Connect with us

ტესტები

ტესტი: ვინ არის თქვენი შინაგანი მშობელი?

შინაგანი მშობელი ჩვენი ფსიქიკის ნაწილია, რომელიც ბავშვობაში ყალიბდება, შემდეგ კი ჩვენი ქცევის რეგულირების ფუნქციას ასრულებს „მინდა“, „უნდა“, „არ შეიძლება“ სიტყვების დახმარებით. ის ნორმებზე, წესებსა და ტრადიციებზეა პასუხისმგებელი. მშობელი შეიძლება იყოს კრიტიკული, მაკონტროლებელი ან მხარდამჭერი. როგორია თქვენი შინაგანი მშობელი? ვისი ხმა გესაუბრებათ? თქვენგან რას ითხოვს?

სურათებს ყურადღებით დააკვირდით და ერთ-ერთი მათგანი აირჩიეთ.

იმის მიუხედავად, რომ ტესტი ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს, ის გასართობ კატეგორიას მიეკუთვნება.

შედეგები:

№1 მშფოთვარე მშობელი

თქვენზე გულწრფელად ნერვიულობს, რადგან ხვდება, რომ საკუთარ მხრებზე ზედმეტი ზრუნვა და პასუხისმგებლობა აიღეთ. თქვენ პერფექციონისტი ხართ და მუდმივად სიტუაციის გაკონტროლებასა და მოვლენების განვითარების ყველა ვარიანტის განხილვას ცდილობთ. ამის გამო იღლებით, სრულყოფილად ცხოვრების და ყოველი დღით გახარების უნარს კარგავთ.

გაიხსენეთ: ბოლოს როდის დაისვენეთ, ყველა საქმე და პრობლემები დაივიწყეთ? არ დაგავიწყდეთ, რომ მხოლოდ იმ ადამიანს აქვს წინსვლისთვის ყველა ძალა და უნარი, ვისაც ყველა ძირითადი მოთხოვნილება დაკმაყოფილებული აქვს. გაანალიზეთ, თუ რომელი საქმეების გადაცემა შეგიძლიათ სხვებისთვის და რომელი საქმე საერთოდ არ იმსახურებს ყურადღებას და რა არის თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი. თქვენი შინაგანი მშობელი დამშვიდდება, როცა დაინახავს, რომ ცხოვრებას გაცნობიერებულად უყურებთ და საკუთარ თავს უფრთხილდებით.

№2 მხარდამჭერი მშობელი

ის დარწმუნებულია, რომ შესაძლებლობები ბოლომდე გამოვლენილი არ გაქვთ და ზედმეტად ფრთხილობთ. ყველაფერი, რასაც აქამდე აგროვებდით, განვითარდა, გაიზარდა და როგორც იქნა ნაყოფი უნდა მოიტანოს. შესაძლოა, თავადაც ვერ აცნობიერებთ, თუ რა შეგიძლიათ.

თქვენი პოტენციალი განვითარებას ითხოვს. საკუთარი თავის წარმოჩენის არ შეგეშინდეთ. როგორც ამბობენ: „სჯობს გააკეთოთ და ინანოთ, ვიდრე ინანოთ, რომ არ გააკეთეთ“. თქვენი შინაგანი მშობელი თანხმობას გაძლევთ და მხარს გიჭერთ. მას მოუსმინეთ და საკუთარი ძალა გააცნობიერეთ.

№3 ნერვიული მშობელი

ის თქვენი ემოციური მდგომარეობით შეფიქრიანებულია, რადგან ხედავს, რომ შიგნით ძალიან ბევრი ნეგატივი დაგიგროვდათ. ძლიერი ადამიანის პოზიცია გრძნობების ეფექტურად გამოხატვაში ხელს გიშლით. თქვენ მათ დათრგუნვას და დამალვას მიჩვეული ხართ.

გრძნობების გულწრფელად გამოვლენა სისუსტის ნიშანი არაა. საკუთარი თავის გაგება, საკუთარ ემოციებსა და გრძნობებზე საუბარი, უსაფრთხოდ მათი გამოხატვა უნდა ისწავლოთ. ეს შინაგანი ჰარმონიის დაბრუნებასა და სიხარულის შეგრძნებაში დაგეხმარებათ. გვერდით მყოფ ადამიანებს კი თქვენს მხარდასაჭერად სიტყვების და ქცევის სწორად შერჩევა გაუადვილდებათ.

№4 შეწუხებული მშობელი

ის ხედავს, რომ საკუთარ ცხოვრებისეულ როლებში დაიკარგეთ და ყოველთვის ვერ აცნობიერებთ, თუ რა გინდათ. უდავოდ, თქვენ მრავალმხრივი და უნარიანი ადამიანი ხართ, მაგრამ რაშია თქვენი ნამდვილი დანიშნულება? ცხოვრებაში საკუთარი თავისა და სხვებისგან რას ელოდებით? შესაძლოა გარკვეულმა როლმა უკვე დრო მოჭამა ან უკვე მავნებელია?

