საკითხავი
სერიოზული შეცდომები ძაღლის აღზრდაში, რომელსაც თითქმის ყველა უშვებს
ამბობენ, რომ ადამიანები იყოფიან ორ ტიპად: ძაღლის და კატის ხალხი. როგორც წესი, მჩხავანა ოთხფეხა უპრობლემოა. გაწვრთნაში ყველაზე რთული ტუალეტის უჯრაზე მიჩვევაა. აი, ძაღლის აღზრდა უფრო რთული და მრავალმხრივი პროცესია ბევრი ნიუანსით.
ძაღლი წარმატებით რომ გაწვრთნათ, რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ. ასე მეგობრული ცხოველი მორჩილი და თვინიერი გახდება. ძაღლის ზოგიერთი მფლობელი თავისი გულმოდგინებით აჭარბებს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაწვრთნათ ძაღლი ისე, რომ სერიოზული შეცდომები არ დაუშვათ.
ძაღლის აღზრდა: გავრცელებული შეცდომები გაწვრთნაში
მემკვიდრეობა განიხილეთ
რა ასრულებს გადამწყვეტ როლს ადამიანის ქცევაში: გენეტიკა თუ აღზრდა? სოციოლოგები ამაზე არა ერთი წელია კამათობენ. როგორც არ უნდა იყოს, უნდა გესმოდეთ, რომ მემკვიდრეობა ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე ძაღლს ეხება. ეს ფაქტორი გაითვალისწინეთ. ახალი ფუმფულა მეგობრის არჩევისას მისი მშობლები მოიკითხეთ. მორჩილება და გაწვრთნისთვის მზადყოფნა, როგორც საძაგელი ხასიათი, მემკვიდრეობით შეიძლება გადავიდეს.
ერთად გაწვრთენით
ითვლება, რომ ძაღლი ოჯახის წევრებს შორის მხოლოდ ერთ პატრონს ირჩევს. როგორც წესი, ეს ყველაზე ავტორიტეტული ადამიანია სახლში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საყვარელი ცხოველი მხოლოდ ერთ ადამიანს უსმენს. დაე, ოჯახის ყველა წევრმა ცხოველის გაწვრთნაში მონაწილეობა მიიღოს. ეს ერთად გააკეთეთ. არ შეიძლება, რომ ერთმა ადამიანმა რაღაცის უფლება მისცეს, მეორემ აუკრძალოს. ასე ძაღლი დაიბნევა.
სხვა ძაღლებს არ მოარიდოთ
ზოგიერთი პატრონი შინაური ცხოველის თანამოძმეებთან ურთიერთობას ეწინააღმდეგება. ადამიანს ეშინია, რომ მისი შინაური ცხოველი ცუდად აღზრდილი ძაღლიდან მაგალითს აიღებს. ამ მეგობრულ ოთხფეხა ცხოველებთან კომუნიკაციის აკრძალვა არ ღირს. ძალიან სოციალურები არიან და კომპანია უყვართ. ცუდი მანერებით „დაინფიცირების“ არ შეგეშინდეთ. თქვენი ძაღლისთვის მაინც მთავარი ავტორიტეტი ხართ.
თქვენით დაიწყეთ
ბოლო დროს დახმარებისთვის კინოლოგებთან მიმართვა მოდური გახდა. ზოგიერთი თვლის, რომ პროფესიონალის ჩარევის გარეშე დამჯერი ძაღლის გაზრდა შეუძლებელია. გამოცდილი კინოლოგი გეტყვით, რომ, ძირითადად, არა ძაღლებს, არამედ მათ პატრონებს ზრდიან. მხოლოდ მფლობელზეა დამოკიდებული გაწვრთნა ეფექტური იქნება თუ არა.
ყველა ერთნაირი არაა
შესაძლოა ძაღლს თანდაყოლილი უნარები არ აქვს, მაგრამ აქვს თანდაყოლილი მიდრეკილებები. მაგალითად, ზოგიერთ ჯიშს უწოდებენ „მონადირეს“. „პროფესიონალ მცველს“ ან „საუკეთესო სამარხილეს“. არ ელოდოთ, რომ თქვენი ტაქსა მტაცებლის დასაჭერად თავდაუზოგავად გაიქცევა, თუ ამ უნარების განვითარებაში არ დაეხმარებით.
არ გადააჭარბოთ
უდავოდ, ისე ვართ მოწყობილი, რომ აქ და ახლა შედეგის დანახვა გვინდა. ეს ძაღლის გაწვრთნას ეხება. ზოგიერთი განსაკუთრებით გულსწრაფი პატრონი არც ერთ წუთს არ უშვებს, რომ საკუთარი ცხოველი აღზარდოს. თითოეული შესრულებული ბრძანებისთვის ტკბილეულს აუცილებლად აძლევს. ზოგჯერ ეს გემრიელი ჯილდო დამატებითი მოცულობის კერძამდე იზრდება. თქვენს სწრაფვაში არ გადააჭარბოთ, რომ დამჯერი ფუმფულა მეგობრის ნაცვლად პატარა და სქელი მანიპულატორი არ მიიღოთ.
გახსოვდეთ, რომ სახლში მოგყავთ მეგობარი და არა ცირკის ცხოველი. უდავოდ, სასიამოვნოა, როდესაც ძაღლმა მთავარი წესები იცის და ავეჯს არ ღრნის, მაგრამ ცხოველი ოჯახის წევრია, რომელსაც არა მხოლოდ სიყვარულის გაცემა, არამედ მიღებაც სჭირდება.