Connect with us

ვიდეო

საუკეთესო შინაურული რეცეპტები თმის დასატენიანებლად და აღსადგენად

აბსოლუტურად უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს, რომელიც ერთნაირ შედეგს მოგცემთ. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენი თმის ტიპზე, სისქესა და სიძლიერეზე. თქვენი ასაკიც კი ინგრედიენტების ეფექტურობაზე გავლენას ახდენს.

შემდეგი ინგრედიენტები საუკეთესო რეცეპტის ნაწილს წარმოადგენენ, რომელიც ბზინვარე და დატენიანებული თმის მიღებაში დაგეხმარებათ.

ქოქოსის ზეთი

მასში შემავალი დიდი რაოდენობის ცხიმების წყალობით, E ვიტამინთან და სხვა ეთერზეთებთან ერთად ჯანსაღი თმის ერთ-ერთი საუკეთესო მოკავშირეა. თბილი ქოქოსის ზეთი თავის კანში და თმაზე შეგიძლიათ სხვა ინგრედიენტების დამატების გარეშეც წაისვათ.

თმის დამატენიანებელი ნიღაბი

ავოკადოს, ზეითუნის ზეთის და თაფლის ნარევი თმის დამატენიანებელი საუკეთესო საშუალებაა. თავის კანი პიტნის ჩაით დაიმასაჟეთ, რომ სისხლის მიმოქცევა გააძლიეროთ და  ნარევის წასმამდე მოამზადოთ.

ნედლი კვერცხი და ზეითუნის ზეთი

ამ რეცეპტის ძალა კვერცხის გულის შიგნით მდებარეობს, რომელიც თმას ბუნებრივად ატენიანებს, ამასთან პროტეინებით მდიდარია. ზეითუნის ზეთთან ერთად თმის შესანიშნავი დამატენიანებელი საშუალებაა. ძალიან ეფექტური რეცეპტია.

არგანის ზეთი

ცნობილია, როგორც მაროკოს თხევადი ოქრო. დაზიანებული თმის აღსადგენად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მას წარმოუდგენელი შედეგი აქვს, რომელსაც ხანმოკლე დროში დაინახავთ. არგანის ზეთი ძლიერ დამატენიანებელ საშუალებას წარმოადგენს და გამოიყენება ისე, როგორც ქოქოსის ზეთი.

ქოქოსის ზეთი და თაფლი

ეს ძლიერი რეცეპტი მშრალი თმის დამატენიანებელ ქოქოსის ზეთის უპირატესობას, ასევე თაფლის თვისებებს შეიცავს. იდეალური კომბინაციის წყალობით დატენიანებული თმის შენარჩუნებას შეძლებთ. დამატენიანებელი ნიღაბი სველ თმაზე წაისვით და 40 წუთით გაიჩერეთ. ასე თმის ბზინვარებას და დატენიანებას მიიღებთ.

ალოე ვერა და ქოქოსის ზეთი

ალოე ვერა კანის მოვლის პროცედურებში ფართოდ გამოიყენება და თანამედროვე კოსმეტიკური საშუალებების ძირითადი ინგრედიენტის ნაწილს წარმოადგენს. ქოქოსის ზეთთან ერთად თმას ძლიერი კვებით და დატენიანებით უზრუნველყოფს.

ნუშის ზეთი ბანანთან ერთად

ბანანის პიურე თმას არბილებს და იცავს, ხოლო ნუშის ზეთი ტენს აკავებს. შედეგად ძალიან რბილ, ბზინვარე თმას მიიღებთ.

იოგურტის ნიღაბი თმის დასატენიანებლად

კიდევ ერთი პროტეინის ინგრედიენტი, რომელიც თმას შესანიშნავად ატენიანებს: იოგურტი. 1 ს/კ იოგურტი ლიმონის წვენის და კვერცხის გულის ნარევს დაუმატეთ. თმაზე 20-30 წუთით გაიჩერეთ.