თავის მოვლა
სახის მასაჟი კოვზებით
დაბერება არავის სურს, მაგრამ ყველა ქალბატონს არ აქვს იმის დრო და საშუალება, რომ სილამაზის სალონებსა და ძვირადღირებულ პროცედურებს მიმართოს. ბიოლოგიურ პროცესებს ვერ მოატყუებთ, მაგრამ დაბერების პროცესის შენელება ნამდვილად შეგვიძლია! ამ სტატიაში მარტივ ჭეშმარიტებებზე: მზისგან დამხავ კრემებზე, კვებს რეჟიმის შეცვლასა და კანის მოვლის მსგავს ცნობილ რეკომენდაციებზე არ ვისაუბრებთ, ამ სტატიაში მასაჟზე მოგითხრობთ რომელიც უბრალო კოვზით ტარდება.
ამ მეთოდისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს, პირიქით – რაც უფრო ადრე დაიწყებთ, მით უკეთესი შედეგი გექნებათ. რას უნდა ველოდეთ მასაჟისგან:
- შეშუპების მოხსნას
- თვალს ქვემოტ არსებული ტომრების შემცირებას ან სრულიად გაქრობას
- სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას
- კანის ელასტიურობისა და სიმკვრივის მატებას
- ნაოწების შემცირებას
- სახის გაახლებას და გამოცოცხლებას
- სიწითლეების მოცილებას
მასაჟის ტექნიკა
პროცედურა ჯამში 10 წუთს საჭიროებს, შედეგს კი 12 დღიანი გამოყენების შემდგომ დაინახავთ. დაგჭირდებათ:
- 2 სუფრის კოვზი
- სპირტი
- ჭიქა ცივი წყლით
- ყინული
- 224 გრამი ზეითუნის ზეთი
გაუკეთეთ დეზინფექცია კოვზს. შემდეგ კი ყინულიანი წყლით სავსე ჭიქაში ჩადეთ და გააჩერეთ 2-3 წუთი. მანამდე მაკიაჟი სრულად მოიცილეთ და პირი დაიბანეთ, სახე სუფთა უნდა გქონდეთ.
ახლა კოვზი ლოყის ზედა ნაწილში დაიდეთ და 15 წამის განმავლობასი გაიჩერეთ. კვლავ გააცივეთ კოვზი და იგივე 5 ჯერ გაიმეორეთ. ახლა ლოყის ქვედა ნაწილზე გაიმეორეთ იგივე 5-ჯერ.
ახლა შეათბეთ ზეითუნის ზეთი და კოვზი ამოავლეთ. ზეთიანი კოვზით სახის მასაჟი სურათზე ნაჩვენები მიმართულებებით გაიკეთეთ.
ყოველი მოქმედება 1-2 წუთის განმავლობაში იმეორეთ. აუცილებელია კოვზი კარგად იყოს დასველებული ზეთში. პროცედურის დასრულებიდან 5 წუთის შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
აჯობებს მასაჟი ძილის წინ გაიკეთოთ რადგან ღამე რეგენერაციის პროცესი უკეთ მიმდინარეობს. პროცედური ღამიტ ჩატარებისას შედეგებს უფრო სწრაფად ამჩნევენ.