თავის მოვლა
სახის ნიღბები არაჟნით: სარგებელი და მომზადების მეთოდები
თუ ბრენდულ, ძვირადღირებულ კოსმეტიკას პრინციპულად არ იყენებთ და სახლში ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს უპირატესობას ანიჭებთ, Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ სახის ნიღბებს არაჟნით. გიამბობთ, რატომ არის სასარგებლო არაჟანი და როგორ გამოიყენოთ სხვა ინგრედიენტებთან ერთად სახის ნიღბის დასამზადებლად.
არაჟნის სარგებელი კანისთვის
არაჟანი კანისთვის სასარგებლო ბევრ ვიტამინს შეიცავს. მასში შემავალი A ვიტამინი კოლაგენის სინთეზს ხელს უწყობს. C ვიტამინი უჯრედებს აღდგენაში ეხმარება. PP ვიტამინი კანში სისხლის მიმოქცევას აწესრიგებს. E ვიტამინი წყალი–ცხიმის ბალანსს არეგულირებს და კანს აახლაგაზრდავებს.
არაჟანში გვხდება კალციუმი, კალიუმი, სპილენძი, ფოსფორი და თუთია, რომლებიც უჯრედებს აღადგენენ, სითხეს აკავებენ, კანის ზედაპირს ასწორებენ. რძემჟავა კანს წმენდს, პროტეინები სილამაზეს მხარს უჭერენ.
მთავარი წესები არაჟნის ნიღბის მოსამზადებლად
რამდენიმე წესის დაცვა აუცილებელია, რომ ნიღბისგან მხოლოდ სარგებელი მიიღოთ. მხოლოდ ახალი, ნატურალური არაჟანი გამოიყენეთ. ცხიმიან კანზე 15%–ინი საკმარისია, ხოლო მშრალზე 25%–იანი ან მაღალი. არ დაგავიწყდეთ, რომ ნიღბის გამოყენებამდე მგრძნობელობაზე ტესტი ჩაიტაროთ.
არაჟნის ნიღაბი პლასტმასის ან კერამიკის ჭურჭელში შეგიძლიათ მოამზადოთ. ლითონის მასალა არ გამოგადგებათ. ნიღბის შენახვას აზრი არ აქვს, რადგან თავის სასარგებლო თვისებებს კარგავს. მომზადებისთანავე სახეზე წაისვით.
ნიღაბი კვირაში მინიმუმ ერთხელ გაიკეთეთ. 45 წლის შემდეგ ყოველდღე შეგიძლიათ გამოიყენოთ. ნიღაბს სხვადასხვა ინგრედიენტები დაუმატეთ, რომ კანი არ მიეჩვიოს.
არაჟნის ნიღაბი თიხით და A ვიტამინით
დაგჭირდებათ 25 გრ თეთრი ან ცისფერი თიხა, 50 გრ არაჟანი, 1 ამპულა A ვიტამინი. ყველა ინგრედიენტი აურიეთ და სახეზე 20 წუთით წაისვით. ცივი წყლით ჩამოიბანეთ. კანის რელიეფი გასწორდება, წყლის ბალანსი აღდგება.
არაჟნის ნიღაბი ქათმის კვერცხის ცილით და ოხრახუშით
დაგჭირდებათ 30 გრ არაჟანი, 10 მლ ლიმონის წვენი, 1 კვერცხის ცილა, 0,5 ჭიქა დაჭრილი ოხრახუში. ნარევი სახეზე სქელ ფენად წაისვით, 25 წუთში ჩამოიბანეთ. სახის ოვალს ასწორებს, წვრილ ნაოჭებს აქრობს, დიდ ნაოჭებს ამცირებს. ლიმონის წვენი კანს აღიავებს.
არაჟნის ნიღაბი კარტოფილით და ბრინჯის ფქვილით
დაგჭირდებათ 30 გრ არაჟანი, 1 კარტოფილი, 30 მლ თბილი რძე, 20 გრ ბრინჯის ფქვილი. კარტოფილი დაჭყლიტეთ, არაჟანი და თბილი რძე დაუმატეთ, ახლა ბრინჯის ფქვილი დაუმატეთ და აურიეთ. მასა სახეზე 20 წუთით გაიჩერეთ. წყლით ჩამოიბანეთ. კანი უფრო რბილი, სუფთა და ბზინვარე გახდება.
არაჟნის ნიღაბი სახამებლით და სტაფილოს წვენით
დაგჭირდებათ 50 გრ არაჟანი, 10 გრ კარტოფილის სახამებელი, 10 მლ სტაფილოს წვენი, 1 კვერცხის გული. ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. სახეზე წაისვით და 20 წუთში ჩამოიბანეთ. გაიმშრალეთ და მკვებავი კრემი წაისვით. კანი გასწორდება, უფრო გლუვი და ელასტიური გახდება.
როგორც ხედავთ, შინაურული კოსმეტიკით ისეთივე კარგი ეფექტის მიღება შეიძლება, როგორც მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტებით ან სალონური პროცედურებით. თუ კოვზი არაჟანი დაგრჩათ, რამდენიმე ინგრედიენტი დაუმატეთ და სახის ნიღაბი გაიკეთეთ.