საკუთარი მოთხოვნილებები და შესაძლებლობები გაანალიზეთ, ახალი მიზნები განსაზღვრეთ და გეგმები შეადგინეთ. გახსოვდეთ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ, თუ სად და როგორ წახვიდეთ.

№5 ამაყი მშობელი

მას საქმე ნამდვილად საამაყოდ აქვს: თქვენ დიდხანს და ბეჯითად შრომობდით, ბევრს მიაღწიეთ და ქებას იმსახურებთ, მაგრამ დაბრკოლებებს იმდენად მიეჩვიეთ, რომ სასიამოვნო და სწორი გზები უკვე ვეღარ წარმოგიდგენიათ. ყოველთვის შეიარაღებული ყოფნა და უკან მოხედვა საჭირო არაა.

მოდუნება და დასვენება სცადეთ. ყოველდღიურ სიხარულს ყურადღება მიაქციეთ, ლამაზი წუთები და ბედის საჩუქრები დააფასეთ. წინ ღია გულით წადით, ნდობა და სიყვარულის გამოხატვა, ასევე პატიება და დახმარების თხოვნა ისწავლეთ. შესაძლოა, ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები დაინახოთ.

№6 შემოქმედებითი მშობელი

ის კრეატიულობას და არასტანდარტული გადაწყვეტილების მიღებას გასწავლით. თქვენ ბევრი რამ შეგიძლიათ, მაგრამ გარისკვა არ გიყვართ და სტერეოტიპებს და ჩარჩოებს მისდევთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი სიმაღლეების დასაპყრობად გზას კეტავთ.

სხვა რაკურსით სამყაროზე შეხედვის არ შეგეშინდეთ, საკუთარ ინტუიციას მოუსმინეთ და ფანტაზიას გასაქანი მიეცით. შემოქმედება თქვენს ცხოვრებას ახალ ფერებს შემატებს, ახალ შთაბეჭდილებებს და შესაძლებლობებს მოგიტანთ. მთავარია, საკუთარი თავის და შესაძლებლობების წარმოჩენის არ შეგეშინდეთ. ის ნამდვილად გაქვთ!

№7 თავდაჯერებული მშობელი

მან იცის, რომ თქვენ გაიზარდეთ, ბევრი რამ ისწავლეთ, საკუთარი შიშები და ეჭვები დაამარცხეთ. დროა თვითკმარი გახდეთ და მინიშნებებს და აღიარებებს არ დაელოდოთ. თქვენ უკვე ბავშვი არ ხართ, ამიტომ შეგიძლიათ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ. ბავშვი გაზრდისას იძულებულია, რომ ზღაპრებს და ილუზიებს დაემშვიდობოს.

ეცადეთ, რომ სამყაროს უფრო რეალისტურად და გაცნობიერებულად შეხედოთ. სასწაული, რა თქმა უნდა, ხდება, მაგრამ ხშირად ხანგრძლივი და დეტალური მომზადების შედეგად. წინ თავდაჯერებულმა გასწიეთ და იცოდეთ, რომ შინაგანს მშობელს თქვენი სჯერა და მხარს გიჭერთ.

№8 მცოდნე მშობელი

ის დარწმუნებულია, რომ საკუთარი თავის და სხვების კარგად გესმით, დანახვა და თანაგრძნობა შეგიძლიათ. საკუთარ ინტუიციას მოუსმინეთ და საკუთარ შეგრძნებებს ენდეთ, ნიშნები და სიგნალები გაანალიზეთ. სამყაროს მიმართ თქვენი ფილოსოფიური ხედვა და დეტალების შემჩნევის უნარი ურთიერთობის ეფექტურად აწყობასა და საკუთარი მიზნების განხორციელებაში დაგეხმარებათ.

მატყუარას და მანიპულატორის გამოვლენას ადვილად ახერხებთ. ხალხით მანიპულირება თავადაც კარგად შეგიძლიათ, მაგრამ ამას იშვიათად იყენებთ. თქვენ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება გაქვთ, რომ ურთიერთობა მოქნილად ააწყოთ.

№9 აღტაცებული მშობელი

ის გულწრფელად გახარებულია, რომ წინ მსუბუქი გულით და სუფთა ფიქრებით მიდიხართ. თქვენ სიხარულის მოტანა, სხვების დახმარება და მხარდაჭერა შეგიძლიათ. შეცდომების დაშვება, უმადურობა და გაკიცხვა არ გაშინებთ, რადგან პატიება შეგიძლიათ. ცხოვრებას გაცნობიერებულად უყურებთ, პრობლემებს დამოუკიდებლად წყვეტთ და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება შეგიძლიათ.

წუწუნი არ გახასიათებთ, ამიტომ იღბლიან და ბედნიერ ადამიანად გთვლიან. ეს ასეცაა: თქვენ შეგიძლიათ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ბედნიერი იყოთ. რაც მთავარია, საკუთარი მოწოდება იპოვეთ: სხვების დახმარება.