფანტება. ირონია და იუმორი მარტივად ცხოვრებაში გვეხმარება. სიცილს საოცარი ძალა აქვს, რომლის შესახებ უნდა გვახსოვდეს.

„გულახდილი“ ვარიანტი

სხვებს ყველაფერს უზიარებთ და საკუთარი თავზე საზრუნავად ძალას და რესურს არ იტოვებთ. ზამთრისთვის წინასწარ მოემზადეთ. საკუთარ თავზე იზრუნეთ, რომ ძალებით აივსოთ და ცივ პერიოდს მომზადებული შეხვდეთ. საკუთარ თავს უთხარით: „თუ რთული ზამთარი იქნება, დაბრკოლებებთან გასამკლავებლად ძალა მექნება, თუ მარტივი ზამთარი იქნება, სრული ენერგიით დავისვენებ. როგორც სხვებზე, ასევე საკუთარ თავზე ვზრუნავ და სიყვარულს ვჩუქნი“.

ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ დახმარების თხოვნა ისწავლოთ. დახმარების თხოვნა სისუსტე და ნაკლოვანების გამოაშკარავება არაა. ასე სხვებს აჩვენებთ, ამქვეყნად ყველაზე ძვირფასზე, საკუთარ თავზე ზრუნავთ. დახმარების თხოვნის არ მოგერიდოთ.

სამწუხაროდ, ზოგჯერ ადამიანი პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარებას ვერ ახერხებს. ოჯახის წევრებს სახლის საქმეებში, კოლეგებს საქმეში დახმარება სთხოვეთ. ენდეთ სამყაროს, რომელმაც თქვენთვის საუკეთესო მოამზადა.

გისურვებთ, რომ შემოდგომაზე თქვენს ცხოვრებაში პატარა სასწაულები მოხდეს. დეტალების შემჩნევა ისწავლეთ. სამყაროს სიყვარულით შეხედეთ და აწმყო უკეთესობისკენ შეიცვლება.

Advertisement