Connect with us

ჯანმრთელობა

სელის თესლი უზმოზე არ დაღეჭოთ. გასწავლით, როგორ მიიღოთ სწორად

სელის თესლი სასარგებლო უჯერი ცხიმების შესანიშნავი წყაროა. ასევე კარგი პროდუქტია, თუ ცხოველურ პროდუქტებზე უარი თქვით. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რა სარგებელი აქვს სელის თესლს და როგორ მიირთვათ.

სელის თესლი მდიდარია სხვადასხვა მიკროელემენტით, მათ შორისაა კალციუმი, მანგანუმი, მაგნიუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა, თუთია, ნატრიუმი და სპილენძი.  B, A, C და E ჯგუფის ვიტამინების საწყობია.

უჯრედისის კარგი წყაროა და საჭმლის მონელებას აუმჯობესებს. მასში ომეგა 3, კერძოდ ალფა ლინოლენის (ALA) მჟავა შედის. შეგახსენებთ, რომ ომეგა 3 დოკოზაჰექსაენურ (DHA), ეიკოზაპენტაენურ (EPA) და ალფა ლინოლენის (ALA) მჟავებს მოიცავს. პირველი ორი მჟავა ცხიმიან ზღვის თევზში დიდი რაოდენობით გვხდება და ისინი ყველაზე სასარგებლოა.

თეორიულად, სელის თესლში შემავალი ALA მჟავები შეიძლება DHA  და EPA მჟავებად გარდაიქმნას, მაგრამ ამისთვის ბევრი სელის (ან ჩია) თესლი უნდა მიირთვათ და სხვა ზეთი გამორიცხოთ. ასეთი მიდგომა არასწორია. ტრადიციული კვების შემთხვევაში ომეგა 3-ის მთავარი წყარო თევზი უნდა იყოს, თუ ვეგანურად იკვებებით ვეგანური ომეგა 3-ის დანამატები მიირთვით.

ხშირად ამბობენ, რომ სელის თესლი გახდომას ხელს უწყობს. ინტერნეტ სივრცეში შეხვდებით რჩევას, რომლის მიხედვით 1 ჩაის კოვზი სელის თესლი უზმოზე უნდა დაღეჭოთ და ბევრი წყალი მიაყოლოთ. შედეგად, კი ზედმეტ კილოგრამებს მოიშორებთ. თუმცა ასე მოქცევა გონივრული არაა. კარგად დაუღეჭავი სელის თესლი კუჭში სივდება. ეს დანაყრების შეგრძნებას იძლევა და ორგანიზმი ნაკლებ საკვებს ითხოვს. ამავდროულად, სელის თესლს გარსის გამო კარგად მონელება უჭირს. სწორედ ამიტომ, მხოლოდ დაფქული სელის თესლი უნდა მიიღოთ.

სელის თესლს ორგანიზმიდან ბევრი სითხე და წიდი გამოაქვს, ასე სასწორზე რიცხვები იცვლება, მაგრამ ცხიმი არ ქრება. გამოდის, სელის თესლით ზედმეტ კილოგრამებს ვერ მოიშორებთ.

და მაინც, სელის თესლი ორგანიზმისთვის სასარგებლოა. სისხლძარღვების სისტემას, ღვიძლის მუშაობას, მხედველობას აუმჯობესებს, პოტენციას ზრდის. სისხლში მაღალი ქოლესტერინის დონეს ამცირებს. კანის, თმის და ფრჩხილების მდგომარეობაც უმჯობესდება.

სელის თესლის სწორად მიღების მეთოდები

უზმოზე დაფქული სელის თესლი შეგიძლიათ მიირთვათ. 1 ჩ/კ დაფქულ სელის თესლს 1 ჭიქა თბილი წყალი დაასხით. დაფქული თესლი შეგიძლიათ საჭმელს დაუმატოთ. ერთნაირად იმოქმედებს.

შვრიის ბლინისთვის შეგიძლიათ სელის კვერცხი გააკეთოთ. 15 გრ დაფქულ სელის თესლს 4 ს/კ წყალი დაასხით, აურიეთ და 5 წუთით გააჩერეთ. ეს რაოდენობა 1 კვერცხის ალტერნატივაა. ახლა შეგიძლიათ ბლინებს დაუმატოთ.

ცილოვან სმუზს ან უმ ფაფასაც შეგიძლიათ დაუმატოთ. მაგალითად, ნებისმიერი ხილი ან კენკრა ქოქოსის ან სხვა რძეში შეათბეთ და 3 ს/კ დაფქული სელის თესლი დაუმატეთ. 5-10 წუთით გააჩერეთ და შემდეგ მიირთვით.

დაფქული სელის თესლი არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ, რადგან ასე სელის თესლი ჟანგდება და სასარგებლო თვისებებს კარგავს, თან ორგანიზმისთვის საზიანო ხდება. სასურველია, რომ მხოლოდ იმდენი სელის თესლი დაფქვათ, რამდენიც ახლა გჭირდებათ. დღეში მხოლოდ 1-3 სუფრის კოვზი მიირთვით. ზედმეტის მიღებას არ გირჩევთ. დაბალანსებულად იკვებეთ. გახსოვდეთ, რომ 100 გრ სელის თესლი 534 კალორიას, 18 გ ცილას, 42 გ ცხიმს და 1,5 გ ნახშირწყალს შეიცავს.

ვიმედოვნებთ, ახლა უკვე იცით, როგორ მიირთვათ სელის თესლი. თამამად გაგვიზიარეთ გამოცდილება, როგორ მიირთმევთ სელის თესლს!

Advertisement