Connect with us

ჯანმრთელობა

სილამაზის 33 რეცეპტი ქაფურის ზეთით

1. ნაოჭებთან საბრძოლველად სახეზე თაფლი წაისვით

2. ძილის წინ თვალის გარშემო ქაფურის ზეთი წაისვით

3. თმის ცვენისას თავის კანში ოროვანდის ნაყენი შეიზილეთ

4. გამოწურული ლიმონის ნარჩენებით ხელები და იდაყვები დაიზილეთ.

5. თუ ხელზე ხორკლიანი კანი გაქვთ, მასში სახამებელი შეიზილეთ.

6. პუდრის ადგილას შეიძლება სახამებლის მცირე რაოდენობა გამოიყენოთ.

7. ცხიმიანი თმების გასაშრობად ყოველდღე ან დღეგამოშვებით თავის კანში შავი ჩაი შეიზილეთ.

8. სასარგებლოა ტანის პილინგის – ყავის ნალექით გაკეთება, აუცილებელია რაოდენობა რომელიც შეიძლება რამდენიმე დღეში მოაგროვოთ.


9. ქაცვის ახალდაწურული წვენი რეკომენდებლია როგორც ნიღაბი მშრალი კანისთვის (1-1,5 სუფრის კოვზი)

10. თმები წითელი ხის ფერზე დადგება თუ შეღებვისას ინის შეფუთვას 3-4 კოვზ კაკაოს დაამატებთ.

11. თმის ცვენისას თავის კანში ყოველდღე შეიზილეთ ჟოჟობას ზეთი

12. დიდგულას ყვავილის ნაყენი ათეთრებს, არბილებს და ატონიზირებს მშრალ კანს.

13. მშრალი და მგრძნობიარე კანის დასატენიანებლად, ღამით სახეზე ცოტაოდენ წყალთან შერეული ჟოჟობას ზეთი წაისვით.

14. ფრჩხილების გამუქებისას, კვებამდე ნახევარი საათით ადრე 1 სუფრის კოვზი კიტრის მარილწყალი უნდა მიირთვათ – რეგულარულად!

15. ლავანდისა და ჩაის ხის ეთერზეთები ბუნებრივ ანტისეპტიკებს წარმოადგენენ, რომლებიც აკნესთან ბრძოლაში დაგეხმარებიან.

16. სახის კანის ფერის გაუმჯობესებაში თაფლისა და მარილის ნარევის ნიღბები დაგეხმარებათ, მათ გაახალგაზრდავების ეფექტიც აქვთ.

17. დილით და საღამოს სახე მინერალურ წყალზე დამზადებული ჩაით გაიწმინდეთ რომელშიც შაქრის ნატეხიც იქნება. ეს ნებისმიერ სახის კანს უხდება.

18. პიტნიანი ჩაის რეგულარული სმა სახის კანს ვარდისფერ იერს და სიახლეს ანიჭებს.


19. სასარგებლოა წარბებსა და წამწამებზე ქაფურის ზეთის ან ქაფურისა და რომის ნაზავის წასმა.

20. სახის კანის ღრმა წმენდისთვის გამოიყენეთ ათქვეფილი კვერცხის გული და ლიმონის წვეთი. წაისვით ფენებად.

21. ხელების დარბილებისთვის მათზე ძმრისა და მცენარეულის ზეთის თანაბარი რაოდენობის ნარევი შეიზილეთ.

22. ძილის წინ სახე და ხელები ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის ნარევით დაიზილეთ.

23. სახის კანის გაწმენდვისთვის მშრალი შვრიის ფაფის, წყლისა და უბრალო იოგურტის ნარევი გამოიყენეთ.

24. აკნეს დროს კარგად გიშველით გახეხილი ვაშლისა და ცოტაოდენი თაფლის ნარევი.

25. ორსულობისას მუცელი კაკაოს ზეთით დაიზილეთ, ეს სტრიებისგან დაგიცავთ.

26. კალანჰოეს ახალი წვენი წყალში გააზავეთ (1:3) და ალერგიის დროს ლოსიონი დაამზადოთ.

27. ხალხური ირანული საშუალება თმის გასამაგრებლად – ნიღაბი უფერული ინისა და თბილი კეფირის ნარევი.

28. თმის გასამაგრებლად მათში ჩახარშულ წიწიბურას იზელენ.


29. თხელი თმისთვის აკეთებენ ნიღაბს 1 კვერცხის გულისა დაფრის კოვზი მცენარეული ზეთისგან.

30. თმის ცვენისას, ბანაობამდე ნახევარი საათით ადრე თავის კანში შეიზილეთ თანაბარი რაოდენობის ქაფურის ზეთისა და რომის ნაზავი.

31. თმების გასამაგრებლად, ყოველი ბანაობის შემდეგ თმაში ჭინჭრის ნაყენი შეიზილეთ (1 სუფრის კოვზი მშრალი ჭინჭარი და 200 გრამი მდუღარე წყალი).

32. იმისთვის, რომ თმა ძლიერი და აბრეშუმისებრი იყოს, მათ კოთხუჯის ფესვის, ბირკავასა და ჭინჭრის თანაბარი რაოდენობის ნაყენისგან დამზადებული ნახარშით იბანენ.

33. სახის მასაჟი ვერცხლის კოვზებით: კოვზებს სხვადასხვა ტემპერატურის ბალახეულის ნახარშებში დებენ შემდეგ კი სახის სპეციალურ ზოლებზე მირტყმით მასაჟს იკეთებენ. ეფექტი საოცარია!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.