ჯანმრთელობა
სელის თესლი – საუკეთესო პროდუქტი ორგანიზმის შლაკებისა და ტოქსინებისგან გასაწმენდად!
სელის თესლი მთელს ორგანიზმზე გამაოგნებელ ზემოქმედებას ახდენს! ის უამრავი სასარგებლო ელემენტებისაგან შედგება, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ ჯანმრთელობა გავიუმჯობესოთ.
მისი მთავარი ღირებულება ისაა, რომ ორგანიზმს დაგროვილი ტოქსინებისა და შლაკებისაგან ათავისუფლებს, რის შედეგადაც ხდება მეტაბოლიზმის დაჩქარება, რომლის მიღწევაც დაგროვილი ტოქსინების შემთხვევაში შეუძლებელია.
სელის თესლის რეგულარული გამოყენება საჭმელის მომნელებელი სისტემის მუშაობას აღადგენს. მისი წყალობით მიკროფლორა ნორმაში დგება, იკლებს მჟავიანობა. იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზმი ყველაფერი ზედმეტისაგან თავისუფლდება – უმჯობესდება კანის, თმის და ფრჩხილების სტრუქტურაც.
ამ პროდუქტის დადებითი ზემოქმედების გასაძლიერებლად საჭიროა მისი სპეციალური სქემით გამოყენება. მშრალ მგდომარეობაში მან შეიძლება დაკაწროს საყლაპავის კედლები, ამიტომ სელის თესლის მშრალად მიღება არ შეიძლება. მიღებამდე ის აუცილებლად უნდა ჩაყაროთ წყალში და გააჩეროთ გარკვეული დროის მანძილზე.
გაითვალისწინეთ: უნდა გამოიყენოთ გრილი, ოთახის ტემპერატურის წყალი, თუ მდუღარე წყალით გააკეთებთ მასში ორგანიზმის გასაწმენდად საჭირო ყველა ნივთიერებას გავანადგურებთ, ამიტომ დავიცვათ კლასიკური მომზადების წესი.
ძილის წინ აიღეთ 2/3 სუფრის კოვზი სელის თესლი, მოათავსეთ ჭიქაში და დაასხით იმდენი წყალი, რომ მარცვლები 2 თითის სიმაღლეზე დაფაროს, დატოვეთ მთელი ღამე (მინიმუმ საათი) დილით კი მიიღეთ.
ეს უნდა გააკეთთოთ საუზმემდე – ასე ეფექტი ბევრად უფრო კარგი იქნება. უფრო მეტი ეფექტისთვის ჭიქის შიგთავსი სრულად უნდა მიირთვათ და დალიოთ.
თუ მთლიანად გადაყლაპვა თქვენთვის პრობლემაა, შეგიძლიათ დაღეჭოთ, აუცილებელია მიიღოთ ლორწო რომლითაც პროდუქტი დაიფარება ღამის განმავლობაში. მიღების შემდეგ მოიცადეთ 10 წუთი, შემდეგ კი შეგიძლიათ ჭიქა წყალი მიიღოთ. თუ უფრო უკეთესი შედეგის მიღწევა გსურთ – ცოტა მოგვიანებით მწვანე ვაშლი მიირთვით და მხოლოდ ამის შემდეგ ისაუზმეთ. ყველაზე კარგია თუ საუზმეზე რაიმე ფაფას მიირთმევთ.
დოზის გადაჭარბება რომ არ მოგვივიდეს საჭიროა სელის თესლი 3 თვიანი პერიოდის მანძილზე მივიღოთ და კურსებს შორის აუცილებლად გავაკეთოთ ინტერვალები.
1 თვე შეისვენეთ და შემდეგ კვლავ გაიმეორეთ კურსი. თავიდან მიიღეთ 2 კვირა და შეისვენებთ 2 კვირა. თუ დისკომორტს არ იგრძნობთ შეგიძლიათ 2 კვირა 1 თვით შეცვალოთ და 1 თვიანი შუალედები გააკეთოთ.
ამ სასარგებლო პროდუქტის შეძენა როგორც აფთიაქებში ასევე მაღაზიებშიც შეგიძიათ, მაგრამ ფასს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ – მასზე ბევრი არ არის დამოკიდებული. ხარისხიანი სელის ამოსარჩევად ცდის და გამორიცხვის მეთოდის გამოყენება მოგიწევთ. გამოიენეთ სხვადასხვა მომწოდებლის პროდუქტი და უპირატესობა იმას მიანიჭეთ რომელსაც უფრო მეტი ლორწო დაუგროვდება, სწორედ ესაა მისი ხარისხის და სარგებლიანობის მაჩვენებელი.
სელის თესლი, სელის ზეთი თუ სელის ფქვილი? არსებობს პროდუქტის სხვადასხვა ვარიანტი და თითოეული მათგანის შემადგენლობაც განსხვავებულია.
ზეთი შიცავს დიდი რაოდენობით ომეგას მჟავას, რომელის ორგანიზმს მთლი შიდა ორგანოების მუშაობისთვის სჭირდება, ზეთი შეგვიძლია გამოვიყენოთ არა მარტო როგორც დანამატი სალათებისთვის, ასევე მათი გამოყენება ფაფებსა და ცომშიც შეიძლება. დამიახსოვრეთ, რომ სელის თესლის მოხალვა ან შეწვა არ შეიძლება რადგან ამ დროს ის თავის დადებით თვისებებს კარგავს.
სელის ფქვილი ასევე შეუდარებელი პროდუქტია, მისგან დამზადებულ ფაფას საუზმეზე მიირთმევენ რათა ორგანიზმში ზოგიერთი ელემენტის დეფიციტი შეივსონ.
მიუხედავად დიდი სარგებლისა, ფაფას სპეციფიური გემო აქვს და თუ ამ გემოს მიუღებლად არ ჩათვლით, შეგიძლიათ ის ყოველ დილით მიირთვათ.
სელის ფქვილი სასარგებლოა თუმცა არა იმდენად რამდენადაც სელის თესლი.
სელის თესლი ის პროდუქტია რომელიც ორგანიზმის შლაკებისა და ტოქსინებისგან გაწმენდაში დაგეხმარებათ. მიიღეთ ის კლასიკური სქემით და დაივიწყეთ კუჭ-ნაწლავის, კანის, ფრჩხილის და თმის პრობლემები.
არ დაგავიწყდეთ გაეცნოთ უკუჩვენების სიას, მართალია ბევრი არა მაგრამ, ისევე როგორც ყველა სხვა პროდუქტის შემთხვევაში უკუჩვენებები მასაც აქვს.