Connect with us

ვიდეო

სუპერ ენერგიული ბატონჩიკი მხოლოდ 5 წუთში – იდეალური წასახემსებელი ბავშვებისა და უფროსებისთვის

დღეს გემრიელი და ენერგიული ბატონჩიკების მოსამზადებლად მარტივ რეცეპტს გთავაზობთ. წასახემსებელ საკვებში სეზამის თესლის ყველა უპირატესობა გამოიყენეთ.

ენერგიული ბატონჩიკები სეზამის თესლით

ნიგოზი სეზამის თესლთან ერთად, თაფლის თვისება და ქოქოსის უპირატესობა ენერგიულ ბატონჩიკებს ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად აქცევს. ამასთან ძალიან გემრიელია.

ინგრედიენტები:

  • 1,5 ჭიქა (360 მლ/150 გრ) ნიგოზი
  • 1 ფინჯანი (240 მლ/145 გრ) სეზამის თესლი
  • 1/3 ჭიქა (80 მლ/40 გრ) გოჯის კენკრა ან ამდენივე ქიშმიში
  • 1/2 ჭიქა (120 მლ/70 გრ)ლეღვი ან ფინიკი ან ნებისმიერი სხვა ჩირი თქვენი გემოვნებით
  • 4 ს/კ თაფლი
  • 3 ს/კ ქოქოსის ზეთი (შეგიძლიათ კარაქით ჩაანაცვლოთ)
  • 1/2 ჭიქა (120 მლ/55 გრ) უტკბილო გახეხილი ქოქოსი ან ქოქოსის ფანტელები
  • 1 ჩ/კ ზღვის ან ჰიმალაის მარილი

მომზადება:

  1. კაკალი დიდ ტაფაზე საშუალო ცეცხლზე რამდენიმე წუთით მსუბუქად მოხალეთ. სამზარეულოს კომბაინში ან ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ და სქელ ფქვილად აქციეთ. სეზამის თესლი ტაფაზე დაამატეთ და დარწმუნდით, რომ დაბალი ტემპერატურა გაქვთ არჩეული. სეზამის თესლი სითბოს მიმართ მგრძნობიარეა. სეზამის თესლიც ოდნავ შეწვით.
  2. ამ დროში ყველა კენკრა სამზარეულოს კომბაინში ან ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ და 1 წუთით დააქუცმაცეთ. ამის შემდეგ ქვაბში გადაიტანეთ.
  3. თაფლი, გამდნარი კარაქი, გახეხილი ქოქოსი და მარილი დაუმატეთ, კარგად აურიეთ, სანამ წებოვან და სქელ მასას არ მიიღებთ.
  4. 20X25 სმ ზომის საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და სეზამის ნარევი მოათავსეთ.
  5. თითებით და კოვზის გარე მხრიდან გადაანაწილეთ (კოვზი წყალში მოათავსეთ, რომ სეზამის თესლი არ მიეკვროს). მაცივარში 1-1,5 საათით გააჩერეთ, შემდეგ დაჭერით და ქაღალდში გაახვიეთ.
  6. გემრიელად მიირთვით.