Connect with us

ჯანმრთელობა

სხეულის 8 მნიშვნელოვანი ნაწილი რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით

ადამიანის სხეული – მთელი სამყაროა თავისი წესებითა და საიდუმლოებებით, რომელთა უმეტესობაც ჯერ ამოუხსნელია.

ანატომიური სათამბაქო

თუ მტევანს გაასწორებთ და ხელის ცერა თითს გამოსწევთ, მის დასაწყისში სამკუთხედის ფორმის ჩაღრმავებას დაინახავთ. სხეულის ამ ნაწილს მედიკოსები ანატომიურ სათამბაქოს უწოდებენ, რადგან მას წარსულში შესასუნთქი თამბაქოს მოსათავსებლად და გამოსაყენებლად იყენებდნენ.

ფეხის ცერა თითი

ამ ორგანოს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია! სწორედ მისი წყალობით შეგვიძლია უსასრულოდ დიდი დროიი მანძილზე შევინარჩუნოთ წონასწორობა ფეხზე დგომის დროს! ეს თვისება სხვა ძუძუმწოვრებისგან განგვასხვავებს.

გლაბელა

შეიძლება არ იცოდით, რომ თვალებს შორის არსებულ მანძილს გლაბელა ქვია. ის სხეულის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი დახმარებით შეგიძლიათ თქვენი რეფლექსები შეამოწმოთ, თუნდაც ახლავე. თითით წარბებს შორის რამდენჯერმე მიაკაკუნეთ წარბებს შორის არსებულ ადგილზე. თუ რეფლექსებთან დაკავშირებით, ყველაფერი რიგზე გაქვთ, თვალებში მცირე დაძაბულობას იგრძნობთ და თვალების დახამხამების სურვილი გაგიჩნდებათ.

ენის უღელი

ენის ქვეშ არსებული ეს პატარა ნაკეცი ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს: ის ენას პირის ღრუში აფიქსირებს და მას ნაკლებად მოძრავს ხდის. ეს პირველ რიგში გვეხმარება გლოსოპტოზის (ენის შემთხვევითი გადაყლაპვა და გაგუდვა) თავიდან აცილებაში. ეს განსაკუთრებით ახალშობილების შემთხვევაშია მნიშვნელოვანი, რადგან ისინი სხეულის ყველა ორგანოს ვერ აკონტრლებენ.

ტრაგუსი და ანტიტრაგუსი

ამ პატარა “შვერილების” სახელი ლათინური სიტყვა “tragos-ისგან” მომდინარეობს – რომელიც ითარგმნება როგორც “თხა”. ტრაგუსი გვეხმარება ჩვენს ზურგსუკან არსებული ხმები გავარჩიოთ და დაახლოებით მივხვდეთ თუ სად მდებარეობს ხმის წყარო. ანტიტრაგუსი იგივე ფუნქციას ასრულებს – ჩვენს წინ არსებული ხმების შემთხვევაში.

გლანდები

ბავშვობაში ბევრს უტარებდნენ გლანდების ამოკვეთის ოპერაციას. თუმცა არ იფიქროთ, რომ ისინი უმნიშვნელო ორგანოებს წარმოადგენენ. გლანდები წინაღობას ქმნიან ბაქტერიებისთვის და მათ ჩვენს ორგანიზმში მოხვედრას აფერხებენ. გლანდების ამოჭრის შემდეგ ორგანიზმს თავდაცვის სხვა საშუალებებიც რჩება თუმცა გლანდებით გაცილებით უფრო უსაფრთხოა.

ნუნები

მანიკურის კეთების დროს ნუნებსაც ხშირად ვიჭრით. ამ დროს საკმაოდ რისკავთ! ნუნები ბაქტერიებისთვის წინაღობას წარმოადგენენ, მათი მოჭრის შემდეგ კი, ფრჩხილების არეში ოდნავმა გაკაწვრამაც კი შეიძლება ორგანიზმში ბაქტერიები შეიტანოს, ამ პრობლემას კი უბრალო ხელის გადაბანით ნამდვილად ვერ მოაგვარებთ.

ცხვირქვეშა ღარი

სპეციალისტების უმეტესობა ეთანხმება აზრს, რომ ეს ადგილი ადამიანს ყნოსვის შეგრძნების გასაძლიერებლად განუვითარდა. გარდა ამისა ამ ნაწილის ფორმას ახალშობილის დაავადების გამოვლენა ემბრიონის განვითარების ეტაპზევე შეუძლია. ზოგჯერ მისი არასწორი ფორმა შეიძლება აუტიზმზე მიგვანიშნებდეს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.