ჯანმრთელობა
სელის თესლი: სუპერფუდი თუ სიცოცხლისთვის სახიფათო
დიეტური და ჯანსაღი კვებისთვის რეკომენდებულ პროდუქტებს შორის სელის თესლი ხშირად გვხდება. თუმცა ბოლო ამბები ამ „სუპერფუდს“ სხვა კუთხით დაგანახებთ.
ინტერნეტ სივრცეში სელის თესლის სასარგებლო თვისებები დასტურდება მრავალი საიტებით, რომლებიც „სწორ კვებას“, ფიტნესს, ჯანმრთელობას და ჯანსაღი ცხოვრების წესს ეძღვნება. გარდა ამისა, სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ გვთავაზობენ ხალხურ რეცეპტებს, რომელთა მთავარი ინგრედიენტი სელის თესლია. არადა მეცნიერული ფაქტები სულ სხვა რამეს ამბობს.
სელის თესლის ზიანი: ცუდი სიახლე სუპერფუდისთვის
2019 წელს ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს ექსპერტებმა გაავრცელეს გაფრთხილება, რომელიც სელის თესლის მოხმარებას უკავშირდება. საქმე იმაშია, რომ სელის თესლში გლიკოზიდი ამიგდალინი აღმოაჩინეს. ეს ნივთიერება კუჭ–ნაწლავის ტრაქტში რიგ ცვლილებებს განიცდის და გარდაიქმნება კალიუმის ციანიდად – ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და ძლიერი შხამი. მეცნიერებაში მსგავს პროცესებს ლეტალურ სინთეზს უწოდებენ.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით სახიფათოა დაქუცმაცებული სელის თესლი, არადა ორგანიზმის გასაჯანსაღებლად მისი მიღება სწორედ ასეთი სახით არის რეკომენდებული. თან რაც უფრო ძლიერ დაქუცმაცებულია სელის თესლი, მით უფრო მაღალია ამიგდალინის ბიოშეღწევადობა. ექიმების შეფასებით, ამიგდალინის სასიკვდილო რაოდენობის მისაღებად საკმარისია ერთჯერადად 11 გრ (3 ჩ/კ) დაქუცმაცებული სელის თესლის მიღება, ბავშვისთვის – 1,3 გრ (1/3 ჩ/კ–ზე ნაკლები). მოწამვლის სიმპტომები მოიცავს თავის ტკივილს, გონების დაბინდვას, აგზნებას, გულის რიტმის დარღვევას და სუნთქვის გახშირებას. დროული სამედიცინო დახმარების გარეშე შესაძლებელია ლეტალური შედეგი.
სელის თესლში ამიგდალინის რაოდენობა სახეობის და წარმოების პირობების მიხედვით განსხვავდება. მთელი თესლი ნაკლებად სახიფათოა. ექსპერტები სელის ზეთს შესახებ შიშს არ გამოხატავენ.
რატომ ითვლებოდა სელის თესლი სასარგებლოდ
როგორც სხვა ზეთოვანი კულტურების შემთხვევაში, სელის თესლი შეიცავს ბევრ ცხიმოვან მჟავას (50%–მდე), მდიდარია უჯერი ცხიმოვანი მჟავებით. საუბარია ომეგა 3 (ალფა–ლინოლენური) და ომეგა 6 (ლინოლეური და ოლეინის) მჟავებზე: ისინი ორგანიზმში არ იწარმოება და მხოლოდ საკვებიდან ხვდება. ზოგიერთი მონაცემით, ომეგა 3–ს შემცველობით სელის თესლი ლიდერია. გარდა ამისა, სელის თესლი შეიცავს E ვიტამინს და ფოლიუმის მჟავას (B9 ვიტამინი), რომლებიც ადამიანის ემბრიონის ნერვული სისტემის ფორმირებასა და ზრდასრული ადამიანის ნერვული სისტემის ნორმალურ მუშაობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
სელის თესლში აღმოჩენილია ლიგნანები – ნივთიერება, რომელიც შემადგენლობით ადამიანის სასქესო ჰორმონთან, ესტროგენთან ახლოსაა. ესტროგენი ქალის ორგანიზმში ჯანმრთელობის და სილამაზის მთავარ ჰორმონად ითვლება: ის კანის, თმის და ფრჩხილების, განწყობის და საერთო ტონუსის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს. (ესტროგენის დონის შემცირება მენოპაუზის პერიოდში ოსტეოპოროზის ერთ–ერთი მიზეზია). ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ესტროგენი გულ–სისხლძარღვთა სისტემას იცავს, გულის დაავადებების, ინფარქტის და ინსულტის რისკს ამცირებს. მნიშვნელოვანია იცოდეთ: ფიტოესტროგენის დადებითი მოქმედების ზუსტი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს. არსებობს მოსაზრება, რომ საკვებიდან ფიტოჰორმონების მიღება ნეგატიურ ეფექტებს უკავშირდება.
