საკითხავი
სახლში ამინდი მომავალი ბავშვის სქესზე გავლენას ახდენს. პარაფსიქოლოგის დაკვირვებები
ბებია, რომელიც პროფესიით ექიმია, ამბობს, რომ ომის პერიოდში მეტი ბიჭი იბადება. ხალხური რწმენის თანახმად, ომის წინ და შემდეგ 2-3 წელიწადის განმავლობაში გოგოზე მეტი ბიჭი იბადება. ზუსტად უცნობია, რატომ ხდება ასე, თუმცა ბევრი ვერსია არსებობს. Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ პარაფსიქოლოგის დაკვირვებას, რა ახდენს გავლენას მომავალი ბავშვის სქესზე.
მომავალი ბავშვის სქესი
სტატისტიკის მიხედვით, თითქმის ყველგან და ნებისმიერ დროს 100 ბიჭზე 105 გოგო იბადება. მათი რაოდენობა 20 წლის შემდეგ თითქმის ერთმანეთს უტოლდება, 100 ზრდასრულ ქალზე 101,8 კაცი მოდის. აი, ხანდაზმულ ასაკს უფრო მეტი ქალი აღწევს, ვიდრე კაცი.
ზუსტი ახსნა არ არსებობს. ალბათ, ამას ერთდროულად რამდენიმე მიზეზი იწვევს. კაცი ნაკლებად ამტანია, ვიდრე ქალი. ქალი ომს, ეპიდემიას, ბუნებრივ კატაკლიზმებს უფრო იტანს. საშუალოდ, 5 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობს, ვიდრე კაცი.
რატომ იბადება ოჯახში მხოლოდ გოგოები ან ბიჭები
ბიოლოგია X და Y ქრომოსებით გვერდზე გადავდოთ და საკითხს სხვა მხრიდან შევხედოთ. თითოეულ მოვლენას თავისი ენერგეტიკული სარჩული აქვს. სერგეი ლაზარევი, პარაფსიქოლოგი და მწერალი განმარტავს, რომ ომის წინა პერიოდში მეტი ბიჭის გაჩენა ერთგვარი ქვეცნობიერი ჭვრეტაა, რომელიც მომავალ ომს უკავშირდება. ასე სული გაძლიერებას, მობილიზებას და მომზადებას ცდილობს.
ადამიანი მკაცრი გამოცდის გასავლელად ემზადება, შინაგანი ენერგია იზრდება. სწორედ ამიტომ, მეტი ბიჭი იბადება. მამრობითი სქესი სულიერებას და მომავლის ენერგიას უკავშირდება.
ოჯახში ურთიერთობა და მომავალი ბავშვის სქესი
თუ ოჯახში მხოლოდ გოგოები ჩნდება და ბიჭი ნანატრი გახდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალს სტრატეგიული ენერგია აკლია. ის კომფორტულად ცხოვრობს, ქმარს ყველაფერში ემორჩილება და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში არ მონაწილეობს. იმ შემთხვევაში, როცა ქმარი ერთადერთი ლიდერია, მხოლოდ გოგოები იბადებიან.
თუ მამრობითი ნება დიდად გამოკვეთილი არაა, ცოლს მართვის სადავეები უჭირავს, ბიჭი გაჩნდება. მაგალითად, კავკასიაში, სადაც მკაცრი იერარქია არსებობს და მამაკაცი უფროსს ემორჩილება, ხოლო ქალი – კაცს, ოჯახში ბევრი ბიჭი იბადება. მათ სიამაყის დათრგუნვა სისუსტედ არ მიაჩნიათ.
სერგეი ლაზარევის თქმით, რაც უფრო ამაყი და ამპარტავანია საზოგადოება, მით მეტი გოგო იბადება. ეს ისეთი კარგი არაა, როგორც ჩანს. ქალის ენერგია ინსტინქტებთან ასოცირდება და ასეთი ძლიერი მიჯაჭვულობა გადაგვარებას იწვევს. სქესებს შორის ზღვარი წაიშლება. ახლა მოდაშია უნისექსი, როცა ბიჭი და გოგო ერთმანეთს ჰგავს. ასე საზოგადოება მოკვდება და სული გაღარიბდება.
პარაფსიქოლოგის რჩევა
თუ გსურთ, რომ ბიჭი გაჩნდეს, ოჯახში ურთიერთობის დალაგებაზე იზრუნეთ. ქალს მეტი თავისუფლება და მართვის უფლება მიეცით. დროებით მაინც პირადი სიამაყე დაივიწყეთ. ასე ქალი თავს ლიდერად იგრძნობს, ძალებს მოიკრეფს და მალე ბიჭიც გაჩნდება.