Connect with us

ტესტები

ტესტი: გული, გონება თუ ინტუიცია? ეს ტესტი გვჩვენებს რომელს ეყრდნობით

ყველა ადამიანი განსხვავებულია და სამყაროსაც სხვადასხვაგვარად უმზერენ. სხვადასხვა მოვლეას განსხვავებულად აღვიქვამთ. სხვა რამეზე ვართ ფოკუსირებული და გარშემო არსებულ რეალობას სხვადასხვაგვარად აღვიქვამთ. ეს მარტივი ტესტი ამტკიცებს, რომ ყოველი ადამიანი ერთსა და იმავე სურათზე ყურებისას სულ სხვადსხვაგვარ მონაკვეთეს ამჩნევს. შეხედეთ სურათს და რასაც პირველად შეამჩნევთ, მიგანიშნებთ თუ რას ეყრდნობით ცხოვრებაში.

რა დაინახეთ სურათზე პირველად?

პერფექციონიზმი – თქვენი მეორე სახელია. ნებისმიერი ისეთი პრობლემის გადაწყვეტაც შეგიძლიათ რომელთა გადაწყვეტაც სხვების გონებასაც კი აღემატება და ეს პროცესი დიდ სიამოვნებას განიჭებთ. ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების შესანიშნავი უნარი გაქვთ.

იმ ადამიანებს განეკუთვნებით რომლებიც მიწაზე მყარად დგანან. თქვენ არ გჯერათ იღბლისა და ბედისწერის. თქვენთის კარგად არის ცნობილი, რომ ადამიანი – საკუთარი ბედის მჭედელია. იცით, რომ ცხოვრება ისეთი იქნება როგორადაც მას შექმნით.

მუყაითად და სამართლიანად შრომობთ, რათა მიიღოთ ის რაც გსურთ. არ გაფრთხობთ საკუთარ თავზე ბევრის აღება და არასდროს ჩერდებით მიღწეულზე.

თქვენ კეთილი და ნაზი ადამიანი ხართ სხვებთან მიმართებაში. შეგიძლიათ შეცდომების პატიება და ბოღმას არასდროს იდებთ გულში. იცით, რომ შეურაცხყოფა და სიბოროტე კარგს არასდროს მოგიტანთ. აფასებთ მშვიდობას და სტაბილურობის შეგრძნებას.

ფრინველი

ძალიან კეთილი ადამიანი ხართ. გიყვართ ადამიანები და ზრუნავთ მათთან კარგი ურთირთობის შენარჩუნებაზე. სხვებს უყვარხართ, იმიტომ, რომ თქვენს გვერდით თავს კომფორტულად გრძნობენ. სიმშვიდე თქვენი ძალაა.

შეგიძლიათ თავი ნებისმიერ სიტუაციაში აკონტროლოთ. ხშირად თრგუნავთ თქვენს ემოციებს და ძალუან რთულია თქვენი წყობიდან გამოყვანა. უკიდეგანო მოთმინების უნარი და რკინის ნერვები გაქვთ.

თქვენ ემპათიური, მგრძნობიარე და ტაქტის გრძნობის მქონე ადამიანების ტიპაჟს განეკუთვნებით. გიყვართ ბავშვები და ცხოველები. ძალიან აფასებთ ბალანსს, ამიტომ ცხოვრებაში გულს, გონებას და ინტუიციას თანაბრად ეყრდნობით.

ქალის სახე

ისეთ ადმაიანებს განეკუთვნებით, რომლებიც უბრალოებას ყველაზე მეტად აფასებენ. არ გიყვართ ცხოვრების გართულება. თქვენთვის სამყარო ყოველთვის შავ-თეთრია. არ ცნობთ შუალედს. პირდაპირი, სამართლიანი და თამამი ადმიანი ხართ.

არასდროს აკეთებთ რაიმეს სხვების ზურგს უკან. მისდევთ პრინციპს: იცხოვრე და მიეცი ცხოვრების საშუალება სხვებსაც. თქვენი ცხოვრების წესი შეიძლება სხვებს აფრთხობდეს, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითი სიცივე – უბრალოდ ნიღაბია ტრამვების ასაცილებლად.

გულის სიღრმეში ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ხართ და გეშინიათ მათი დაკარგვა ვინც გიყვართ. ცდილობთ ლოგიკური იყოთ თუმცა მაინც იმას ეყრდნობით რასაც გული გკარნახობთ.

პეიზაჟი

შეასნიშნავი ინტუიცია გაქვთ. მეექვსე გრძნობა გაქვთ, რომელიც საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარებათ. ყოველთვის გულისთქმას მისდევთ და ძალიან ემოციური ხართ.

ოპტიმისტებს მიეკუთვნებით და სამყაროზე პოზიტიური შეხედულება გაქვთ. შეგიძლიათ კარგი დაინახოთ ნებისმიერ სიტუაციაში. სითბოსა და ბედნიერებას ასხივებთ. გჯერათ, რომ ქარიშხლის შემდეგ ყოველთვის მზე გამოანათებს.

კარგი მსმენელი ხართ და საუკეთესოდ ახერხებთ სხვების დამშვიდებას. თავიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ საკუთარ თავზე ზედმეტად ხართ ჩაციკლული და ეს ნაწილობრივ მართალია, თქვენს თავს და გარეგნობას საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობთ. ცდილობთ უკეთ გესმოდეთ საკუთარი თავის და ინტუიციას ყურს უდგებთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბრმა და ყრუ ხართ გარშემომყოფი ადამიანების მიმართ. თუ ვინმე დახმარებას გთხოვთ, ყოველთვის მზად ხართ მათ დასახმარებლად.