Connect with us

ჯანმრთელობა

სწრაფი ტესტი: რომელი ვიტამინები აკლია თქვენს ორგანიზმს

უმეტესობა ჩვენგანმა იცის, რა არის ავიტამინოზი. ამასთან, ყველამ არ იცის სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტის აშკარა ნიშნების შესახებ. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ ტესტს ვიტამინებზე, რომლის დახმარებით გაიგებთ, თუ რომელი ვიტამინების მარაგი უნდა შეივსოთ დაუყონებლივ.

რა თქმა უნდა, ქვემოთ მოცემული სიმპტომები შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა სხვა პრობლემებმაც გამოიწვიოს. თუ თქვენი კვება დაბალანსებული არაა, ქვემოთ ჩამოთვლილ ვიტამინებს ყურადღება მიაქციეთ.

ქერტლი

თავის კანზე თეთრი ფირფიტების დანახვისას დაუყონებლივ ქერტლის პრობლემაზე ვფიქრობთ. თუმცა მიზეზი შეიძლება სასარგებლო ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი იყოს. მათ გარეშე კანი მშრალი ხდება. გახსოვდეთ, რომ აუცილებელია კვირაში ერთხელ მაინც რაციონში ჩართოთ ცხიმიანი თევზი, რომელიც ომეგა 3–ს შეიცავს. ნიგოზი და სელის თესლი შეიცავს ალფა–ლინოლენურ მჟავებს, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანია.

მტვრევადი თმა

ალბათ, არაერთხელ გსმენიათ, რომ B ვიტამინი ძლიერი და ჯანმრთელი თმისთვის მნიშვნელოვანია. ეს მართალია, თუმცა ფოლიუმის მჟავის დეფიციტმა შეიძლება თმის დასუსტება გამოიწვიოს.

მაგალითად, ფოლატს შეიცავს მარცვლეული და პური. 1 ჭიქა თეთრი ბრინჯი ამ ნივთიერების შესანიშნავი წყაროა. თუ დაკლება გსურთ და ნახშირწყლებს ზღუდავთ, ბრინჯი 1 ჭიქა უმი ისპანახით ჩაანაცვლეთ. ორთქლზე მომზადებული ჭიქა სატაცური ფოლიუმის მჟავის დღიური ნორმის დაახლოებით 60%–ს შეიცავს.

ჭაღარა თმა

სპილენძი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მელანინის წარმოებაში, რომელიც თმას ფერს ანიჭებს. თუ თმა მოულოდნელად ნაადრევად გაჭაღარავდა და ეს მემკვიდრეობით ფაქტორს არ უკავშირდება, სპილენძის დონე შეამოწმეთ. ასევე რაციონი შეცვალეთ. დაკონსერვებული მოლუსკები, ხამანწკები და სოკოები ამ მიკროელემენტის საუკეთესო წყაროა.

წყლულები და ნახეთქები პირის კუთხეებში

პირში წყლულების და კუთხეებში ნახეთქების მიზეზი შეიძლება B12 ვიტამინის დეფიციტი იყოს. ამ შემთხვევაში რაციონში ჩართეთ ბევრი შინაურული ფრინველი, წითელი ხორცი და კვერცხი. თუ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს არ ჭამთ, ბევრი მარცვლეული მიირთვით და ნუშის რძე დალიეთ.

ხორკლიანი და გასქელებული ხელის კანი

კანის ასეთი მდგომარეობის მიზეზი შეიძლება ფოლიკულების კერატოზი იყო. ის შეიძლება თუთიის და A ვიტამინის დეფიციტით იყოს გამოწვეული. ორივე ელემენტი კანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია და ჭრილობის აღსადგენად მთავარ როლს ასრულებს. თუთია შეგიძლიათ იპოვოთ ფრინველში, ჰუმუსში, ასევე გოგრის თესლში. A ვიტამინის შესანიშნავი წყაროა ნესვი და ბატატი.

თეთრი ლაქები ფრჩხილებზე

კუჭში მჟავების არსებობა ორგანიზმს საკვებიდან აუცილებელი მკვებავი ნივთიერებების და ვიტამინების ათვისებაში ხელს უშლის. ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ და გულძმარვის საწინააღმდეგო მედიკამენტი მიიღეთ, რომელიც კუჭის მჟავიანობას შეამცირებს. ზოგი სპეციალისტი გირჩევთ, რომ ჭამის წინ წყლის და ვაშლის ძმრის ნარევი დალიოთ.

დაღლილობა

თუ საკმარისად ისვენებთ, მაგრამ მაინც მუდმივად დაღლილობა გაწუხებთ, სავარაუდოდ, D ვიტამინის დაბალი დონე გაქვთ. რაციონში ჩართეთ რძის პროდუქტები (იოგურტი, რძე), ნუში ან სოიოს სოუსი, სარდინი და სოკო. რა თქმა უნდა, ასევე ბევრი ისეირნეთ.

ჩალურჯებები ფეხზე

თუ საკმარისია რამეს შეეჯახოთ და კანი გაგილურჯდეთ, ორგანიზმში C ვიტამინის დონეზე დაფიქრდით. ის  ხელს უწყობს კოლაგენის წარმოებას, რომელიც სისხლძარღვების შექმნაში მონაწილეობს. სტრესი C ვიტამინის მარაგზე გავლენას ახდენს.

ვიტამინები მხოლოდ ციტრუსიდან არ მიიღოთ. გახსოვდეთ, რომ მარწყვში, ბროკოლსა და მანგოში უფრო მეტი C ვიტამინია, ვიდრე ფორთოხალში.

ფეხის კრუნჩხვები

შესაძლოა ასეთ პრობლემას მაგნიუმის ან კალციუმის დეფიციტი იწვევდეს. ეს ელემენტები კუნთების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. გირჩევთ, რაციონში ჩართოთ გოგრის თესლი, ბანანი და ავოკადო მაგნიუმის დონის გასაზრდელად. კალციუმის დონის დასარეგულირებლად რძის პროდუქტები მიიღეთ.

ყაბზობა

მიზეზი შეიძლება უჯრედისის დეფიციტი იყოს. ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. დღეს ბევრი ზრდასრული ადამიანი უჯრედისის დღიური ნორმის ნახევარს იღებს. ასევე რაციონში მეტი მაგნიუმით მდიდარი პროდუქტი ჩართეთ.

ვიმედოვნებთ, რომ ამ სიმპტომებით ვიტამინების შესაძლო დეფიციტს გამოავლენთ და გიბიძგებთ, რომ კვებას მეტი ყურადღება დაუთმოთ.