Connect with us

საკითხავი

სტუმრების მოსვლამდე ჭიქა ფხვნილს უნიტაზში ვყრი. ჭუჭყი ქრება, ოთახი სასიამოვნო არომატით ივსება

ხანდახან ძალიან გვინდა, გვქონდეს ერთი უნივერსალური საშუალება სახლის დასალაგებლად. ასე შევძლებთ დრო დავზოგოთ და აღარ მოგვიწევს დავიმახსოვროთ, რომელი საშუალება რისთვისაა. თუმცა თანამედროვე სამყაროში არა მხოლოდ თითოეულ ნივთს სპეციალური საწმენდი საშუალება აქვს, არამედ მათი რაოდენობა მაღაზიაში მხოლოდ იზრდება. ზოგჯერ სახლი რამდენიმე წუთში უნდა მოვაწესრიგოთ და არჩევანის დრო არ გვაქვს.

განსაკუთრებით ტუალეტის გაწმენდა არავის უყვარს. ზოგჯერ ეს ნაკლებად სასიამოვნო საქმე დიდ დროს მოითხოვს. მაგრამ როცა სტუმრები გზაშია, გვსურს, სახლი სისუფთავით ბრწყინავდეს. ამ შემთხვევაში ხელნაკეთი სარეცხი ფხვნილი დაგეხმარებათ.

დიახ, სწორედ ამ სარეცხ საშუალებას შეგვიძლია ვუწოდოთ ყველაზე უნივერსალური სახლის დასასუფთავებლად, განსაკუთრებით სააბაზანო ოთახის გასაწმენდად. მით უფრო, რომ სპეციალურ საწმენდ საშუალებებს აგრესიული სუნი აქვს, რაც ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან საზიანოა.

ხელნაკეთი სარეცხი ფხვნილი

სწორედ ამიტომ, მსოფლიოში ბევრი დიასახლისი უკვე იყენებს უნივერსალურ სარეცხ ფხვნილს უნიტაზის საწმენდად. როგორ გავაკეთოთ? Аlltime.ge–ს რედაქცია ერთ–ერთ ეფექტურ რეცეპტს გიზიარებთ.

ყველაფერი, რაც გჭირდებათ, სარეცხი ფხვნილის უნიტაზში ჩაყრაა. პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ უნიტაზი სველია. ნახევარი ჭიქა სარეცხი ფხვნილი ჩაყარეთ. სარეცხი ფხვნილი უნიტაზის მთელ ზედაპირზე ჯაგრისით კარგად გაანაწილეთ.

რატომ არის სარეცხი ფხვნილი უნივერსალური საშუალებაა? ყველაფერი იმიტომ, რომ მასში შედის ნივთიერება, რომელიც ყველა სახის ჭუჭყს და კირის ნადებს შესანიშნავად შლის. თან ხშირად მის შემადგენლობაში შედის წყლის დამარბილებელი, ის ნაკლებად აგრესიულია, ვიდრე სხვა სპეციალური საშუალება.

ასეთი მეთოდი სწრაფი წმენდის შესანიშნავი ალტერნატივაა, როცა ყველა საშუალება დაგიმთავრდათ, ხოლო ახლის საყიდლად დრო არ გაქვთ. სხვათა შორის, სარეცხი ფხვნილის ნაცვლად სარეცხი გელი ან ჭურჭლის სარეცხი მანქანის საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ. მათაც მსგავსი თვისებები აქვთ და სარეცხი ფხვნილის მსგავსი შემადგენლობა აქვთ.

როგორ გაწმინდოთ უნიტაზი ჭუჭყისგან

უნიტაზში სარეცხი ფხვნილის ჩაყრის შემდეგ 20 წუთი მოიცადეთ. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ჯაგრისით გაწმინდეთ და შეამჩნევთ, რამდენად მარტივად და სწრაფად გათეთრდება უნიტაზი.

განსაკუთრებით კარგად გაწმინდეთ უნიტაზის რგოლის ქვეშ, იქ, სადაც ყველაზე მეტი ჭუჭყი და მიკრობი გროვდება. უნიტაზში წყალი რამდენჯერმე ჩარეცხეთ. მთელი ქაფი გაქრება. ისღა დაგრჩენიათ, უნიტაზის გაწმენდის ასეთი სწრაფი და მარტივი მეთოდით გაიხაროთ. ქათქათა და სუფთა უნიტაზის გარდა, სააბაზანო ოთახში სასიამოვნო სუნი დიდხანს იტრიალებს. ფხვნილი ადვილად ირეცხება და ზოლებს არ ტოვებს.

როგორც ხედავთ, გონიერი დიასახლისები უნივერსალურ საწმენდ საშუალებას ყოველთვის პოულობენ. სახლის დალაგება შეუმჩნეველი, მაგრამ მნიშვნელოვანი პროცესია. ყოველთვის ჩანს, როცა სახლი დიდი ხანია სრულფასოვნად არ დაუსუფთავებიათ. სამაგიეროდ, როცა სახლში სისუფთავის სურნელი ტრიალებს, მასში ყოფნა სიამოვნებაა.

Advertisement