თავის მოვლა
სპეციალისტმა მასწავლა, როგორ მოვამზადო შინაურული შუგარინგის პასტა
აღიარეთ, თითოეული თქვენგანი ოცნებობს ჯადოსნურ საშუალებაზე, რომელიც არასასურველ თმას ერთხელ და სამუდამოდ მოაშორებს. სამწუხაროდ, ასეთი ჯადოსნური პრეპარატი ჯერ არ არსებობს და იმით დაკმაყოფილება გვიწევს, რაც გვაქვს. დღეს თმის მოშორების ერთ–ერთი პოპულარული მეთოდია შუგარინგი. მეც მას ვიყენებ. თან შუგარინგის პასტის სახლში მომზადება ვიცი.
ეს ერთ–ერთი ყველაზე ძველი მეთოდია. ჯერ კიდევ ძველ ინდოეთსა და ეგვიპტეში ქალები ზედმეტ თმას კარამელის პასტით იშორებდნენ. პროცესი ნაკლებად სასიამოვნოა, მაგრამ ჩვეულებრივ საპარსზე უფრო ეფექტურია. ყოველი შემდეგი პროცედურა შედეგით უფრო გვახარებს. მთავარია, პასტის მომზადება და მისი სწორად გამოყენება ისწავლოთ.
როგორ მოვამზადოთ შუგარინგის პასტა სწორად
შაქრიანი პასტის რეცეპტი
ძველ სპარსეთში დეპილაციისთვის საშუალებას თაფლით ამზადებდნენ. თანამედროვე პასტები კი შაქრისა და სხვა დამატებითი კომპონენტებისგან მზადდება.
ლიმონის მჟავით
ყველაზე პოპულარული რეცეპტი. ლიმონის მჟავა შეგიძლიათ ლიმონის წვენით ჩაანაცვლოთ (1 ჩ/კ ფხვნილი = 1 ლიმონი).
თქვენ დაგჭირდებათ:
- 4 ს/კ თაფლი
- 10 ს/კ შაქარი
- 0,5 ჩ/კ ლიმონის მჟავა
ინგრედიენტები აურიეთ. სუსტ ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ, პერიოდულად აურიეთ, რომ შაქარი არ დაიწვას. კიდევ 5-7 წუთით კარამელის შეფერილობამდე აურიეთ. ნარევის მზაობა რომ შეამოწმოთ, თეფშზე დააწვეთეთ. პასტა ხელზე არ უნდა გეკვროდეთ, მაგრამ ბურთად აუცილებლად უნდა იხვეოდეს.
თაფლით
მგრძნობიარე კანისთვის გამოდგება პასტა თაფლით.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 250 გრ შაქარი
- 0,25 ჭიქა ლიმონის წვენი
- 1 ს/კ წყალი
- 2 ს/კ თაფლი
ინგრედიენტები აურიეთ და სუსტ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ. 5 წუთით ხარშეთ, შემდეგ თავსახური დაახურეთ და კიდევ 15-20 წუთით ხარშეთ. ზოგჯერ აურიეთ. მასა რბილი და პლასტიკური უნდა იყოს.
ლიმონით
პასტა ლიმონით თავისი დამარბილებელი თვისებით გამოირჩევა.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 280 გრ შაქარი
- 0,25 ჭიქა ლიმონის წვენი
- 0,25 ჭიქა წყალი
ნარევი ძლიერ ცეცხლზე დადგით. მასა აადუღეთ, მუდმივად აურიეთ და ცეცხლს დაუწიეთ. მასა 5-7 წუთით ხარშეთ, მორევა გააგრძელეთ. ფერი ქარვისფერი უნდა გახდეს. პასტა დიდხანს არ ხარშოთ, რადგან პროცედურისთვის აღარ გამოგადგებათ.
როგორ გამოვიყენოთ შაქრიანი პასტა ეპილაციისთვის
მაქსიმალურ შედეგს რომ მიაღწიოთ, სასურველია მინიმუმ 5 სმ სიგრძის თმა გაიზარდოთ. ამაზე 10-14 დღე დაგეხარჯებათ. პროცედურის წინ კანზე დეზინფექცია ჩაიტარეთ და გაიმშრალეთ. გირჩევთ ბავშვის პუდრა წაისვათ, ასე ზედმეტ ტენს მოაშორებთ. შემდეგ:
- შემდეგ პასტის მცირე ნაჭერი ხელებით დაარბილეთ, სანამ არ გაღიავდება.
- პასტა თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით წაისვით, კარგად დააჭირეთ.
- მკვეთრი მოძრაობით პასტის ფირფიტა თმის ზრდის მიმართულებით ააძვრეთ (ასე ჩაზრდილი თმის რაოდენობას შეამცირებთ).
პროცედურის ბოლოს პასტის ნარჩენები მოიშორეთ და დამამშვიდებელი საშუალება წაისვით.
შუგარინგის უპირატესობა
პროცედურა ბიუჯეტურია, თან რიგი სხვა უპირატესობაც გააჩნია. პირველ რიგში, დაინფიცირების და ალერგიის მინიმალური რისკი. მეორეც, პროცედურა ტკივილს ნაკლებად იწვევს, ვიდრე, მაგალითად, თმის ცვილით მოშორება. ცვილის ეპილაციამ შეიძლება დამწვრობა დაგიტოვოთ. მესამეც, შაქრიანი მასა ნაწილობრივ კანის პილინგს იწვევს.
ახლა იცით, როგორ მოამზადოთ შუგარინგის პასტა. შესაძლოა, პირველივე ჯერზე არ გამოგივიდეთ, მაგრამ პრაქტიკით სრულყოფილებას შეძლებთ. შუგარინგი სახლის პირობებში შეგიძლიათ სხეულის ნებისმიერ ნაწილზე გაიკეთოთ. გლუვი კანის ეფექტს 10-20 დღე შეინარჩუნებთ. მე კმაყოფილი ვარ!