გარდა ამისა, სელის თესლში შედის ფიტოსტეროლები, რომელთაც ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირება შეუძლიათ. ამ თვისების გამო ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებს შორის პოპულარულია. თუმცა არსებობს კვლევა, რომელიც ორგანიზმში მათ როლს გაურკვეველს ხდის: ცუდ ქოლესტერინზე დადებითი მოქმედების მიუხედავად ფიტოსტეროლებმა შეიძლება გულ–სისხლძარღვთა დაავადებების რისკი გაზარდოს. სამწუხაროდ, დღესდღეობით ფიტოსტეროლების ვერც სარგებელზე და ვერც ზიანზე დარწმუნებით ვერ ვიტყვით.
სელის თესლი მედიცინაში
სელის თესლი უჯრედისის და ლორწოვანი ნივთიერებების კარგ წყაროდ ითვლება, რაც მისი მასტიმულირებელი მოქმედებით არის განპირობებული. მედიცინაში სელის თესლი გამოიყენება, როგორც საფაღარათო საშუალება. ყაბზობის და ნაწლავების სხვა დარღვევის დროს იყენებენ. ქრონიკული გასტრიტის, ენტერიტის და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს სელის თესლს ანთების საწინააღმდეგო და აღმდგენი მოქმედება აქვს, ლორწოვნაი გარსის გაღიზიანებას ამცირებს. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს ფრთხილად გამოიყენეთ.
სელის თესლის სამედიცინო გამოყენების უკუჩვენებები: ნაწლავების გაუმტარობა, საყლაპავის შევიწროება, ნაწლავების, საყლაპავის და კუჭის ანთებითი დაავადებების მწვავე ფაზები, ქოლეცისტიტის გამწვავება, გაუწყლოება, ნაადრევი ასაკი. სელის თესლის სხვა მედიკამენტებთან მიღება მის ათვისებას ხელს უშლის. სელის თესლის დროს ბევრი წყლის მიღება აუცილებელია. ამ წესის დაუცველობისას ნაწლავების გაუმტარობა ვითარდება. სელის თესლი, როგორც სამკურნალო საშუალება აფთიაქებში ურეცეპტოდ იყიდება.
გაფრთხილება! ინტერნეტ სივრცეში იპოვით ბევრ „ხალხურ რეცეპტს“ სელის თესლით რიგი დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის იმ დაავადებებისთვის, როცა სელის თესლის მიღება უკუჩვენებულია. უნდა გესმოდეთ, რომ სელის თესლის დამტკიცებული ეფექტურობა და სარგებლობა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში და გამოყენების მკაცრი წესების დაცვისას გვხდება. სხვა დანარჩენმა მეთოდებმა შეიძლება არასასურველი გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების დროს. თუ სელის თესლის მიღებას აპირებთ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.
შეჯამება: საჭიროა თუ არა სელის თესლის მიღება
იმის მიუხედავად, რომ თეორიაში სელის თესლი უჯერი ცხიმოვანი მჟავების ძვირფას წყაროდ ითვლება, პრაქტიკაში სუპერფუდს ვერ ვუწოდებთ – პირველ რიგში, იმის გამო, რომ მისი უსაფრთხო რაოდენობა ძალიან ცოტაა. ლიგნანების და ფიტოსტეროლების სარგებელი სადავოა, ხოლო ცუდი ქოლესტერინის შემცირების ეფექტი ბევრი სხვა მცენარეული პროდუქტის მიღებით შეგიძლიათ მიაღწიოთ, რომელთაც ბონუსად სახიფათო ამიგდალინი და სხვა საეჭვო თვისების კომპონენტები არ ახლავთ. რაც შეეხება ხალხურ რეცეპტებს სელის თესლით, სელის თესლის თვისებების შესახებ ახალი ინფორმაციის და მისი უსაფრთხოების მტკიცებულების არ არსებობის გამო, მათი გამოყენება სარისკოა. მით უფრო, მსგავსი თერაპიული ეფექტის მიღწევა სხვა ნატურალური საშუალებებით შეიძლება.