Connect with us

ტესტები

ტესტი: აღმოაჩინეთ ცეცხლი, რომელიც თქვენს სულში გიზგიზებს

ეს ტესტი თქვენს შინაგან ცეცხლს გიჩვენებთ, რომელიც ამ სამყაროში განსაკუთრებულს გხდით და საშუალებას გაძლევთ, რომ ირგვლივ მყოფ  გარემოზე დადებითი გავლენა იქონიოთ.

თითოეული ჩვენგანი უნიკალურია. ყველას აქვს შინაგანი ცეცხლი, რომელიც მას მიმართულებას აძლევს და ასეთ განსაკუთრებულ და განსხვავებულს ხდის. როცა თქვენს ჭეშმარიტ ფერს გაიგებთ, რომელსაც ის ასხივებს, შეგიძლიათ მისი პოტენციალი გამოიკვლიოთ და უფრო მეტი ბედნიერება მოიზიდოთ თქვენთვის და თქვენს გვერდით მყოფი ადამიანებისთვის.

გსურთ თქვენი შინაგანი ფერის გაგება? გსურთ იცოდეთ, რა გხდით განსაკუთრებულს? ეს ტესტი პასუხების პოვნაში დაგეხმარებათ.

მოცემულ სურათზე ექვსიდან ერთ-ერთი ცეცხლი აირჩიეთ და ნახეთ, თუ თქვენი გულის სიღრმეში რომელი ფერი ანათებს.

თუ თქვენ აირჩიეთ:

ცეცხლი № 1

სინათლე, რომელიც თქვენში ანათებს – თქვენი ჭეშმარიტი სახეა. თქვენ იცით, რომ ბევრი ხალხი ისე ცხოვრობს, რომ თავს სხვა ადამიანად აჩვენებს, რადგან ჭეშმარიტი სახის გამოჩენა არ შეუძლიათ და ცდილობენ, რომ ყველას თავი მოაწონონ.

თქვენს შემთხვევაში ასე არაა. თქვენ ამაყობთ იმით, თუ ვინ ხართ სინამდვილეში. სწორედ ამიტომ, უამრავი შინაგანი ძალა გაქვთ, რომლებიც ცხოვრებაში მიმართულებას გაძლევთ. თქვენი ნამდვილობა შთაგონების წყარო და სხვებისთვის შესანიშნავი მაგალითია. თქვენი სინათლე ყოველთვის ჩართული გქონდეთ და სხვებისთვის შუქურა გახდებით.

ცეცხლი № 2

თქვენი ჭეშმარიტი ფერი – სურათის სხვებზე უფრო ფართოდ დანახვის უნარია. ცხოვრებაში შეზღუდვებს ვერ იტანთ. თქვენი აზროვნება ფართოა და ყოველთვის ბევრი შემოქმედებითი გეგმა გაქვთ, რომლებიც შეგიძლიათ პრაქტიკაში განახორციელოთ და ცხოვრება უფრო საინტერესო გახადოთ.

კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ცხოვრების ახალი რეალობის გამოკვლევა გიყვართ. ხალხს თქვენს გარემოცვაში ყოფნა უყვარს და ყოველთვის შთაგონებას გრძნობენ. თქვენი მაგალითის მიხედვით შეიძლება ბევრი ადამიანის ცხოვრება შეიცვალოს, ამიტომ არასდროს შეწყვიტოთ იყოთ ის, ვინც სინამდვილეში ხართ.

ცეცხლი № 3

სინათლე, რომელიც თქვენში ანათებს და უნიკალურს გხდით – თქვენი თანაგრძნობაა. ადამიანების მიმართ სიყვარულს და თანაგრძნობას ხშირად გამოხატავთ, რადგან შეგიძლიათ ყველა იმ სირთულის გაგება რომლის გადატანაც მათ მოუწიათ. განსჯის ნაცვლად ყოველთვის მზად ხართ დაიცვათ.

თქვენ იცით, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც სიყვარული მეორეხარისხოვანია. სწორედ ამიტომ, ყველაფერს აკეთებთ, რომ სიყვარულის და თანაგრძნობის დადებითი ნიშანი დატოვოთ ყველა იმ ადამიანზე, ვინც ცხოვრების გზაზე გხვდებათ. თქვენ ნამდვილად კარგი ადამიანი ხართ, ვინც ბევრი ადამიანის ცხოვრებას უფრო მნიშვნელოვანს ხდის. სიკაშკაშე და სამყაროში სიყვარულის და თანაგრძნობის გავრცელება გააგრძელეთ.

ცეცხლი № 4

სინათლე, რომელიც თქვენში ცხოვრობს და სხვებს გადაეცემა – ეს სიყვარულია. თქვენთვის სიყვარული მსოფლიოში ყველაზე ღირებული აქტივია, ამიტომ მის გამოხატვაზე და განხორციელებაზე ეკონომიას არასდროს აკეთებთ.

თქვენ მზად ხართ შეიყვაროთ სხვები მათი შეცდომებით და ნაკლოვანებებით და იცით, რომ მხოლოდ სიყვარულით შეგვიძლია ნამდვილად პოზიტიური და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება. სიყვარულმა, რომელიც თქვენში არსებობს, უკვე ბევრი ცხოვრება შეცვალა და ამ სამყაროში კიდევ უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია. ამ სამყაროს თქვენი სინათლის ჩაქრობის უფლება არასდროს მისცეთ, რადგან ეს თქვენი უდიდესი საგანძურია.

ცეცხლი № 5

თქვენი სინათლე ყოველთვის პოზიტიურია. იცით, რომ სამყაროში ბევრი ნეგატიური ენერგია არსებობს და მას ჩვენზე დიდი გავლენა აქვს, მაგრამ მას თქვენს ცხოვრებაში გაბატონების უფლებას არ აძლევთ. პოზიტივს ინარჩუნებთ და თქვენი ცხოვრების უდიდეს გამტარად აქცევთ.

ეს პოზიტივი ავი თვალისგან დაცვაში გეხმარებათ და თქვენს გზაზე ბევრ დადებით ადამიანს და სიტუაციას იზიდავს, რომლებიც ზრდას და ბედნიერების შეგრძნებაში გეხმარებათ. ადამიანებს პოზიტივი სჭირდებათ, ამიტომ თქვენსკენ მოიწევენ. იამაყეთ, რადგან თქვენი სინათლე უნიკალურ ადამიანად გაქცევთ!

ცეცხლი № 6

თქვენში ყველაზე ძლიერი სინათლე – სიბრძნეა. თქვენ ბევრი რამ გადაიტანეთ და ამან ფასდაუდებელი გამოცდილება მოგიტანათ, რომელიც საშუალებას გაძლევთ პრობლემებს გონივრული და ჯანსაღი გზით გაუმკლავდეთ.

წვრილმანებს თქვენი სიმშვიდის დარღვევის უფლებას არ აძლევთ და ყოველთვის იცით, თუ რა იმსახურებს თქვენს ყურადღებას და რა არ უნდა იყოს თქვენს გულში. თქვენი სინათლე ძალიან ძლიერია და ამიტომ ბევრი მის ჩაქრობას ცდილობს. ძლიერი დარჩით, რადგან ბევრი ადამიანი გიყურებს და თქვენს გამარჯვებას გულშემატკივრობს.