თავის მოვლა
სუპერ საშუალება თმის ცვენის შესაჩერებლად
დღეს შესანიშნავ და კარგად გამოცდილ თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღაბზე გიამბობთ.
ამ ნიღბის პირველსავე გამოყენებაზე შედეგი შესამჩნევი იქნება, ყოველ მომდევნო წასმაზე ჩემოცვენილი თმის რაოდენობა უფრო და უფრო შემცირდება, ხოლო 1 თვიანი მოხმარების შემდეგ კი, თმა უფრო გაჯანსაღდება და ბრწყინვალებას შეიძენს.
ნიღბის რეცეპტი:
ძირითადი ინგრედიენტები:
- 1 სუფრის კოვზი ხახვის წვენი (გაწურეთ გახეხილი ხახვი)
- 1 სუფრის კოვზი თაფლი
- 1 კვერცხის გული
- 1-2 სუფრის კოვზი ბირკავას ზეთი (თუ შეამჩნევთ, რომ საკმარისი არ არის ზეთის რაოდენობის გაზრდა შესაძლებელია)
მიიღება საკმაოდ თხევადი მასა.
დაიტანეთ თმის ძირებზე (შეიძლება თმის შესაღები ფუნჯის გამოყენება), მორჩენილი მასა გადაინაწილეთ თმებზე. ასევე შესაძლებელია თმის ბოლოებში მკვებავი ზეთის შეზელვაც. დაიხურეთ საშხაპე ქუდი, შემოიხვიეთ პირსახოცი, გაიჩერეთ 1 საათი და შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.
ორი კვირის განმავლობაში ნიღაბი კვირაში ორჯერ გამოიყენეთ, ხოლო როდესაც თმა უკვე გამაგრდება და გაიზრდება – შეიზილეთ კვირაში ერთხელ. კურსი გრძელდება 2 თვე.
გისურვებთ სილამაზეს და ჯანმრთელობას!