ტესტები
ტესტი ნახატით: როგორ ვმართოთ ემოციები და გონება ისე, რომ ერთმანეთთან ჰარმონიაში იყოს
სულელი ადამიანი ნათქვამ სიტყვას არ უფიქრებდა, ბრაზობს და უაზროდ იქცევა. აი, ბრძენი ადამიანი გრძნობებსა და გონებას შორის ბალანსის პოვნას ცდილობს. ზოგჯერ ამ ხელოვნებას ადამიანი მთელი ცხოვრება ეუფლება. სანამ ბალანსის პოვნას ეცდებით, გაიგეთ, რომელი მხარე გმართავთ. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ ტესტს, რომლის დახმარებით გაიგებთ, რა ჭარბობს თქვენში: გრძნობა თუ გონება. მათ შორის ბალანსის პოვნას გასწავლით.
ტესტი ნახატით
ფოტოს დააკვირდით. რა დაინახეთ პირველად? ორი შესაძლო ვარიანტია: სპილო ან სახლები. თუ უკვე აირჩიეთ, შედეგი წაიკითხეთ.
ფოტოზე პირველად სპილოს დანახვა ნიშნავს, რომ გონებით ხელმძღვანელობთ და რაციონალური ადამიანი ხართ. რთულ სიტუაციებში ემოციებს არ ყვებით, არამედ ცივი გონებით აანალიზებთ და გადაწყვეტილებას იღებთ. შესაძლო შედეგების წინასწარ განჭვრეტა შეგიძლიათ, ასე შეცდომებს თავიდან იცილებთ.
პირველად სახლების დანახვა ნიშნავს, რომ ემოციებით ხელმძღვანელობთ. ემოციურ ინტელექტს თავისი უპირატესობა აქვს, როგორც არ უნდა ფიქრობდეს ბევრი ადამიანი, რომ ემოციები ნორმალურ ცხოვრებას ხელს უშლის. ასეთ ადამიანს კარგი ინტუიცია აქვს, სხვების ემოციებს შეიგრძნობს. ეს სხვადასხვა რთულ სიტუაციაში ეხმარება.
გონებასა და ემოციას შორის ჰარმონია
ნორმალურად რომ იცხოვროთ, გონება და გრძნობები დაბალანსებული უნდა იყოს. როგორც ზეემოციურ ასევე ზედმეტად რაციონალურ ადამიანთან ურთიერთობა რთულია.
ჩვენ შეგრძნებების დონეზე ვცხოვრობთ და პირველად ყველაფერს ემოციურად აღქვიქვამთ. ამის კონტროლი შეუძლებელია. თუმცა ამ ინფორმაციის მიღება და დამუშავება უნდა ისწავლოთ. ამ დროს გონებისა და გრძნობების ჭიდილი იწყება. განსაზღვრეთ, ეს გჭირდებათ თუ არა. ზოგიერთი ადამიანი თავისი ახირებებით ბედნიერად ცხოვრობს. მთავარია, რომ სხვებს არ უშლიდეს.
თუ ემოციური ადამიანი ხართ და ამის მოთოკვა გსურთ, ემოციებს წარმოშობისთანავე ებრძოლეთ. . მაგალითად, თქვენთვის სუნთქვის ვარჯიშები კარგი საშუალებაა. უკონტროლო ემოციების დროს ღრმად სუნთქვა დაგეხმარებათ, არსებული სიტუაცია გაანალიზოთ. დაფიქრდეთ, რა მოხდა და რა შედეგს მიიღებთ, თუ ემოციებს აყვებით. ასე მშვიდად მოქმედებას შეძლებთ.
თუ სამყაროს მეტად შეგრძნობა გსურთ, ამისთვის ყველა პირობა შექმენით. ცხოვრება საინტერესო მომენტებით შეავსეთ. ის გააკეთეთ, რასაც ადრე უცნაურად და ფუჭად მიიჩნევდით. ნებისმიერ საქმეში აზრი შეგიძლიათ იპოვოთ. უჩვეულო ჰობის დაწყებას გირჩევთ. ეს ყოველდღიური რუტინა არ უნდა იყოს, არამედ მრავალფეროვანი, რაც ცხოვრებას ახალი გრძნობებით შეავსებს. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს? საინტერესოა, რა შედეგი მიიღეთ ტესტში. აუცილებლად გაგვიზიარეთ!