Connect with us

ტესტები

ტაროს კარტი გეტყვით, როგორ შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ უკვე ხვალ

თუ სერიოზული არჩევანის წინაშე დგახართ, მაგრამ არ იცით, რა გააკეთოთ, ეს მკითხაობა თქვენთვისაა. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ მკითხაობას ტაროს კარტით, რომელიც მიგანიშნებთ, რა გააკეთოთ სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

ზოგჯერ ადამიანი ჩიხში ხვდება, თუნდაც ფიქრობდეს, რომ ყველაფერს სწორად აკეთებს. ასეთ მომენტებში გულს მოუსმინეთ. თუ გულიც მინიშნებას არ გაძლევთ, მკითხაობა დაგეხმარებათ. თქვენს წინაშეა ტაროს კარტი, რომელიც სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. ბედს ენდეთ და დაფიქრდით, რომელი კარტი განსაზღვრავს თქვენს ბედს. წაიკითხეთ პროგნოზი!

კარტი № 1 „კვერთხი“

მნიშვნელოვანი ცვლილებების ზღვარზე იმყოფებით, მაგრამ ამის შესახებ ჯერ კიდევ არ იცით. უახლოეს მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი და მოულოდნელი მოვლენა მოხდება. შესაძლოა, ასეთი ცვლილებისთვის მზად არ ხართ, მაგრამ არ შეგეშინდეთ. შანსი გამოიყენეთ, რომ სასურველს მიაღწიოთ.

ვერაფერს მიიღებთ, თუ არ აჩქარდებით. არჩეული კარტი ამბობს, რომ საკუთარი სურვილები ხშირად გავიწყდებათ. სხვების დახმარებას უპირატესობას ანიჭებთ, მაგრამ ახლა ცვლილებების დროა.

კარტი № 2 „2 ხანჯალი“

არჩევანი ამბობს, რომ პირად ურთიერთობებს უნდა მიხედოთ. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, პარტნიორს საკმარისი დრო დაუთმეთ. შესაძლოა, თქვენს პარტნიორს ყურადღება და მხარდაჭერა აკლია. ერთმანეთს უკეთ რომ გაუგოთ,  ერთად მეტი დრო გაატარეთ.

თუ მარტოხელა ხართ, მალე სიმბოლური შეხვედრა გელით. ბედს ენდეთ, ის ისეთ ადამიანთან შეგახვედრებთ, რომელიც თქვენი ცხოვრების სიყვარული აღმოჩნდება. დიდი ალბათობით, ბევრი შეხვედრა გელით. ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანთან ნაცნობობა არ გამოგრჩეთ. ინტუიციას ენდეთ, რომ მიხვდეთ, ვისზე ღირს ყურადღების გამახვილება.

კარტი № 3 „მონეტების რაინდი“

რთული მოვლენების ზღვარზე ხართ. უკვე დიდი ხანია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიგეღოთ, მაგრამ ამას ყოველთვის ხვალისთვის დებთ. ახლა უკან დახევის გზა არაა. ან არჩევანი გააკეთეთ ან თქვენი ცხოვრება დაიღუპება.

პასუხისმგებლობის აღების არ შეგეშინდეთ, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ამას ვერ შეძლებთ. სწორი გადაწყვეტილების მისაღებად ინტუიციას ენდეთ. ძალიან მალე, მიხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ.

თუ შეცდომის დაშვება არ გსურთ, მხოლოდ საკუთარ გულს მოუსმინეთ. სხვების აზრი არ გაითვალისწინოთ, რადგან ეს თქვენი ცხოვრებაა და არა მათი.