Connect with us

თავის მოვლა

სახის მასაჟი გუაშით: 10 წლით გამაახალგაზრდავებელი ჩინური ტექნიკა დღეში მხოლოდ 10 წუთში

ცოტა ხნის წინ მეგობართან შეხვედრამ ჩემი ცხოვრება დაყო მანამდე და შემდეგ. მეგობარი ჩაიზე მესტუმრა, შოკოლადთან ერთად კი უცნაური აღმოსავლური მოწყობილობა მომიტანა. გულის ფორმის კვარცის ქვა თავიდან აქსესუარი მეგონა. მოგვიანებით მეგობარმა სახის ჩინური მასაჟი გამიკეთა. ეს შეუდარებელი იყო.

საფხეკი ცბიერი ღიმილით მაჩუქა. თითქოსდა, შენც უკვე მახეში ხარ. აღმოჩნდა, რომ გუაშით სახის მასაჟის მოდა ნელ–ნელა პოპულარობას იძენს. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გასწავლით, თუ როგორ გამოიყენოთ გუაში სახის მასაჟისთვის.

რა საჭიროა სახის მასაჟი ჩინური ტექნიკით

კოსმეტოლოგები ერთხმად გაიძახიან,, რომ საფხეკის დახმარებით სახის რეგულარული მასაჟი სისხლის მიმოქცევას და ლიმფურ ნაკადს აუმჯობესებს. ამის წყალობით კანი იჭიმება და ნაოჭები ქრება. თუმცა, არ უნდა გადააჭარბოთ. ზედმეტად ინტენსიური მასაჟი წვრილ ჩალურჯებებს გამოიწვეევს.

რაც ყველაზე სასიხარულოა, ეფექტს დაუყონებლივ დაინახავთ. კანი უფრო ბზინვარე და ჯანსაღი ხდება. თვალების ქვეშ შეშუპებას და მუქ წრეებს მოიშორებთ, კუნთებს მოადუნებთ და ტოქსინებს გამოდევნით. უფრო მეტიც, მასაჟი ენდორფინის, დოფამინის და სეროტონინის წარმოებას ხელს უწყობს.

სახის მასაჟი გუაშით

პირველ რიგში, სახე გაიწმინდეთ, კოსმეტიკის და ოფლის ნარჩენები მოიშორეთ. საფხეკზე ცოტა ნატურალური ზეთი (ქოქოსის, გარგარის კურკის ან ნებისმიერი სხვა) წაუსვით. ახლა სახის სამასაჟო ხაზებზე გუაშის გადატარება დაიწყეთ:

  1. შუბლის ცენტრიდან საფეთქლებისკენ;
  2. ცხვირის კუთხიდან საფეთქლისკენ;
  3. ცხვირის წვერიდან ცხვირის ხიდამდე და პირიქით;
  4. პირის კუთხიდან ყურის ზედა წერტილამდე;
  5. ნიკაპის ცენტრიდან ყურის ძირამდე;
  6. ყელის საფუძვლიდან ყბისკენ ზემოთ;

კოსმეტოლოგები გირჩევენ, რომ თითოეული ხაზი მინიმუმ 5-ჯერ დაიმუშავოთ. პირველი 2 მოძრაობა სუსტი, გამახურებელი, დანარჩენი – უფრო ინტენსიური. საშუალოდ მასაჟზე 10 წუთს დახარჯავთ. ამის გაკეთება დილა–საღამოს რეკომენდებულია.

ვისთვის არ შეიძლება მასაჟის გაკეთება

ჩინური სახის მასაჟი კანზე ძლიერი მექანიკური ზემოქმედებით გამოირჩევა, ამიტომ გამონაყარსა და აკნეზე მასაჟი არ ღირს. თუ ბოტოქსის ნემსები გაიკეთეთ, საფხეკი გვერდზე გადადეთ. მან შეიძლება პრეპარატი დროზე ადრე გამოიყვანოს.

თუ ამ ჯადოსნური საფხეკის შეძენა გადაწყვიტეთ, აქ სასიამოვნო აღმოჩენა გელოდებათ. მას სხვადასხვა მასალებისგან ამზადებენ: კვარცი, ნეფრიტი, შავი კამეჩის რქა, ძვალი ან ხე. მათი ფორმებიც განსხვავება, მაგრამ ფუნქცია ერთია. აირჩიეთ ის, რომელიც მოგწონთ და იმოქმედეთ!