Connect with us

საკითხავი

სახიფათო ნიშნები და საშინელი ცრურწმენები, რატომ არ უნდა დატოვოთ კოვზი ფინჯან ჩაიში

ძველად მტკიცედ სჯეროდათ, რომ ფინჯანში კოვზით ჩაის დალევა კარგს არაფერს მოიტანდა. თვლიდნენ, რომ მსგავსი ჩვევა ადამიანის ცხოვრებაში იზიდავს ვალებს, ავადმყოფობას და უბედურებას. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, ღირს თუ არა ამ ცრურწმენის დაჯერება და დაცვა.

ქვემოთ მოცემულ სტატიაში გიამბობთ, საიდან გაჩნდა პოპულარული ნიშანი ჩაის ფინჯანზე. გეტყვით, როგორ გადაინაცვლა ცრურწმენამ ეტიკეტის წესებში. ყველამ იცის, რომ სუფრაზე კოვზი ფინჯნიდან უნდა ამოიღოს, თუმცა ერთეულებმა იციან, რატომ კეთდება ეს.

ხალხური ნიშნები, რომლებიც კოვზს უკავშირდება

ძველად სამაგიდო აქსესუარების ნაკრებს მისტიკურ მნიშვნელობას მიაწერდნენ. ოჯახის თითოეულ წევრს თავისი კოვზი, დანა და ჩანგალი უნდა ჰქონოდა. სხვისი კოვზის, დანის ან ჩანგლის გამოყენება აკრძალული იყო. კოვზს ყველაზე მეტი ცრურწმენა შეეხო, რადგან მას დანა–ჩანგალზე უფრო ხშირად იყენებდნენ.

მაგალითად, თუ კოვზი დაგივარდათ, მალე სტუმარს უნდა ელოდოთ. თუ სტუმრის მიღება გსურთ, კოვზი აიღეთ. თუ არავის სტუმრობა გსურთ, კოვზი აიღეთ და მაგიდაზე დააკაკუნეთ სიტყვებით „შინ დაჯექი“.

სამაგიდო აქსესუარები ჭამის დასრულებისთანავე არ გარეცხოთ. ეზოთერიკოსებიც ამბობენ, რომ ყველა საყოფაცხოვრებო ნივთი უცხო ენერგეტიკას სწრაფად შთანთქავს. უმჯობესია, გასარეცხი აქსესუარები ცოტა ხნით ნიჟარაში გააჩეროთ. გარეცხვის შემდეგ გამშრალება საჭირო არაა. ასე ავი თვალი შეიძლება მიიზიდოთ. თუ გასათხოვარი ქალი ჩაი ფინჯანში ჩადებული კოვზით დალევს, მარტო შეიძლება დარჩეს.

ნიშნების განმარტება სიტუაციის მიხედვით

ხალხური ნიშნებით ფინჯანში კოვზის დატოვება აკრძალულია და ამას რამდენიმე ახსნა აქვს. გააჩნია ვინ და სად ტოვებს კოვზს ფინჯანში.

  • ბავშვი – მშობლებთან უთანხმოება და წყენა.
  • გოგონა – შეყვარებულთან სერიოზული ჩხუბი.
  • ხანდაზმული – ნათესავებს შორის უნდობლობა.
  • მამაკაცი – მეტოქე დაგამარცხებთ.
  • შენობაში შესვლისას – უფროსების თვალში პატივისცემის დაკარგვა.
  • სახლში ჩაის წვეულება – ფინანსური პრობლემები.
  • სხვის სახლში – დახმარების დაკარგვა და წარუმატებლობა.

ნიშნების თანამედროვე მნიშვნელობა

ახლა ცრურწმენებს დიდ ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ სუფრაზე ქცევის წესები უნდა დაიცვათ. ფინჯანში კოვზის ჩატოვება უკულტურობის ნიშანია. ადამიანს არ ესმის, რომ ასე ცხელი ჩაის დალევა რთულდება და მეორე ხელის გამოყენებაც დასჭირდება, თან სასმელი შეიძლება სუფრაზე ან ტანსაცმელზე დაიღვაროს. გირჩევთ, კოვზი ჩაიდან ამოიღოთ და სალფეთქზე ან ლამბაქზე დადოთ.

ცრურწმენის და ეტიკეტის კავშირი

პირველად ჩაი მე-17 საუკუნეში ჩინეთიდან შემოიტანეს. იმ დროიდან ჩაის სმის ტრადიცია და წესები ჩამოყალიბდა. სუფრაც სხვაგვარად იშლებოდა. დიდგვაროვნებს ჩაისთვის ორიგინალური ჭიქებიც ჰქონდათ. შაქრის ასაღებად პატარა კოვზი გამოიყენებოდა. შაქარს სასმელს უმატებდნენ, კოვზით ურევდნენ, შემდეგ კოვზს ლამბაქზე დებდნენ. ცხელ ჩაიში კოვზის დატოვება დიდი შეცდომა იყო. ლოგიკურია, რომ კოვზი ხელს შეუშლიდათ და ჩაის დალევისგან სიამოვნებას ვერ მიიღებდნენ.

გამოდის, ეტიკეტი და ცრურწმენა ერთხმად მოგვიწოდებს, რომ კოვზი ფინჯანში არ დავტოვოთ, განსაკუთრებით სტუმრად. გირჩევთ,  ეტიკეტის წესები მარტო ჩაის სმის დროსაც არ დაარღვიოთ. ხალხური ანდაზა ხომ ამბობს, სიფრთხილეს თავი არ ასტკივაო.

Advertisement