ტესტები
სწრაფი ტესტი გაჩვენებთ, ხართ თუ არა ვნებების ტყვეობაში
გასაკვირია, მაგრამ სტრესული სიტუაცია ადამიანის ქცევას ცვლის. ის, ვინც ყოველდღიურად ორჭოფი და მორცხვია, საერთო პანიკის დროს კონტროლის სადავეებს საკუთარ ხელში იღებს და საღად აზროვნებს. ხოლო ის, ვინც, ერთი შეხედვით, კონცენტრირებული და მშვიდია, შეიძლება დაიბნეს და პანიკაში ჩავარდეს. გაიარეთ ტესტი თავშეკავებულობაზე, რომ განსაზღვროთ, რომელ ტიპს მიეკუთვნებით!
რისთვის გვჭირდება? რაც უფრო უკეთ ვიცნობთ საკუთარ თავს, მით უფრო კარგად გვესმის, რაზე გვჭირდება მუშაობა სრულყოფილებისთვის. ფსიქოლოგიური ტესტი თავშეკავებულობაზე გაჩვენებთ, რამდენად მზად ხართ სტრესთან შესახვედრად და სიტუაციის ოპერატიულად მოსაგვარებლად.
აირჩიეთ ოთხი ჩანჩქერიდან ერთ–ერთი. დიდხანს არ იფიქროთ, აირჩიეთ ის, რომელზეც პირველად გაიფიქრეთ.
ტესტი ნახატებით თავშეკავებულობაზე
1–ელი ნახატი
თუ პირველი ნახატი აირჩიეთ, ყველა დადებით და უარყოფით მხარეზე მუდმივად და ძალიან დიდხანს ფიქრობთ. ეს უმნიშვნელო საქმესაც ეხება. გამონათქვამი „100-ჯერ დაფიქრდი, ერთხელ გაჭერი“ თქვენზეა. ზედმეტ ემოციას არ იჩენთ, საკუთარი თავის და სხვების დამშვიდებაზე ბევრ რესურს არ ხარჯავთ, ზედმეტს არ ლაპარაკობთ. ჯერ ჯდებით, შემდეგ ყველაფერს აწონდაწონით, ბოლოს პრობლემას აგვარებთ.
მე-2 ნახატი
არჩევანი ზედმეტ ემოციურობასა და საკუთარ ქცევაზე კონტროლის ხშირად დაკარგვაზე საუბრობს. შეიძლება დაიბნეთ ისეთ სიტუაციაში, რომელიც კონტროლს აღარ ექვემდებარება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სიტუაცია თქვენზე დამოკიდებული არაა. პრობლემის მოგვარების ნაცვლად შეიძლება ზედმეტი ემოციები გამოავლინოთ. ეს თქვენს სიტყვებსა და ქცევებზე აისახება. ამას ყურადღება მიაქციეთ და აკონტროლეთ.
მე-3 ნახატი
თქვენი ხასიათი სინუსოიდს ჰგავს: ან ემოციებს ვერ აკონტროლებთ ან ყველა პრობლემას საღად აგვარებთ. ეს სიტუაციის სირთულეზეა დამოკიდებული. თუ ეს არის რაღაც, რასაც აკონტროლებთ, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებთ და გადაწყვეტილებაზე ფიქრობთ. თუ ეს თქვენზე დამოკიდებული არაა, პანიკას იწყებთ, რადგან არ ენდობით ადამიანებს, რომელთაც პასუხისმგებლობა აკისრიათ.
მე-4 ნახატი
გულჩაკეტილი ადამიანი ხართ, რომელიც ემოციებს იშვიათად ავლენს. შესაძლოა ეს თქვენს პიროვნების ტიპს (ინტროვერტი) უკავშირდება. უემოციობა კარგ სამსახურს გიწევთ, როცა ირგვლივ პანიკაა. საკუთარ თავს აკონტროლებთ და სხვებსაც ამშვიდებთ. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ სჯობს თქვენი გრძნობები სხვებს გაუზიაროთ, რომ საკუთარი თავი კუთხეში არ მოიმწყვდიოთ.
ემთხვევა აღწერილი თქვენს ქცევებს? მეგობრებს ამ ფსიქოლოგიური ტესტის გავლა სთხოვეთ. ნებისმიერ შემთხვევაში დასაფიქრებლად ან გასართობად საბაბია!