Connect with us

ჯანმრთელობა

სრული სიმართლე პალმის ზეთის შესახებ: გასაოცარი ფაქტები, რომლის შესახებ ყველამ არ იცის

პალმის ზეთი საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის მქონე პროდუქტია. ჯანსაღი ცხოვრების ბევრი მიმდევარი ვარაუდობს, რომ ის საერთოდ რაციონიდან უნდა გამორიცხოთ. საქმე იმაშია, რომ პალმის ზეთი დიდი რაოდენობით ნაჯერ ცხიმებს შეიცავს, რომელიც ქოლესტერინის დონეს ზრდის და გულის დაავადების განვითარებას ხელს უწყობს.

პალმის ზეთი თხევადი და მყარი ნაწილებისგან შედგება. მყარი ნაწილების რეფრაქტერულობის გამო ნივთიერება ორგანიზმიდან ძალიან ნელა გამოდის და ნაწილობრივ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გროვდება.

ბოლო დროს უამრავი კვლევა ჩატარდა, რომლებიც უარყოფენ იმ ფაქტს, რომ პალმის ზეთი ორგანიზმისთვის საზიანოა. მართალია, მათი ობიექტურობის იმედი არ უნდა გქონდეთ, რადგან ამ პროდუქტს ლიდერი კვების მწარმოებლები აქტიურად იყენებენ და მსგავს კვლევებს სწორედ ისინი აფინანსებენ.

პალმის ზეთი პროდუქტებში

მწარმოებლები პალმის ზეთის პროდუქტებში დამატებისას რამდენიმე მიზეზით ხელმძღვანელობენ. პირველ რიგში, ეს მასალა საკმაოდ იაფია, მეორეც დიდხანს ინახება, ასევე პროდუქტის შენახვის ვადას ახანგრძლივებს.

პალმის ზეთს ხშირად უმატებენ ყველს, ნაყინს, კარაქს, არაჟანს, იოგურტს, რძეს და შესქელებულ რძეს. კვების პროდუქტებში პალმის ზეთის არსებობა შეგიძლიათ სახლის პირობებში შეამოწმოთ.

ყველის პატარა ნაჭერი თბილ შენობაში დატოვეთ. რძიანი ყველი ასეთ პირობებში გახმება, ხოლო პალმის ზეთის შემცველი ოდნავ დაიბზარება.

ნაყინის მცირე რაოდენობა თითებით გასრისეთ. თუ თითზე ოდნავ შესამჩნევი ფირი დაგრჩათ, მის შემადგენლობაში პალმის ზეთია.

იოგურტი ან არაჟანი მაცივარში 1-2 გრადუს ტემპერატურაზე მოათავსეთ. ნატურალური რძის პროდუქტები ასეთ ტემპერატურაზე ოდნავ გასქელდება, ხოლო პალმის ზეთის შემცველი კონსისტენციას არ შეიცვლის.

ექსპერტები შესქელებული რძის გემოს გასინჯვას გირჩევენ: ისინი ირწმუნებიან, რომ ნატურალურ შესქელებულ რძეს ოდნავ მომწარო გემო აქვს.

იმის მიუხედავად, რომ პალმის ზეთის გამოყენება საზიანოა, ის საკმაოდ სასარგებლოა კანის კოსმეტიკური საშუალების სახით. მთელ მსოფლიოში კოსმეტოლოგები ამ ნივთიერებას მკვებავ ზეთებში აქტიურად იყენებენ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.