თავის მოვლა
სელის გელი ნაოჭების და მუქი წრეების გასაქრობად. ეფექტური საშუალება
სილამაზის ინექციები და ძვირადღირებული პროცედურები აუცილებელი არაა, რომ კანის ელასტიურობა და ტონუსი გაზარდოთ. სელის თესლი დაგეხმარებათ. სელის გელს ლიფტინგის ეფექტი აქვს. სელიდან მომზადებული სილამაზის რეცეპტები ნაოჭების გაქრობაში, სახის კანის დაჭიმვაში დაგეხმარებათ.
არა მხოლოდ სელის გელი, არამედ თესლიც გამოგადგებათ. უნარჩენო წარმოებაა! სელის ნიღაბი პიგმენტური ლაქების გასაღიავებლად გამოგადგებათ. ამისთვის რამდენიმე დამატებითი ინგრედიენტი დაგჭირდებათ.
3 მარტივი მეთოდი ნაოჭების და მუქი წრეების გასაქრობად
მეთოდი 1
გელი მოამზადეთ. 3 ს/კ სელის თესლს 1 ჭიქა სუფთა წყალი დაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ. როცა ქაფი გათეთრდება, ცეცხლიდან გადმოდგით. რამდენიმე ფენად დაკეცილ მარლაში გადაწურეთ. გელი მინის ქილაში შეინახეთ. სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე წაისვით. 30 წუთში ჩამოიბანეთ.
მეთოდი 2
გელის მომზადების შემდეგ რჩება თესლი, რომელიც ეფექტურად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ხელზე წაისვით და 30 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ხელის კანი დარბილდება და გლუვი გახდება.
მეთოდი 3
სელის გელს რამდენიმე ინგრედიენტი დაუმატეთ, რომ უფრო ეფექტური ნარევი მოამზადოთ. 3 ჩ/კ სელის გელს 1 ს/კ სქელი უშაქრო იოგურტი დაუმატეთ და აურიეთ. შემდეგ 1 ს/კ ბრინჯის ფქვილი და 1 ს/კ ქოქოსის ზეთი დაუმატეთ. აურიეთ და მზა ნარევი სახესა და ყელზე წაისვით. 30 წუთში ჩამოიბანეთ.
იოგურტი კანს ათანაბრებს და აღიავებს, ბრინჯი ახალი უჯრედების წარმოებას ხელს უწყობს. თუ ხელნაკეთ ნარევს სწორად გამოიყენებთ, სასურველ შედეგს მიიღებთ. ნარევის შენახვა არ ღირს. მომზადებისთანავე გამოიყენეთ.
სელის თესლის ცხიმოვან მჟავებს აღმდგენი შესაძლებლობები აქვს, კანის ტონუსს ზრდის და ნაოჭების პრევენციას ახდენს. სელის გელის რეგულარული გამოყენებით შედეგი არ დააყოვნებს.