Connect with us

საკითხავი

სილიკონის ღრუბელი: რისთვის არის საჭირო და როგორ გამოვიყენოთ

ცოტა ხნის წინ გაყიდვაში ჭურჭლის სარეცხი სილიკონის ღრუბელი გამოჩნდა. მისი მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ადვილად ირეცხება და დროთა განმავლობაში ბაქტერიების გავრცელების ადგილი არ ხდება. მოდით გავარკვიოთ, მოსახერხებელია თუ არა მისი გამოყენება.

ჩვეულებრივ, თითოეულ დიასახლისს სამზარეულოში ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი და ქვაბებისა და ტაფებისთვის ჭურჭლის ჯაგრისი აქვს. ხშირად ჩვეულებრივ ღრუბელს უფრო დიდხანს ვიყენებთ, ვიდრე ამას სანიტარული ნორმები მოითხოვს (იდეალური იქნება, თუ მას ყოველ კვირა გამოცვლით). ჩვენ ამ ღრუბელს ერთი თვე, ზოგჯერ უფრო დიდხანს ვიყენებთ და მხოლოდ მაშინ ვაგდებთ, როცა საერთოდ ფუჭდება ან ცუდი სუნი აქვს. ჭურჭლის ჯაგრისი საერთოდ მთელი წელი ინახება და მის გაწმენდასა და უსაფრთხოებაზე საერთოდ არ ვფიქრობთ.

ალტერნატივის სახით გაყიდვაში ცოტა ხნით სილიკონის ღრუბელი გამოჩნდა.

  • ის რბილი ბოჭკოვანი სილიკონით არის დამზადებული, რომელზეც ბაქტერიები პრაქტიკულად არ რჩება.
  • მწარმოებლები გვპირდებიან, რომ ღრუბელი ჭუჭყიანი და წებოვანი არასდროს დარჩება, ცხიმს და ჭუჭყს არ დაიგროვებს და ჩვეულებრივზე უკეთ წმენდს.
  • მისი დახმარებით ჭურჭელი შეგიძლიათ სარეცხი საშუალების გარეშე გარეცხოთ და ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოათავსოთ.
  • ღრუბელი ფორმას არ იცვლის და ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს გემსახურებათ.

ყველაფერი ეს შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ ნამდვილად ასეა? ჩვენ შემოწმება გადავწყვიტეთ.

ნაკლოვანებები

  • რბილი ტექსტურის გამო ღრუბლის ხელში დაჭერა ძალიან რთულია. სველი და საპნიანი სილიკონის ღრუბელი ხელიდან მუდმივად სრიალებს, რაც ჭურჭლის რეცხვას ხელს უშლის და პროცესს აფერხებს.
  • ღრუბლის სტრუქტურა ფორებიანი არაა, ამიტომ მასზე ბაქტერიები პრაქტიკულად არ რჩება, მაგრამ ჭურჭლის სარეცხი საშუალება წამიერად ირეცხება. შედეგად, სარეცხი საშუალების ხარჯი იზრდება.
  • პატარა სუფრის აქსესუარების გარეცხვა მოუხერხებელია. მოთმინება რამდენიმე წუთით გეყოფათ.
  • ღრუბელი ახალ ჭუჭყს ადვილად უმკლავდება, მაგრამ ჭურჭელზე მიმხმარი საკვების გარეცხვა ძალიან უჭირს.
  • მიმწვარი ტაფის და ქვაბის გარეცხვა იმავე მიზეზით არ გამოგივათ.

ღირსებები და გამოყენების ვარიანტები

  • ღრუბელი შესაგრძნებად ნამდვილად სასიამოვნოა, პრაქტიკულად სათამაშო-ანტისტრესია, რომლის ხელშიც დაჭერაც გსურს.
  • ის ჭუჭყიან ნიჟარასა და სამუშაო ზედაპირზე ცხიმს შესანიშნავად უმკლავდება. ეს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა!
  • მისი დახმარებით სააბაზანო ოთახის ონკანის გარეცხვა მოსახერხებელია. მიმხმარ კბილის პასტას კი უპრობლემოდ მოაშორებს.
  • ღრუბელი შეგიძლიათ ცხელი კერძის დასაჭერად ან სადგამად გამოიყენოთ.
  • სველი ღრუბლით შეგიძლიათ დივანს და სავარძელს ცხოველის ბეწვი მოაშოროთ.
  • მისი დახმარებით ჭუჭყიან წინდებს გარეცხავთ ან ტანსაცმლის დიდ ლაქას წინასწარ დაამუშავებთ.
  • ღრუბლით მაკიაჟის ფუნჯების გარეცხვა მოსახერხებელია. სწრაფად და ეფექტურად გარეცხავთ.

ვერდიქტი

ეკონომიურობა

სილიკონის ღრუბელი ჩვეულებრივზე უფრო ძვირი ღირს, ამასთან მისი მუდმივი გამოყენებით სარეცხი საშუალების ხარჯი იზრდება. ეკონომია საეჭვოა იმ პირობებშიც, თუ ტრადიციულ ჭურჭლის სარეცხ ღრუბელზე ყოველ კვირას გამოცვლით.

ეფექტურობა

ჭურჭლის გარეცხვა ჩვეულებრივი ღრუბლით უფრო მოსახერხებელია. ამას გამოყენებიდან რამდენიმე წუთში მიხვდებით. სამაგიეროდ სილიკონის ღრუბელი დამატებით სხვა მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ. მისი დახმარებით სამუშაოს ზედაპირის და ნიჟარის გაწმენდა ნამდვილად მოსახერხებელია. ასე ჩვარსა და ქაღალდის პირსახოცზე ფულს დაზოგავთ. ის ჰიგიენურია, სუნი არ აქვს, კარგად ირეცხება, დიდხანს გემსახურებათ და მის გამოყენებას არა მხოლოდ სამზარეულოში შეძლებთ.

დასკვნა: ღრუბელი სამზარეულოში ყოფნას ნამდვილად იმსახურებს, მაგრამ უცვლელ საშუალებას არ წარმოადგენს, რომლის გარეშეც ვერ გაძლებთ.