Connect with us

საკითხავი

სულის დაბადების საიდუმლო: რა გვაიძულებს დავიბადოთ დედამიწაზე, სადაც ვიცით, რომ ტანჯვა და გამოცდები გველოდება

როგორც შიმშილის გრძნობა ჭამისკენ გვიბიძგებს, ასე კოსმოსური კანონი სულს ახალი განსახიერებისკენ უბიძგებს.

აქ, მინდა ან არ მინდა არაა, სული განსახიერების მოთხოვნილებას ისე ბუნებრივად და აუცილებლად აღიქვამს, როგორც ჩვენ სიზმარს.

იგი თავად ცდილობს ხორცის შესხმას, რადგან დაგროვილი ენერგიის გარდაქმნის და ახალი გამოცდილების მისაღებად ეს ერთადერთი გზაა.

მომენტი, როცა დაბადების დრო დგება, სულს მისი მომავალი ცხოვრება თვალწინ ეშლება. თუნდაც წამით, მაგრამ ის დამაკავშირებელ მოვლენებს და პასუხისმგებლობის მთელ ტვირთს ხედავს, რომელიც უნდა მიიღოს.

აქედან მოდის ადამიანის ინტუიცია და წინასწარმეტყველების ნიჭი. ამას სულის მეხსიერებას ვუწოდებ. ადამიანი სულიერად რაც უფრო ვითარდება, ინტუიცია მით უფრო ძლიერდება.

როცა დასაბადებლად ემზადება წარსულში მცხოვრები ადამიანის სული, რომელიც სულიერ პრაქტიკას ეწეოდა ან სათნო სული გქონდა, მას უფლება აქვს მშობლები, ერი და ქვეყანა თავად აირჩიოს. და სულიერად რაც უფრო განვითარებულია სული, მას მომავალი მოვლენების შესახებ უფრო ფართო წვდომა აქვს.

ნაკლებად განვითარებული სულებისთვის მშობლებს, ერს, ქვეყანას და სხვა რამეს კარმის მმართველი ირჩევს. აქ, კარმის კანონი მოქმედებს.

არა მაშინ, როცა მოვლენები მოხდა, არამედ უკვე დაბადებისას.

აღსანიშნავია, რომ მშობლები ბავშვს მხოლოდ ფიზიკურ სხეულს და იმ ქვეყნის მემკვიდრეობას ფიზიოლოგიურ დონეზე აძლევენ.

გონებრივი შესაძლებლობები, ხასიათი მემკვიდრეობით არ გადაეცემა. ეს სულს წარსული ცხოვრებიდან მოაქვს.

ამით აიხსნება, თუ რატომ იბადება უბრალო ხალხში „გენიოსები“, ხოლო ჭკვიანებს შორს „უნიჭო“.

ჩვენ ხშირად გვაოცებს ის ფაქტი, რომ კარგ, კეთილ ხალხს ალკოჰოლი, ნარკომანი და პარაზიტი შვილები ჰყავთ.

ალკოჰოლიკების ოჯახში კი წმინდა ადამიანები იბადება. სამწუხაროდ, ეს კანონი უცვლელია და მასზე გავლენას ვერ მოახდენთ.

როცა ყველა წერტილი დასმულია, სული კვლავ სამყაროში დაბრუნებას ცდილობს, მაგრამ არა დაუყონებლივ, არამედ სამყაროებს შორის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს.

ცეცხლოვანი სამყაროს დატოვების შემდეგ აზროვნების სამყაროში გადადის, სადაც თავისი ენერგიის წყალობით მოცემული სამყაროს საგნებს იზიდავს და მის ირგვლივ პირველი სხეულის აგება იწყება – აზროვნების სხეულის.

როცა პირველი სხეული იგება, სული ახალ სხეულთან ერთად დახვეწილ სამყაროში გადადის, სადაც მისი ენერგია ამ სამყაროს ენერგიასთან მიჩვევას იწყებს და აქ გრძნობების, ემოციების და სურვილების სხეულის აგება იწყება.

ის თავისი ფიზიკური სხეულის პროტოტიპს ქმნის, უფრო სწორი იქნება, ვთქვათ „ორიგინალს“. ამიტომ, როგორც მატრიცაში, დედის საშვილოსნოში ბავშვის სხეული ჩამოყალიბდება.

და აი, დაბადების მომენტი დადგა!

ეს მომენტი სულისთვის, ალბათ, ყველაზე რთულია! მას წლების შემდეგ, იქნება ასეული წლებით უსასრულო ფრენის შემდეგ, კვლავ ადამიანის ხორცით შემოსვლა და იმ საზოგადოების ჩარჩოებში ცხოვრება უწევს, სადაც დაიბადა.

ხშირად ამბობენ, რომ ეს ჰგავს მყვინთავის კოსტუმით ოკეანის სიღრმეში ჩასვლას, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს მომავალი არსების ყველა პრიმიტიულობას სრულად ვერ აღწერს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.