თავის მოვლა
სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი სახლის პირობებში
ნიღბის ინგრედიენტები ხელმისაწვდომია. ნიღაბი ღამით გაიკეთეთ.
მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ კანის ნებისმიერ ტიპს უხდება, ძალიან რბილად წმენდს, კვებავს და ატენიანებს, ასევე სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღბის დახმარებით დილით თქვენი სახის ფერი უბრალოდ შესანიშნავი იქნება.
თქვენ დაგჭირდებათ სამი ჭიქა:
- პირველი ჭიქა თანაბარი პროპორციით აღებული ნებისმიერი მცენარეული ზეთით და დაქუცმაცებული შვრიის ფანტელებით აავსეთ.
- მეორე ჭიქა წვრილ სახეხზე გახეხილი ვაშლით, ნახევარი ლიმონის წვენით და 1 ს/კ თაფლით აავსეთ.
- მესამე ჭიქა კეფირით ან შრატით 1 ჩ/კ წვრილ საცხობ მარილთან ერთად აავსეთ. მარილი ბოლო მომენტში დაუმატეთ, რომ გახსნა ვერ მოასწროს.
1-ელი ნაბიჯი: პირველი ჭიქის ნარევი სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე წაისვით. 2-3 წუთით მსუბუქად დაიმასაჟეთ და 5 წუთით გაიჩერეთ.
მე-2 ნაბიჯი: პირველი ნიღბის ზემოდან მეორე ნიღბის ნარევი წაისვით. 2-3 წუთით სახე დაიმასაჟეთ და 5 წუთით გაიჩერეთ.
მე-3 ნაბიჯი: ნიღაბი ბამბის დისკით ან ღრუბლით მოიშორეთ, მესამე ჭიქის ნარევი წაისვით და სახე თითის ბალიშებით კიდევ 2-3 წუთით დაიმასაჟეთ. ასევე 5 წუთით გაიჩერეთ.
მე-4 ნაბიჯი: ნიღაბი მინერალური წყლით ან სააფთიაქო გვირილას ნაყენით ჩამოიბანეთ. პროცესი ჩვეულებრივი ღამის კრემის წასმით დაასრულეთ. სასურველია, ასეთი ნიღაბი კვირაში 2-ჯერ გაიკეთოთ.
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ნიღაბი მთელ სხეულზე გაიკეთოთ.