Connect with us

თავის მოვლა

საშინაო ბრინჯის სკრაბი, რომელიც კანს ფაიფურივით ხდის

ძალიან ბევრი ძვირადღირებული კოსმეტიკა გამოვცადე, უკვე ხელი ჩავიქნიე და იმედი გამიცრუვდა. როგორც ჩანს, მწარმოებლებს ლამაზი ეტიკეტი უფრო ადარდებთ, ვიდრე პროდუქტის ხარისხი. იმედი მხოლოდ ბრინჯის სკრაბმა დამიბრუნა. რეცეპტი იდეალური კანის მქონე მეზობელმა გამიზიარა.

აღმოჩნდა, რომ პროდუქტს აღმოსავლეთ ქვეყნებში კოსმეტოლოგიაში ფართოდ გამოიყენებენ. ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ იაპონელებს და ჩინელებს საოცრად გლუვი და ღია ფერის კანი აქვთ. ასეთ ეფექტს ბრინჯის ფქვილის სკრაბით იღებენ. გიზიარებთ აღმოჩენას!

ბრინჯის სკრაბი სახისთვის

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ ბრინჯი
  • მწვანე ჩაი გემოვნებით
  • 1 ს/კ ხაჭო

მომზადების წესი:

1. ბრინჯი ყავის საფქვავით ძალიან წვრილი ფქვილის მიღებამდე დაფქვით.

2. ბრინჯის ფქვილს ხაჭო დაუმატეთ და აურიეთ.

3. სქელი სკრაბი მწვანე ჩაით ოპტიმალური კონსისტენციის მიღებამდე გააზავეთ.

ბრინჯის სკრაბი კვირაში 1–2–ჯერ გამოიყენეთ და შედეგს იგრძნობთ. კანი სუფთა და გლუვი გახდება, ფერი გათანაბრდება, წვრილი ნაოჭები გაქრება, ღრმა ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი გახდება. გარდა ამისა, ბრინჯი კანს სითხის შეკავების ხარჯზე ატენიანებს. ნამდვილი სასწაულია!