Connect with us

ყვავილები

აი ამ მარტივი საშუალებებით ვაშორებ აგარაკის ნაკვეთზე სარეველებსა და ბალახებს

აგარაკის ბევრი მფლობელი საკუთარ ნაკვეთზე სარეველების მოსაშორებლად ტოქსიკურ საშუალებას, ჰერბიციდს პრინციპულად არ იყენებს. მათ იციან ხალხური მეთოდის შესახებ, თუ როგორ მოიშორონ მიწის ნაკვეთიდან სარეველები.

ეს დროში გამოცდილი ეფექტური საშუალება სარეველებს და ყველა არასასურველ ბალახს ანადგურებს. საშუალება ჩვეულებრივი მარილისა და ძმრის მჟავისგან მზადდება.

აი, რეცეპტი, რომლის გამოყენებაც შერჩეულ მიწის ნაკვეთზე არასასურველი ბალახისა და სარეველებისგან გაათავისუფლებს, ყოველდღიურად ხელით სარეველების მოშორების აუცილებლობას მოგაშორებთ და ტერიტორიას და ბაღის ბილიკს უფრო მოვლილ სახეს მისცემს.

როგორ მოვამზადოთ საშუალება ნაკვეთზე სარეველებისა და ბალახების მოსაშორებლად

ხსნარის მოსამზადებლად საჭირო კონცენტრაციის ძმრის ესენცია (70%) სუფთა წყალში გახსენით. თითოეულ ნაწილ ძმარზე 3,5 ნაწილი წყალი აიღეთ, ანუ 4,5 ლ ხსნარის მოსამზადებლად 3,5 ლ წყალში 1 ლ 70%-იანი ძმარი გახსენით.

მანიპულაციის შედეგად მიღებული 20%-იანი ძმრის მჟავა (4,5ლ) 2/3 ჭიქა მსხვილ სამზარეულოს მარილს აურიეთ, დაელოდეთ, სანამ კრისტალები სითხეში ბოლომდე გაიხსნება და 2 ჩ/კ ჭურჭლის სარეცხი საშუალება ან თხევადი დიასახლისის საპონი დაუმატეთ. ხსნარში შემავალი საპონი მცენარის ზედაპირზე მჟავის მიკვრას ხელს შეუწყობს.

გამოყენება

მომზადებული „შინაურული ჰერბიციდი“ მცენარეების დასამუშავებლად ცხელ, მზიან ამინდში გამოიყენეთ. მცენარეები საფრქვეველით ან წვრილი ხვრელების მქონე სარწყავით მორწყეთ. მოსარწყავად ის დღე აირჩიეთ, როცა ნალექი მოსალოდნელი არაა, რადგან მცირე წვიმაც კი საშუალების ეფექტურობას რამდენჯერმე ამცირებს.

პირველ შედეგს უკვე 5-6 საათში შეამჩნევთ, ხოლო სარეველა მცენარეების მასობრივ კვდომას მეორე დღეს დაინახავთ. თუ დიასახლისის ძმრის ესენცია არ გაქვთ, ჩვეულებრივი სუფრის თეთრი ძმარი (9%) თამამად გამოიყენეთ. თუმცა კონცენტრირებული საშუალებით დამუშავება 7-8 დღიანი ინტერვალით რამდენჯერმე მოგიწევთ.

სად შეიძლება ძმარი-მარილის ხსნარის გამოყენება სარეველების საწინააღმდეგოდ

აღსანიშნავია, რომ საშუალება მცენარის მიწისზედა ნაწილთან კონტაქტის შემდეგ მას ბოლომდე ანადგურებს. ეს რეალურად მოქმედი საშუალებაა, ამასთან ყველა კულტურა იღუპება. სწორედ ამიტომ, ამ ხსნარით შეგიძლიათ დაამუშაოთ მხოლიდ მიწის ის ნაკვეთი, სადაც კულტურული მცენარეები დარგული არ გაქვთ და მათ დარგვას კიდევ რამდენიმე წელი არ აპირებთ. ძმარს მარილთან ერთად ნიადაგიდან მცენარის ზრდის და განვითარებისთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებები გამოაქვს.

ძალიან ხშირად მებოსტნეები ამ ხსნარით ბაღის ბილიკებს, ტროტუარებს შორის ფილებს, შემოსასვლელ გზას, შიდა ეზოს და სხვა ადგილებს რწყავენ, სადაც კულტურული მცენარეები დარგული არაა. საშუალების მომზადების დროს ხელის, თვალის და სხეულის შიშველი ნაწილის დამცველი ნივთები აუცილებლად გამოიყენეთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.