Connect with us

თავის მოვლა

სახის ნიღბის მარტივი რეცეპტი მუსკატის კაკლით

მუსკატის კაკალი თავისი სასარგებლო თვისებებით უძველესი დროიდან ცნობილია: ეთერზეთი, რომელსაც მუსკატის კაკალი შეიცავს, კანზე დადებით გავლენას ახდენს, მას უფრო ახალგაზრდულს და გლუვს ხდის. სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრი კრემის და ლოსიონის შემადგენლობაში შედის.

დღეს მუსკატის კაკლით სახის ნიღბის რეცეპტს გიზიარებთ, რომელიც აკნეს, ნაოჭებს და ლაქებს მოგაშორებთ. ნიღაბი საკმაოდ მარტივად მზადდება და ბევრ ინგრედიენტს არ მოითხოვს. რამდენიმე გამოყენების შემდეგ ნიღაბი თავის ეფექტურობას გაჩვენებთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ თაფლი
  • ½ ჩ/კ მუსკატის კაკალი
  • 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
  • ½ ჩ/კ დარიჩინი

მომზადება და გამოყენება

1. ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

2. ნიღაბი სახეზე გადაინაწილეთ, თვალის და ტუჩის ირგვლივ კანს მოერიდეთ.

3. ნიღაბი 10-30 წუთით კანის მგრძნობელობის მიხედვით გაიჩერეთ.

4. ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

5. ამის შემდეგ სახეზე დამატენიანებელი კრემი წაისვით.

ამ ნიღბის წასმის დროს მსუბუქ ჩხვლეტას იგრძნობთ – ეს ნორმალურია. თუ თქვენი კანი ძალიან მგრძნობიარეა, ლიმონის წვენი ცოტა წყალში გააზავეთ. კანის სისხლძარღვების დაავადების დროს თაფლი მწვანე ან თეთრი თიხით ჩაანაცვლეთ.