Connect with us

ტესტები

ტესტი: არჩეული გზა თქვენს ძლიერ მხარეებზე გიამბობთ

ტესტის შედეგები სიმართლესთან მაქსიმალურად ახლოს რომ იყოს, დაიცავით პრინციპი:

არჩევის დროს პირველ ემოციას დაეყრდენით. პირველი გადაწყვეტილება, როცა ტვინის ჩართვა და ფიქრი ჯერ ვერ მოასწარით, ყველაზე სწორია.

თქვენს წინაშე 8 სხვადასხვა გზაა.

როგორ ფიქრობთ, რომელი გზა მიგიყვანთ ბედნიერ მომავლამდე? რომელი გზით გავლა გსურთ?

ახლა განმარტება წაიკითხეთ:

1. საავტომობილო გზა

თქვენ სიმარტივეს და კომფორტს აფასებთ. მკაფიოდ განსაზღვრული წესების დაცვა გიყვართ. სხვების შეცდომებზე სწავლა ნამდვილად შეგიძლიათ. დაბრკოლებებს ოსტატურად თავიდან იცილებთ და 2 ნაბიჯით (ან 2 კმ) წინ გათვლას აკეთებთ.

2. გაუვალი გზა

თქვენ თამამი ადამიანი ხართ და მომავალი ბედნიერებისთვის ნებისმიერი თავგადასავლებისთვის მზად ხართ. მიზნის მისაღწევად უჩვეულო გზებს იყენებთ. რაც მთავარია – ხალხის წინამძღოლობა შეგიძლიათ.

3. სარკინიგზო გზა

თქვენ პროგნოზირებადი ხართ. მშვიდი ადამიანი ხართ, რომლის გზიდან გადახვევაც საკმაოდ ძნელია. დაკვირვება, დაფიქრება და ყოველდღიურ ნივთებში საინტერესო რამის აღმოჩენა შეგიძლიათ.

4. საველოსიპედო გზა

თქვენ პროგნოზირებადობას და თავისუფლებას შორის ბალანსი იპოვეთ. სავარაუდოდ, წარმატებული ხართ იმ საქმეში, სადაც საქმიანობთ. ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთებას მიჩვეული ხართ. თვლით, რომ თქვენზე უკეთ მაინც ვერავინ ვერაფერს გააკეთებს.

5. ვიწრო ბილიკი

თქვენ მიისწრაფვით, რომ „ისეთი არ იყოთ, როგორც სხვები“. თქვენს შემთხვევაში გონებასა და გულის შორის ბრძოლაში გული გაიმარჯვებს. მეოცნებე ხართ, მაგრამ ამასთან რაღაც „არსებითის“ გაკეთება შეგიძლიათ, თუ შთაგონება გეწვევათ.

6. სოფლის გზა

თქვენ გონებასა და გულს შორის კომპრომისი იპოვეთ. საქმეს მთელი სულით უდგებით, მაგრამ ცდილობთ, რომ ყველაფერი ხარისხიანად გააკეთოთ, შუა გზაზე არ ტოვებთ. განმარტოებას და სიჩუმეში დაფიქრების საშუალებას აფასებთ. ასე, ბევრი კარგი იდეა მოგდით.

7. ხრეშიანი გზა

თქვენ თვლით, რომ რაღაცის მისაღწევად აუცილებლად ბევრი უნდა იშრომოთ. შესაძლოა, ახლა საუკეთესო დრო არ გაქვთ, მაგრამ მიზანს ხედავთ და ეს ძალას გაძლევთ. ცვალებადი განწყობა გაქვთ, რადგან ზოგჯერ ფიქრობთ „ღირს კი ამად?!“ თუმცა სულის სიმტკიცის წყალობით წინ მიიწევთ.

8. ბილიკი პარკში

თქვენ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ გიყვართ, მაგრამ ეს ბევრი სირთულის თავიდან აცილების საშუალებას გაძლევთ. ხალხში შესანიშნავად ერკვევით, ნაცნობების წრის დახმარებით რთული საკითხების მოგვარებას მარტივად ახერხებთ. თქვენთვის თითოეული წამით ტკბობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამას აკეთებთ კიდეც.